მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 17 » OnLy LoVe
5:28 PM
OnLy LoVe

ამ დროს წინ გავიხედე და ჩვენს წინ ის გოგო და ორი ბიჭი იდგა.

გაკვირვებულმა ავხედე მათ..

-ელენა??-სამივემ ერთად თქვა..

-უკაცრავად ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ?(მე)

-ელე რას აბობ?

-ელე ამათ იცნობ?(იანი)

უარის ნიშნად თავი გავაქნიე

-როგორთუ არ გვიცნობ.. ელენა ზედმეტს მოგდის.. წადი, მიგვატოვე, ამ დროის მანძილზე ერთხელ არ შეგვხმიანებივარ, არ გიკითხავს იმ ავარიის შემდეგ ცოცხლები ვიყავით თ მკვდრები. ნუთუ ახლა მაინც არ გრცხვენია როცა შენს წინ ვდგავართ და უსინდისოდ იტყუები და ამბობ რომ არ გვიცნობ. ამ დროის მანძილზე ვფიქრობდირომ ჩემს საუკეთესო დაქალს რაღაც სჭირდა და ამიტომ ერთხელაც არ შემხმიანებია.. ამ დროის მანძილზე როგორც შემეძლო გეძებდი.. მაგრამ ახლა როგორც იქნება როდესაც შეგვხვდი გამარჯობასაც არ კადრულობ.

ამ გოგოს ლაპარაკს ვისმენდი და ხმას ვერ ვიღებდი. ვერ ვხვდებოდი რაზე იყო ლაპარაკი. ნუთუ იმ საშინელი ავარიის დროს ეს ბავშვები ჩემთან ერთად იყვნენ? ნუთუ მათ მე ვიცნობ.. ეს ფიქრები თავიდან არ მცილდებოდა.

ფეხზე წამოვდექი, მაგრამ არ ვიცი რატომ..

ახლა ერთ-ერთმა ბიჭმა დაიწყო ლაპარაკი.

-ელე მართლა ზედმეტი მოგდის.. მგონი იმდენი უფლება მაქვს რომ ვიკითხო სად იყავი ამ დროს განმავლობაში, ან ვინები არიან შენი ახალი მეგობრები, რომელთა გამოც მიგვატოვე.. ახლა კი კეთილი ინებე და გამომყევი სალაპარაკო მაქვს შენთან. და ყველაფრის დაწვრილებით ახსა მოგიწევს..

ამ ბიჭის ლაპარაკი არ მომეწონა.ძაან უხეშად ლაპარაკობდა..

-მგონი ძაან უხეშობ და ელენას შეეშვი..(იანი)

-შევეშვა? რა უფლებით მეუბნები შეეშვიო>? და საერთოდ რა გინდა ამ გოგოსთან?

-მე რა მინდა? ელენა ჩემი შეყვარებულიაა..(იანი)

-როგორ? აჰა.. ესეიგი შენი შეყვარებულია? როდის მერე?

ვხვდებოდი თუ რაიმეს არ მოვიმოქმედებდი იანი და ის უცნობი ბიჭ ჩხუბს დაიწყებდა. ამიტომ იანთან მივეიდ და ვთხოვე რომ გაჩერებულიყო. მაგრამ ამ დროს იმ ბიჭმა უხეშად მომკიდა ხელი და მისკენ მიმაბრუნა. ამაზე იანი გამწარდა და სახეში გაარტყა.

სანამ ჩხუბს დაიწყებდნენ რამე უნდა მომეფიქრებია ამიტომ მთელი ძალით ვიყვირე. ჩემმა ყვირილმა შედეგი გამოიღო ორივე გაჩერდა..

-ეხლა კარგად მომისმინეთ.. იან გთხოვ დაწყნარდი.. უკაცრავად მაგრამ მე თქვენ არცერთს არ გიცნობთ ამიტომ გთხოვთ მარტო დაგვტოვოთ.

-არსადაც არ წავალთ...

ამ დროს საშინელი თავის ტკივილი ვიგრძენი, თვალებში დამიბნელდა, ვეღარაფერს ვეღარ ვხედავდი. ბავშვების ხმაც ბუნდოვნადფ მესმოდა.. როცა თავლები გავახილე სასტუმროს ოთახი ვიცანი. მივიხედ-მოვიხედე და გარშემო არავინ იყო. უეცრად გამახსენდა როგორ მოხდა ავარია და რა მოხდა იმ დღეს.. თავი მაინც მტკიოდა. ლოგინიდან ადგომა ვერ შევძელი, თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი.

ლოგინში ვიწექი და თან ვფიქრობდი.


ჩემს გონებაში თანდათან ყველაფერმა საბოლოო სახე მიიღო.. წარსულის დაკარგული ნაწილები თავის ადგილს დაუბრუნდნენ და მე ყველაფერი გამახსენდა. ღონდ არ ვიცოდი რა უნდა მექნა ამით გამეხარა თუ დავმწუხრებულიყავი. 

ამ ნომერში ორი საძინებელი იყო.. ერთი მე მქონდა დაკავებული და ერთი კეროლაინს. კეროლაინის ოთახიდან ბავშვების ხმა გავიგონე.

ყველანაირი ძალა მოვიკრიბე და კარებისკენ წავედი. სანამ კარებს შევაღებდი მაიკის ხმა გავიგონე.

-ის ჩემი შეყვარებული არის და თავი დაანებე..(მაიკი)

-რა? ელენა საერთოდ არ გიცნობს და შენი შეყვარებული როგორ გახდებოდა?(იანი)

-იან შესაძლოა ის მართალი იყოს და ელენა მართლაც მისი შეყვარებულია...(კეროლაინი)

-კი მაგრამ...

იანს სიტყვის დასრულება აღარ ვაცადე და კარები შევაღე.

-ყველაფერი გამახსენდა....

-ელენა რა გაგახსენდა? მართალია რომ შენ ამ ტიპის შეყვარებული ხარ?(იანი)

მისმა კითხვამ დამაბნია... არ ვიცოდი რა მეთქვა. რადგან ავარიამდე მე მართლაც მისი შეყვარებული ვიყავი, მაგრამ ახლა არ ვიცოდი რას ვგრძნობდი მის მიმართ. უკვე აღარც ის ვიცოდი თუ რას ვგრძნობდი იანის მიმართ..

-ელენა გელოდები.. ველოდები შენს პასუხს..(იანი)

-ხო ელოდება შენს პასუხს.. მიდი უთხარი სიმართლე.(მაიკი)

-მაიკ გაჩუმდი...(მე)

შენ რა მას იცნობ? ესეიგი ეს ყველაფერი სიმართლეა- ეს თქვა და ისე რომ სიტყვის თქმაც არ მაცადა ოთახიდან გიჯივით გავარდა, სტეფანმა შემომხედა შემდეგ თავი დაღუნა და იანს გაყვა.

სანამ ქეითი, ჰარი და მაიკი იტყოდნენ ყველას ვუთხარი რომ გარეთ გასულიყვნენ, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი და მარტო მინდოდა დარჩენა.

-ჩვენ რატომ უნდა გავიდეთ და ეს შენი ახალი დაქალი აქ დარჩეს?-გამოთქვა აზრი ქეითმა..

-რადგან მისი ოთახი აქ არის..ვთქვი და ჩემი ოთახისკენ წავედი.

კარები შევაღე და ლოგინზე დავწექი, ტირილი მინდოდა.. არ ვიცოდი რა მჭირდა.

ახლა როდესაც წარსულიც და დღევანდელი ცხოვრებაც ვიცოდი თავს უარესად ვგრძნობდი. ტვინში ყველაფერი არეული მქონდა.

გამახსენდა დედას და მამას ნათქვამი" შენი მეგობრები ვინებიც შენთან ერთად იჯდნენ მანქანაში დაიღუპნენ." მათ მე მომეტყუეს, მათ მე ამით დიდი ტკივილი მომაყენეს. 

ამ დროს ოთახში კეროლაინი შემოვიდა, უკან კი ქეითი შემოყვა..

-ხომ გთხოვეთ რომ მარტო მინოდა დარჩენა..(მე)

-ადრე მარტოობას ვერ იტანდი...(ქეითი)

- ახლა ყველაზე მეტად მარტოობა მჭირდება..(მე)

-ბოდიში მაგრამ სანამ შენგან ყველაფერს არ გავიგებ არსადაც არ წავალ..(ქეითი)

-მოგიწევს წასვლა რადგან ახლა ჩემგან ვერაფერს გაიგებ.. ასე რომ მარტო დამტოვეთ..-ვთქვი და კარები გავაღე..

ეროლაინი მაშინვე წამოვიდა კარებისკენ. გასვლის წინ გამიღიმა და ოთახიდან გავიდა. ამის შემდეგ კი ქეითიც გავიდა და ისევ მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებთან.

მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს და ვფიქრობდი ყველაფერზე. არავისთან მინდოდა დალაპარაკება. არავის ნახვა მინდოდა.. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე რომ ყველაზე კარგი გამოსავალი ჩემთვის იქნებოდა.....


იმედია მოგეწონათ..<333

გთხოვთ დააკომენტარეთ<33

მე კი ვეცდები რაც შეიძლება მალე დავდო ახალი თავი..<33

მიყვარხართ<333

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 999 | დაამატა: anukaanka♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 121 2 »
2012-03-18 Spam
magaria male gaagrdzele