მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 10 » OnLy LoVe
11:24 PM
OnLy LoVe

7თავი


ნელა მივდიოდი და როდესაც კაფეში შევედი იანი უკვე მისული დამხვდა.

-ამდენი ხანი სად ხარ ლამაზო?(იანი)

-ნელა მოვდიოდი.. არ მეგონა მოსული თუ დამხვდებოდი.(მე)

-მე პირიქით სწრაფად მოვედი, არ მინდოდა რომ გელოდინა ჩემთვის..(იანი)

ცოტა ხანი ცუმად ვიყავით და შემდეგ ისევ მე დავარღვიე საჩუმე.

-კარგი მოდი პირდაპირ თემაზე გადავიდეთ.. ალბათ კერის ქცევიდან მიხვდი რომ ძალიან უყვარს სტეფანი..(მე)

-კი მივხვდი და მინდა რომ რამე რომანტიკულ ადგილზე შევახვედროთ ერთმანეთს. თორე ამდენი სტეფანის წუწუნი მოსმენა აღარ შემიძლია..(იანი)

მოკლედ ყველაფერი ვთქვით. რადგანაც ხვალ შაბათი იყო და სკოლა არ გვქონდა პლაჟზე უნდა გავსულიყავით და იმ ადგილას სადაც პირველად შევხვდი იანს რამე რომანტიკულს მოვუწყობდით..კაფიდან მალე წამოვედი, რადგან უკვე საღამო იყო.სახლში ძალიან კარგ ხასიათზე დავბრუნდი, ჩემი მშობლები ძალიან გახარებულები იყვნენ. ცოტა ხანი მათთან ერთად ვიყავი და შემდეგ დავიძინე..დილით ტელეფონი ხმამ გამაღვიძა.. იანი იყო..როგორც კი ავიღე დაიწყო

-გამარჯობა ლამაზო... იმედია არ გაგაღვიძე..

-არა საერთოდ არ გაგიღვიძებივარ..

-უპს მაშინ ბოდიში

-კაი არაუშავს

-ხო რა.. მიდი ახლა კეროლაინს დაურეკე და ნახევარ საათში პლაჯზე იყავით. სტეფანი უკვე მოდის ჩემთან.

-კაიიი

-აბა შეხვედრამდე ლამაზო..

მითხრა და გათიშა.მე კიდევ ფიქრებმა გამიტაცა, ოღონდ ამჯერად წარსულზე არამედ იანზე.. თუ როგორ შეიცვალა ის ჩემს მიმართ, თუ როგორ შეიცვალა ჩემი წარმოდგენა მასზე.. უცებ ხმამაღლა ვთქვი ელენა ნუთუ შეყვარებული ხარ იანზე....ამ აზრმა ცოტა არ იყოს შემაშინა და შემდეგ თავი დავიჯერე რომ ეს მხოლოდ უბრალო სიმპატია იყო მის მიმართ..ამ ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა.. და მხოლოდ მაშინ გამახსენდა რომ კეროლაინთან მქონდა დასარეკი.ტელეფონს დავხედე და კეროლაინი იყოო..ჩემთვსი ვთქვი როგორ მიყვარს, ყოვლეთვის იცის რა მინდა..:დ

-გისმენ კეროლაინ.. როგორ ხარ?(მე)

-კარგად... შენ?(კეროლაინი)

-მეც კარაგდ... მიდი სწრაფად ჩაიცვი საცურაო კოსტუმი და ჩემთან გელოდები პლაჯზე გავიდეთ..(მე)

-ელე როგორ მიყვარხარ, ყოველთვის იცი რა მინდა.. კაიი ჩათვალე უკვე გზაში ვარ...(კეროლაინი)

როგორც კი კეროლაინს გავუთიშე ტელეფონი მაშინვე იანს დავურეკე და ვუთხარი რომ თხუთმეტ ან ათ წუთში პლაჯზე ვიქნებოდით.კეროლიანი იმაზე მალე მოვიდა ვიდრე მე მეგონა.. ამიტომ ცოტა ხანი ლოდინი მოუწია..:დ მეგონა გამიბრაზდებოდა, მაგრამ პირიქით ძალიან მხიარულად დამხვდა რაღაცეებს უღებდა ფოტოებს.. მთელი გზა ენა არ გაგვიჩერებია.

პლაჯზე იმდენი ხალხი იყო რო რავიცი.. იანს და პაულს კი ვერსად ვერ მოვკარი თვალი. კეროლაინმა სურათების გადაღება დამიწყო.. მეც გავეპრანჭე და სიამოვნებით ავყევი.. უამრავი ფოტო გადავიღეთ.. თან ვათვალიერებდით ძალიან მაგარი ფოტოები გამოვიდა..

კეროლაინმა დაიჯინა რომ წყალში ჩადი და ფოტოებს გადაგიღებო, სასტიკ უარზე ვიყავი მაგრამ ბოლოს არ მომეშა და წყალში შევედი.. მაგრამ წყალი ისეთი ცივი იყო კინაღამ გავიყინე და კეროლაინმა ისეთ მომენტზე გადამიღო როცა ვიჭყანებოდი და ვერაფრით ვერ წავაშლევიე..

ამ დროს ჩვენსკენ მომავა იანს და სტეფანს მოვარი თვალი. მათაც შეგვხედეს და ჩვენსკენ წამოვიდნენ.. ბიჭებმა კომპლიმენტებით აგვავსეს. კეროლაინი პლაჟზე იჯდა და ფოტოებს ათვალიერებდა რომ სტეფანი გვერდზე მიუჯდა და ლაპარაკი დაუწყო.. იანმა მანიშნა რომ დრო იყო ჩვენი გეგმა გაგვეხორციელებია.მთავარი იყო როგორმე შეგვეტყუებია სტეფანი და კეროლაინი იქით სადაც სურპრიზი ელოდებოდათ. გადავწყვიტეთ მე კეროლაინი წამეყვანა თითქოს რამე საქმე მქინდა და იანი სტეფანს..საკმაოდ ადვილად გამოგვივიდა. მაგრამ კეროლაინმა გზაში იმდენი კითხვა დამაყარა გავაგიჟე გოგო იმდენი რაღაცა ვებოდიალე. იმ ადგილზე რომ მივედი არა მარტო კეროლაინი მეც გავოგნდი, იქაურობა მშვენიერი იყო..

-ელე რა ხდება აქ?(კეროლაინი)

-არ ვიცი(მე)

კეროლაინი წინ მიაბიჯებდა და ვარდის ფურცლებს შორის იკვალავდა გზას, მეც ვარჩიე ჩუმად უკან გავპარულიყავი, ასეც მოვიქეცი, და იქვე ისე მოვეფარე რომ კეროლაინს ვერ შევხედე. კეროლაინმა უკან გამოიხედა და რომ ვერ შემხედა გაკვირვებულმა უკან გაიხედა და გზა ნაზად გააგრძელა.. ამ დროს წინ სტეფანს შევხედე ისიც გაკვირვებული მოიკვალავდა გზას ვარდის ფურცლებს შორის.. რა საყვარლები და ლამაზები იყვნენ... რა რომანტიკული იყო იქაურობა. თვალს ვერ ვწყვეტდი მათ.. უეცრად ვიგრძენი როგორ მომეპარა უკან ვიღაცა და მეც შეშინებუმა ვიყვირე.. კიდევ კარგი მათ ვერ გაიგონეს...

-კაიი რა გჭირს? ასე შეგაშინე?(იანი)

-ვაიმე იან...(მე)

-წამო პლაჟზე გავისეირნოთ, ესენი კი უკვე მოაგვარებენ თავიანთ საქმეებს..(იანი)

მეც დავთანხმდი.. უკაცრიელ პლაჟზე მარტო ჩვენ ორი მივდიოდით.. იქაურობა სიჩუმეს მოეცვა.. ეს სიწყნარე კი ჩემზე განსაკუთრებულად მოქმედებდა.. ზღვა უჩვეულოდ ლამაზი იყო. არ ვიცი როგორ მაგრამ ჩვენი ხელები ერთმანეთს შეეხნენ. ჩვენ ახლა უკვე ხელიხელჩაკიდებული მივიკვალავდით ქვიშაში გზას და უკან მხოლოდ ნაბიჯებს ვტოვებდით.შემდეგ იქვე პლაჟზე ჩამოვჯექით თავი მის მხარზე მქონდა ჩამოდებული და ასე ვუყურებდი მზის ჩასვლას.. ამ დღეს ვიგრძენი იანის სითბო, ის ჩემთვის განაკუთრებულ ადამიანად იქცა. უეცრად არ ვიცი როგორ მაგრამ ისე მოხდა რომ ჩვენი სახეები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდა და ჩვენი ტუჩები პირველად შეერწყა ერთმანეთს.


იმედია მოგეწონათ....

საკმაოდ დიდი თავი გამომივიდა და ჩემი აზრით რაღაცნაირად საყვარელი..<333


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 929 | დაამატა: anukaanka♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 151 2 »
2012-03-14 Spam
male gaaagrdzele gtxovvvv