მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » One Direction "teenVOGUE"-სთვის
5:31 PM
One Direction "teenVOGUE"-სთვის

ბოიბენდი, რომელიც ამ მომენტისთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს თინეიჯერ 
გოგონებში შედგება 5 ბიჭისგან. ისინი უკვე ყველასთვის ნაცნობი ჰარი სტაილსი,
ლუის ტომილსონი, ლიამ პეინი, ზაინ მალიკი და ნიალ ჰორანი არიან.

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჟურნალმა, "teenVOGUE"-მ
ბიჭებს რამდენიმე ფოტო გადაუღო და ინტერვიუ ჩაწერა,
რომელიც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

-როგორ მოგწონთ შეერთებული შტატები?

ჰარი: ჩვენ უბრალოდ გვიყვარს ის!
ლაიამი: აეროპორტში ჩასვლისას შემჩნევა იმისა, რომ ფანების რაოდენობა
40-დან 500-მდე გაიზარდა შოკისმომგვრელი იყო. ეს არაჩვეულებრივია.
ლუისი: და აგრეთვე, ჩვენ სულაც არ გვიკვირს ცივი ა
მინდი, რადგან "UK"-დან მოვდივართ.
ჰარი: ჩვენ მოკლემკლავიანი მაისურებით დავდივართ, როდესაც ხალხი ქურქითაა შემოსული.
-როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ ერთმანეთზე, როდესაც ერთ ჯგუფად
იქეცით? ყველა კარგათ ეწყობით ერთმანეთს?

ზაინი: სანამ ბენდად ვიქცეოდით, ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით, რადგან
როგორც იცით ხუთივე ერთი კონკურსიდან ვართ. მაგრამ როგორც კი გავერთიანდით
მაშინვე კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ჩვენ წავედით ჰარის სახლში, რათა
უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი.
ჰარი: თითოეული ჩვენგანი იღებდა ახალ გამოცდილებას, თითქოს ყველა ვიწყებდით სკოლას.
ლუისი: ერთნაირი ამბიციები, ერთნაირი მიზნები. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ ვეწყობით ერთმანეთს.
ლიამი: შენზე, (ლუის) სრულიად სხვაგვარი შთაბეჭდილება შემექმნა. როდესაც პირველად შევხვდით
შენ იყავი ძალზე მშვიდი, გაწონასწორებული. ვფიქრობ, პირველად როდესაც ყავა მივირთვით
ერთად, მაშინ გამოავლინე შენი ნამდვილი ხასიათი.
ლუისი: კი, პირველ შეხვედრაზე ძალიან მორცხვად ვიყავი. რაც შეეხება ჩემს პირველ შტაბეჭდილებებს,
ზაინი უფრო წყნარი მეგონა, მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდები მას, მით უფრო მეცვლება აზრი.
ჰარი საკმაოდ სიმპატიური, მხიარული ბიჭია. ნიალი ხმაურიანი იყო, ზედმეტად ხმაურიანი!

-რა კავშირი აქვს ახლა საიმონ კოუელს თქვენს ცხოვრებასთან?

ჰარი: ახლა, საიმონმა ოდნავ უკან დაიხია და უფლებას გვაძლევს ვაკეთოთ ის, რაც გვინდა.
ვფიქრობ ეს კარგია, რადგან უფრო დამოუკიდებლები გავხდით. მიუხედავად ამისა,
რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, საიმონს ყოველთვის ბოლო სიტყვა ეკუთვნის.
ლუისი: ის ბოსია.

-რომელ ცნობილ ადამიანთან შეხვედრამ გაგაოცათ ყველაზე მეტად?

ზაინი: მე მაიკლ ჯექსონის დიდი ფანი ვარ და მომეცა შესაძლებლობა შევხვედროდი ჯერმაინ ჯექსონს.
ლუისი: ჩემთვის რობი უილიამსი საუკეთესო მაგალითი იყო. ასევე შერილ კოულიც.
ჰარი: როდესაც პირველად შევხვდით საიმონ კოუელს, შევედით გასახდელ ოთახში და ჩვეულებრივად
ვისაუბრეთ. შემდეგ ჩვენ გამოვედით და ასეთი შეგრძნება გვქონდა: "რამდენიმე წუთის წინ იმავე
ოთახში ვიყავით, რომელშიც საიმონი იყო და მასთან ერთად ბანანებიც კი მივირთვით"!
ლიამი: რობი უილიამსი საუკეთესოა ჩემთვის. აგრეთვე ბონ ჯოვიც. ერთხელ მასთან ერთადაც ვიმღერეთ.
-რით განსხვავდებიან "One Direction"-ის ამერიკელი და ბრიტანელი ფანები?

ლიამი: ამერიკელი გოგონები ძალზე თავდაჯერებულები არიან.
ლუისი: და ბრიტანელ გოგონებს უფრო თბილად აცვიათ.

-შეგიძლიათ თქვათ, რომ თითოეულ თქვენგანს თავისებური სტილი აქვს?

ზაინი: ჩემი სტილი უფრო ქუჩურია. ნაიკის ბოტასები, კოლეჯის ჟაკეტი. ლუისი მეტად
"მოდურია": მეტი ბრასლეტები, სამაგრები და ვიწრო შარვლები.
ლუისი: მე უფრო "სმართ" სტილი მაქვს. ნიალი "ქაჟუალ" სტილს მისდევს.

-რომელი მუსიკოსები მოგწონთ?

ლუისი: ჩემზე გავლენას ახდენს: "Take That", "New Kids on the Block.".
ზაინი: ხალხს მოსწონს პინკი. კეიტი პერი არაჩვეულებრივია. ბრუნო მარსიც.

-რომელ სიმღერას რთავთ ყველაზე ხშირად თქვენს აიპოდში?

ზაინი: ალბათ კრის ბრაუნის რომელიმე სიმღერას მისი ახალი ალბომიდან.
ლუისი: "The Fray"-ის "Look After You," და "Spice Girl"-ის "Viva Forever".
ჰარი: "Coldplay"-ის "Paradise".
ნიალი: ბონ ჯობის: "Wanted Dead or Alive".

-ვინ არიან თქვენი ფავორიტები ახლანდელი მომღერლებიდან?

ლუისი: ედ შერანი. ის ძალიან კარგია, ყველა უნდა ბაძავდეს მას.
ზაინი: ბრუნო მარსი გადასარევია!
-რა გრძნობაა, როდესაც ისვენებთ ლოს ანჯელესის სასტუმროში და გარეთ უამრავი გოგონა გელოდებათ?
ზაინი: ჩვენ გვაკვირებთ ის ფაქტი, რომ ამდენი ხალხი გვცნობს. ჩვენ არ გამოგვიშვია ალბომი,
არ გადავუღივართ ბევრ რეკლამაში და ძალიან საოცარია რომ ასეთი ამბავი ხდება ჩვენს
გარშემო. ჩამოდიხარ ამხელა ქალაქში და გრძნობ ამხელა მხარდაჭერასა და სითბოს უბრალოდ
არაჩვეულებრივია. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ.

-მადლობთ! ძალიან ვნერვიულობდი ინტერვიუს წინ.

ზაინი: თუ კიდევ ერთხელ მოგვიწევს "teenVOGUE"-სთან თანამშრომლობა,
 აუცილებლად ვიმუშავებთ შენთან ერთად!
 



კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 860 | დაამატა: anibelieber:)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-02-17 Spam
mmadlobaa ninn :*:*