მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 14 » ~❤ Ny L.A LonDon Paris ❤~
4:55 PM
~❤ Ny L.A LonDon Paris ❤~


~❤ New-York❤~



ნიუ-იორკი - ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ნიუ-იორკში. 8 მილიონზე მეტი მცხოვრებით.
იგი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.
ქალაქის მეტსახელია "დიდი ვაშლი" ( „Big Apple")
ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ქალაქთაგანია მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით.
ქალაქში 5 რაიონია: ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, კუინზი და სტეიტენ-აილენდი. ნიუ–იორკის ღირსშესანიშნაობებს შორის ცნობილია თავისუფლების ქანდაკება, რომელიც 1885 წელს საფრანგეთმა აშშ-ს უბოძა.ქანდაკება თავისუფლების კუნძულზე მდებარეობს.






















~❤ Los Angeles ❤~



ლოს-ანჯელესი –შემოკლებით L.A ,ანგელოზთა ქალაქი. მდებარეობს შტატ კალიფორნიაში. მოსახლეობის სიდიდით(389378) აშშ-ის მეორე ქალაქია ნიუ-იორკის შემდეგ.
დაარსდა 1781 წელს.
ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1850 წლის 4 აპრილს.
იგი კალიფორნიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ლოს-ანჯელესი ქვეყნის ერთ-ერთი კულტურული, ეკონომიკური, სამეცნიერო და გართობის ცენტრია. ქალაქი ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კოსმოპოლიტი ადგილია, ისევე როგორც შემოქმედების ავანგარდი, სადაც თავს იყრის დედამიწის ფაქტიურად ყველა ერის წარმომადგენელი.
აქ ჩამოსულ ადამიანებს ყოველთვის ხიბლავდა ქალაქის საამური კლიმატი და ცხოვრების ცოცხალი რიტმი.





















~❤ LonDon ❤~



ლონდონი — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი.
მდებარეობს მდინარე ტემზაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში.
ქალაქის სრული მოსახლეობა შეადგენს 8,278,251 ადამიანს.
ლონდონი დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრია და მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან ერთ-ერთი. ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში.
ქალაქს გააჩნია მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი სატრანსპორტო სისტემა. ჰითროუს აეროპორტი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში უცხოელ მგზავრთა რაოდენობით.
The New York Magazine-მა ლონდონი 21 საუკუნის მსოფლიოს დედაქალაქად დაასახელა.






















~❤ Paris ❤~



პარიზი — საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქი.
იგი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია.
მოსახლეობა – 2 240 140 ადამიანი.ამდროისათვის პარიზში 310 000-ზე მეტი უცხოელი ცხოვრობს, რაც ქალაქის მოსახლეობის 14,5 %-ს შეადგენს.
მდებარეობს ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში, მდ. სენის ნაპირებზე.
მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიკული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.
პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.
ქალაქი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში.























❤ ❤ ❤


დაამოწმა:queenmariamo
კატეგორია: ♥ ფოტო ART ♥ | ნანახია: 896 | დაამატა: Unicorn♚ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2013-09-14 Spam
პარიზოოო ისევ გნახავვ !!
ლონდონოო დამელოდეე :დდ <33 happy
ძაან კარგი სიახლეა happy