მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 10 » ♥♡ One And Only ♡♥
0:08 AM
♥♡ One And Only ♡♥
One And Only 
♥ II თავი ♥ 
 იმედია მოგეწონებათ ,მადლობთ,
 რომ გაგრძელების საშუალება მომეცით ♥ 
-კეთილი მგზავრობა .. ღმერთმა დაგლოცოს ,, (შუბლზე მაკოცა და ესკალატორზე ასვლისას ხელი ბოლოჯერ დამიქნია)

..

მგზავრობისას დროს გაყვანას ვცდილობდი .. ხან ყურსასმენებით The Beatles-ებს ვუსმენდი ,ხან ინტერნეტში ვიქექებოდი ხან კი მოდურ ჟურნალებს გადავავლებდი თვალს .. VOGUE -ს ჟურნალს ვკითხულობდი სადაც მთავარი თემა "ვიქტორია სიქრეტის მოდელები " იყო ..

ორგანიზატორები ამბობნდნე,რომ ბრმა კასტინგი გაიმართებოდა კალიფორნიის შტატში ქალაქ ლოს-ანჯელესში .. შემდეგ კი სხვა დანარჩენ ქვეყნებსი განაგრძნობდნენ კასტინგებს .. დიდი ყურადღება არ მიმიქცევია ჟურნალი დავხურე და დაძინება ვცადე .. ,რომ გამომეღვიძა პილოტი აცხადებდა,რომ ჯერ ცოტა ხნით აქვე ახლო მდებარე აეროპორტში ვეშვებოდით შემდეგ კი გზას განვაგრძნობდით .. შესვენების შემდეგ გზა განვაგრძეთ,ისევ ძილში გადავეშვი .. ძილი,ჭამა .. ძილი,ჭამა .. აი ასე იყო .. დროის გაყვანას სწრაფად,რომ ვცდილობდი არ გამომივიდა .. საშინელი დამღლელი იყო ეს მგზავრობა ... ძალიან შევწუხდი .. როდესაც სან-ფრანცისკოს აეროპორტში დავეშვით ამოვისუნთქე .. ჩემი ნივთები ავიღე და თვალებით ბიძიას ძებნა დავიწყე .. მობილურსაც ვაკვირდებოდი .. უცბად დავინახე ხელებს იქნევდა :აქ ვარო !

მისკენ წავედი და ძალიან მაგრად მოვეხვიე:
-რამხელა გაზრდილხარ,როგორ გალამაზებულხარ ბელა .. მომენატრე ძაან (ჩამეხუტა)
-მეც ბიძია ჯონ ..
-დაიღალე ალბათ არა ?
-კიი თან ძაან ..
-სახლში წაგიყვან .. იქ დაისვენებ და დაწყნარდები .. მოდი ამ მძიმე ჩანთებს გამოგართმევ .. (ჩანთები გამომართვა და საბარგულში ჩადო)
მანქანაში ჩავჯექი .. გზადაგზა ყველაფერს ვუყვებოდი .. შემპირდა დედაშენს იმდენს შევეხვეწები,რომ დაგტოვებს აქ საცხოვრებლადო .. მეც მის პასუხზე გამეცინა .. ბიძია ჯონს ერთი შვილი ჰყავს ჩემხელა გოგონა .. თუ არ ვცდები ელეონორი ჰქვია .. ჩვენ ერთმანეთი ბავშვობის მერე არ გვინახავს .. სახლს,რომ მივუახლოვდით მანქანიდან გადმოვხტი .. წინ გავჩერდი .. იქაურობა ულამაზესი იყო .. ბაღები ყვავილებით,მცენარეებით აჭრელებული .. სახლი უმაღლეს დიზაინში გაკეთებული .. კედლები,ფერები ყველაფერი იდეალური იყო ..

სახლიდან ელეონორი გამოვიდა:
-ბელა .. (მაგრად ჩამეხუტა)
-ელეონორ როგორ ხარ ? (გადავკოცნე)
-არამიშავს )) საუკუნეა ერთმანეთი არ გვინახავს (მითრა ელიმ(ასე ვეძახი მოკლედ)

სახლშ შემიპატიჟა .. ბიძიამ ჩემოდნები ძირს დაყარა .. უცბად გამოცვივდნენ მოსამსახურებიი ..
ელეონორმა თავისი ოთახი გამიყო .. შეგიძლია სხვა ოთახი აირჩიო,მაგრამ მე ელისთან ვარჩიე ყოფნა ..
სახლი დავათვალიერე .. შემდეგ ცოტა წავიხემსე .. ელეონორი ცნობილი მოდელი გახდა .. იგი ძალიან ბევრ კომპანიასთან თანამშრომლობდა .. ისეთი აღფრთოვანებული და გახარებული ვიყავი სულ გადამავიწყდა დედასტან გადარეკვა .. დავურეკე და ვუთხარი:მშვიდად ვიმგზავრე თქო .. ცოტა ხანში ჩემოდნებიდან ტანსაცმელები ამოვიღე გარდერობში შევაწყვე და მოვკალათდი .. შხაპი მივიღე,საღამური ჩავიცვი,ლოგინზე წამოვჯექი და ლეპტოპი ავიღე ხელში .. ფეისბუქზე შევედი .. ემილისგან უამრავი მონაწერი დამხვდა .. მივწერე გრძელი წერილი .. ძალიან მენატებოდა .. მაგრამ რას გავაწყობდი ..
სოციალური ქსელებიდან გამოვედი,ლეპტოპი დავხურე და დავიძინე ..

.....

დილით ელიმ გამაღვიძა ..
-გაიღვიძე ძილისგუდა
-კარგი რაა .. (ბალიში თავზე დავიდე)
-ადექი .. უკვე 1-ი ხდება .. გავისეირნოთ .. ჩემს მეგობრებს გაგაცნობ .. (ელი)
-მეზარება (ჩავიბურტყუნე)
-იცოდე თუ არ ადგები,მერე ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ .. (ელი)

-5 წუთი და ვდგები ..
-ეგ ხრიკი არ გაგივა (ელი)
-კაი კაი ავდექი .. (ძლივს დავდექი ფეხზე,წავიბორძიკე და წონასწარობა შევინარჩუნე)
სააბაზანოში შევედი,თავი მოვიწესრიგე და გამსოვლისთანავე ლოგინი გასწორებული დამხვდა ტანსაცმელი კი გამზადებული .. რაც ელიმ ამირჩა ის ჩავიცვი:


პირველ სართულზე კისრისტეხვით ჩავირბინე .. ელი ვიღაცას ელაპრაკებოდა .. არ გვისაუზმია პირდაპირ სადღაც წავედით .. მძღოლმა ერთ კაფესთან გაგვიჩერა .. შესასვლელთან კი რამოდენიმე ბავში იდგა ..

-აი მოვიდაა (როგორც კი გადმოვიდა ელი მანქანიდან ყველა გადაეხვია)
-პრივეტ როგორ ხარ ? (დაიწყეს ხვევა-კოცნები)
-გაიცანით ეს ჩემი ნათესავია ბელა (ელიმ ბავშვები გამაცნო)
კაფეში შევედით .. ძალიან დავუახლოვდი მათ .. ბევრ რამეზე ვიცინოდით .. ყველაზე მეტად ერთ ბიჭს სახელად მაიკს დავუახლოვდი ))



ბევრი ვისაუბრეთ და ვიცინეთ .. ბოლოს აქვე ახლოს სანაპიროზე ჩავედით .. იქაც ბევრი ვიხალისეთ .. მოკლედ და დასრულებულად,რომ ვთქვათ დრო კარგად გავატარე ..

ამის შემდეგ მე და ელიმ სავაჭრო ცენტრები მოვიარეთ .. იმდენი რაღაც მაყიდინა კინაღამ ცუდად გავხდი .. ცუდად იმიტომ,რომ ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი .. მანქანაში ჩაჯდომისთანავე შვება ვიგრძენი .. ერთი ღრმად ამოვისუნთქე და თვალები დავხუჭე .. სახლში დავბრუნდით .. ამდენი პარკებით ბიძიამ,რომ დაგვინახა ჭკუაზე შეიშალა კაცი ..
-მგონი ყველაფერი ვიყიდეთ (ჩაილაპარაკა ელიმ)
-მგონი ყველაფერი ? მთელი მაღაზია ვიყიდეთ .. (გამეცინა)
ძლივს ავათრიე ამდენი პარკები ოთახში .. ამათი ამოლაგების თავი ნამდვილად არ მქონდა .. პირველი რაც გავაკეთე საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი და ბასეინში ჩასვლა გადავწყვიტე .. მალე ელიც შემომიერთდა .. ხან მზეს ვეფიხებოდი,ხან გავცურავდი .. ხან კოქტეილებით გავიჭყიპებოდი .. ასე გავიდა ეს დღეც .. ოთახში ასვლისას უბრალოდ წყალი გადავივლე პიჟამა ჩავიცვი და საწოლში ჩავწექი .. დილით კი იგივე მომენტალურად განმეორდა ..
_______________________________________________________________________________________________

არ ვიცი როგორ გამომივიდა ))
შეაფასეთ თქვენ,კრიტიკას ვიღებ .. !

♥ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ ♥
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 596 | დაამატა: დიანა♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 121 2 »
2012-11-11 Spam
ძალიან მომწოონსს ))
მალე მალეე დადეე )