მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 18 » numbers 3
5:26 PM
numbers 3

NU MberS 3
სრულიადში გაგრძძელება
შემოდით და დააკომენტარეთ




21-ის ემოციური ცხოვრება დატვირთულია, რადგან ის ფლობს 2-ისა და 1-ის ენერგიას. მისთვის აუცილებელია როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური სიახლოვე. სექსუალურ ასპექტში 21 საშუალო სიძლიერით გამოირჩევა. ის უფრო რომანტიზმისკენ იხრება, რაც მას კარგ საყვარლად აქცევს.
21 თითქმის ყველანაირ ადამიანს ეგუება. 1-იანის ენერგიის, მაგნიტიზმისა და 2-იანის სიფაქიზის წყალობით უამრავ ადამიანს იზიდავს. 21-ში დაბადებულები ტაქტიანები არიან და ცდილობენ, არ აწყენინონ არავის, თუმცა ხანდახან მათი პესიმიზმი იმდენად გამაღიზიანებელია, რომ მეგობრებსა და ახლობელ ადამიანებსაც კი კარგავენ. მეორე მხრივ, ისინი დიქტატორის თვისებით გამოირჩევიან და ითხოვენ, რომ ყველაფერი ისე შესრულდეს, როგორც მათ სურთ.
21-ს ორი უკიდურესობა აქვს: პესიმიზმი და დიქტატორობა.
ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თვისება მას ხშირად პესიმიზმსა და სასოწარკვეთილებაში აგდებს. ის ხშირად ფეთქებადია და ამის გამო ბევრ მტერს იჩენს ირგვლივ. მეოცნებეობის გამო კი ცხოვრებაში ბევრ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან.
ბედნიერი რიცხვები - 2, 11, 20, 29, 1, 10, 28, 3, 12, 21, 30.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 4, 13, 31, 5, 14, 23.

ბედნიერი თარიღები - 2, 11, 20, 3, 12, 21, 30.

ნეგატიური თვეები - თებერვალი, ივნისი, სექტემბერი.

ფერები - რუხი და ჭუჭყიანი თეთრი.

ქვები - მარგალიტი.

ავადმყოფობები - კუჭ-ნაწლავი.


ეს რიცხვი - ქალურობის განსახიერებაა, ნაზია და სათუთი. თითქმის ვერ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს. მისი ერთადერთი ხსნა ჭკუა და მაღალი სულიერი თვისებებია. ამ ადამიანებისგან წარმატება შორსაა, ამიტომაც ხშირად სასოწარკვეთილები რჩებიან. მფლანგველები არიან. ფული მათთან ისევე იოლად მიდის, როგორც გადის. ამიტომაც გამუდმებით მატერიალური პრობლემები აქვთ.
ემოციურად 22 არც ისე ძლიერია.
არ შეუძლია ადვილად შეყვარება, მაგრამ თუ შეიყვარა, ბოლომდე ერთგული რჩება ამ გრძნობის, მაგრამ პესიმიზმი და მერყევი ხასიათი მათ ეჭვიანობის გრძნობას უღვივებს. ისინი თავადაც საეჭვონი არიან, რის გამოც ბევრ მეგობარს კარგავენ. სექსუალურ ასპექტში საშუალო სიძლიერით გამოირჩევიან და იმდენად მგრძნობიარეები არიან, რომ პატარა წარუმატებლობაც ყველანაირ სურვილს აკარგვინებთ. პარტნიორის მხრიდან ცუდად ნათქვამმა ერთმა სიტყვამაც შესაძლოა სრულიად გაანადგუროს ის. 22-თან ცხოვრება ძალიან ძნელია, რადგან მას სჭირდება გამუდმებით გამხნევება და ბიძგის მიცემა, რაც დიდი დატვირთვაა გარშემომყოფებისთვის.
მერყევი ხასიათი და პესიმიზმი - ამ ადამიანების მთავარი თვისებებია. ჭკუა, ერთგულება, ეფექტურობა, მაღალი ინტელექტი - ამ დადებითი თვისებების მიუხედავად, ისინი იშვიათად აღწევენ წარმატებას ცხოვრებაში ისევ და ისევ უკიდურესი პესიმიზმის წყალობით. იმის გამო, რომ 22-ში დაბადებულები ცხოვრების მხოლოდ ბნელ მხარეს ხედავენ და საკუთარი თავის რწმენა არ აქვთ, ხშირად ხელიდან უშვებენ შანსს, რომელიც ცხოვრებამ მისცა. იმის მაგივრად, რომ გამოიყენონ მომენტი და გაიუმჯობესონ ცხოვრება, ისინი არ ცდილობენ არაფრის შეცვლას, რადგან თვლიან, რომ მაინც არაფერი შეიცვლება სასიკეთოდ. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ უმჯობესია შეცვალონ და თუნდაც წარუმატებლად, ვიდრე საერთოდ არ იმოქმედონ.
ბედნიერი რიცხვები - 2, 11, 20.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 4, 22, 13 და 31.

ბედნიერი თარიღები - 2, 11, 20.

ბედნიერი დღეები - შაბათი, ორშაბათი.

ფერები - ღია ცისფერი, ფირუზისფერი.

ქვები - მარგალიტი, მარჯანი.

ნეგატიური თვეები - აპრილი, აგვისტო, ოქტომბერი.

ავადმყოფობები - შაკიკი


მათ სურთ, რომ ყველაფერი მათ ნებაზე კეთდებოდეს, მაგრამ არ ჰყოფნით ნებისყოფა, რომ თავისი გაიტანონ. ამიტომაც ისინი ძალით მოქმედებენ. შეუძლიათ გაუმკლავდნენ მხოლოდ მათ, ვინც უფრო სუსტია, მაგრამ თანდაყოლილი ეშმაკობა აძლევთ საშუალებას, რომ არ დახარჯონ ენერგია მათზე, ვისთანაც ეს არ გაუვათ. თუ მათ ირგვლივ უფრო ძლიერი ადამიანები არსებობენ, ისინი დათრგუნულნი არიან.
საერთოდ, ეს ადამიანები დიდი ძალით არ გამოირჩევიან, მაშინაც კი, თუ გარეგნულად ძლიერები ჩანან. ისინი მგრძნობიარენი არიან და ამაყები, არ უყვართ ვინმესთან ვალდებულებაში ყოფნა. ეს 5-იანის გავლენაა.
ლიდერობის სურვილი იმ დროს, როცა ამისთვის აუცილებელი ძალა არ გააჩნიათ. ისინი ყოველთვის მოახვევენ საკუთარ ნებას მას, ვინც მათზე სუსტია. მსუბუქად მერკანტილურები არიან და მათკენ მიილტვიან, ვინც წარმატებულია. არ გაიყიდებიან ფულზე, მაგრამ მის დანახვაზე თვალები ებინდებათ.
ბედნიერი რიცხვები - 5, 14, 23, 2, 11, 20, 29.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 9, 18, 27, 1, 10, 28.

ბედნიერი თარიღები - 2 და 5.

ბედნიერი დღეები - ორშაბათი, ოთხშაბათი.

ფერები - ვარდისფერი.

ქვები - მარგალიტი, ბრილიანტი. არ უნდა ატარონ ოქრო.

ავადმყოფობები - ტკივილი სახსრების არეში.


24-ში დაბადებულები რბილი ხასიათით გამოირჩევიან, არ შეუძლიათ უხეშობა, თუნდაც ამისგან თავად იტანჯებოდნენ. გონიერები არიან, მაგრამ იშვიათად აღწევენ წარმატებას ცხოვრებაში, რადგან საკუთარი თავის რწმენა აკლიათ და არ შეუძლიათ გარისკვა. ციფრთა ჯამი - 6 - საკმაოდ რომანტიკული რიცხვია, რომელიც ამქვეყნად ყველაფერს აიდეალებს. ეს რიცხვი 24-ს მდიდარი წარმოსახვის უნარსა და შემოქმედებით ნიჭს სძენს.
ამასთან, ეს ადამიანები ცხოვრების სევდიან მხარეებსაც ხედავენ და შანსის ხელიდან გაშვებისას ბედისწერას ადანაშაულებენ და არა საკუთარ თავში ინიციატივის არქონას.
მეგობრობაში ისინი ერთგულები და თავდადებულები არიან.
მარტივად არ იჩენენ მეგობრებს, მაგრამ თუ დამეგობრდნენ ვინმესთან, მაშინ სამუდამოდ. ემოციურად მათ მთლიანად შეიძლება დაეყრდნოთ, რადგან ერთგულები არიან და არასოდეს არავის აწყენინებენ
24 მარსის გავლენის ქვეშ იმყოფება. ამიტომაც ეს ადამიანები ხშირად ფეთქებადები არიან. ეს თვისება მათ მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს აკარგვინებს. მათ სუსტი ნებისყოფა აქვთ და არ შეუძლიათ თამამად მოქმედება და საკუთარი ბედის მართვა.
ბედნიერი რიცხვები - 2, 11, 20, 29, 6, 15, 24.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 5, 14, 23.

ბედნიერი თარიღები - 5, 14, 23.

ბედნიერი დღეები - ორშაბათი, სამშაბათი

ნეგატიური თვეები - მაისი, ოქტომბერი.

ფერები - მუქი ვარდისფერი, ფირუზისფერი.

ავადმყოფობები - ყელ-ყურ-ცხვირი.


25-ს შვიდიანის გავლენით ცვლილებების გარეშე ცხოვრებაც ვერ წარმოუდგენია. ემოციებში დიდი გავლენა აქვს 2-სა და 5-ს. ამიტომაც 25 რბილი ხასიათისაა და ძალიან რომანტიკული, ჭკვიანი და პარტნიორთან ურთიერთობისას სულიერ სიახლოვეს ეძებს. რიცხვი 5 "საჭირო" ადამიანებისკენ იზიდავს მათ, ანუ მათკენ, ვინც წარმატებულია ცხოვრებაში. უყვართ ცვლილებები და თუ გრძნობა არც ისე ღრმაა, ისინი დიდხანს ვერ ჩერდებიან ერთ პარტნიორთან.
ფიზიკურად ისინი საშუალო ძალას ფლობენ. დიდად არ უყვართ თავგადასავლები და სექსის აუცილებლობასაც ვერ ხედავენ. თუ ამის სურვილი უჩნდებათ, მაშინ მათი ენერგია ორმაგდება. მაგრამ მაინც, ისინი სექსუალურად საშუალო ძალისანი არიან.
25-ს მატერიალური მიდრეკილებები აქვს. ის მსუბუქ და სწრაფ ფულს ანიჭებს უპირატესობას. შესაძლოა, ამის გამო ცუდ კომპანიაშიც მოხვდეს. ადვილად ღიზიანდება, ფეთქებადი ხასიათი აქვს და მოთმინების გრძნობაც არ გააჩნია.
ბედნიერი რიცხვები - 2, 7, 11, 20, 29, 16, 25.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 5, 14, 23.

ბედნიერი თარიღები - 2, 7.

ბედნიერი დღეები - ორშაბათი, სამშაბათი.

ნეგატიური თვეები - მაისი, ოქტომბერი.

ფერები - ყვითელი, მწვანე.

ქვები - მარგალიტი, მთვარის ქვა.

ავადმყოფობები - კანი, საჭმლის მომნელებელი სისტემა.


ეს ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები არიან. განსაკუთრებული გრძნობით არიან გამსჭვალულნი არა მარტო საყვარელი ადამიანის, არამედ მეგობრების მიმართაც. მათთვის აუცილებელია როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური სტიმული. 6-იანი ამ რიცხვს რომანტიზმს სძენს და სააწინააღმდეგო სქესისთვის მომხიბვლელს ხდის. 26-ში დაბადებული მეოცნებე და იდეალისტია. ამასთან, ის მიწიერი არსებაც არის, სჭირდება ამქვეყნიური სტიმულიც ცხოვრებისთვის.
26-ში დაბადებულებს შეუძლიათ მსხვერპლი გაიღონ მათთვის, ვინც უყვართ, მეგობრებისთვისაც თავდადებულები არიან. ძალიან დამოუკიდებლები არიან და ვერ იტანენ, როცა ვინმე თავისუფლებას უზღუდავთ.
26-ის რბილი ხასიათით ბევრი სარგებლობს. მათ იციან ეს, მაგრამ ითმენენ იქამდე, მანამ მოთმინების ფიალა არ აევსებათ. და აი, აქ უკვე ფეთქდებიან. ასე რომ, არ იფიქროთ, რომ ისინი ისეთი ცხვრები არიან, როგორებიც ერთი შეხედვით ჩანან.
ეს ადამიანები მზად არიან, თუმცა 2-იანის გავლენა მათ საშუალებას აძლევს, იბრძოლონ. კარგი იქნება, თუ ნების სიმტკიცეს გამოიჩენენ და თავდასხმებზე სათანადო რეაქციას იქონიებენ. მათ ხშირად არ ჰყოფნით მოთმინება და თუ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მათ სურთ, ნაჩქარევი ქმედებითა და გადაწყვეტილებით, შესაძლოა, ყველაფერი გააფუჭონ. უარყოფითი მხარეებია - გადაჭარბებული მეოცნებეობა და საჭირო დროსა და ადგილას ქმედებაზე გადასვლის არცოდნა.
ბედნიერი რიცხვები - 2, 6, 8, 17, 26, 15, 24.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 5, 14, 23, 3, 12, 21.

ბედნიერი თარიღები - 2, 6, 8.

ბედნიერი დღეები - ორშაბათი, შაბათი.

ნეგატიური თვეები - ივლისი, დეკემბერი, თებერვალი.

ფერები - ყავისფერი, ყვითელი.

ქვები - შავი მარგალიტი, შავი ბრილიანტი, საფირონი.

ავადმყოფობები - საჭმლის მომნელებელი სისტემა, თირკმელი.


ბუნებით მატერიალისტები არიან. ყველაფერში ორიგინალურობა მათ სხვებისგან გამოარჩევს. ქალები ცხოვრებაში მყარ გადაწყვეტილებებს იღებენ და სულიერი ურთიერთობებისთვის ჭკვიანი პარტნიორებისკენ ისწრაფვიან.
ეს ადამიანები მგრძნობიარეები არიან და კარგი წარმოსახვის უნარი აქვთ. უყვართ მოგზაურობა და ამიტომაც ბევრი იციან. მათი რომანტიკისადმი მიდრეკილება კარგად ერწყმის მოგზაურობის სიყვარულს. ეს ადამიანები უფრო გონიერებით გამოირჩევიან, ვიდრე ფიზიკური მონაცემებით.
27 თითქმის ყველანაირ ადამიანს ეწყობა, იმდენად ჭკვიანი, საინტერესო და ძლიერი ხასიათის არის თავად. ის მაგნიტივით იზიდავს გარშემომყოფებს.
ერთადერთი, რაც მათ აფრთხობს - თავისუფლების შეზღუდვა და სხვისგან მათი მართვის მცდელობაა.
სხვისი მართვისა და დომინირების სურვილი. ასე მათ შეუძლიათ დაკარგონ მეგობრები და ახლობელი ადამიანები. გარდა ამისა, 27-ში დაბადებულებს აკლიათ საკუთარი თავის რწმენა.
ბედნიერი რიცხვები - 2, 11, 20, 29, 9, 18, 27, 6, 15, 24.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 5, 14, 23, 10, 28.

ბედნიერი თარიღები - 2, 6, 9.

ბედნიერი დღეები - შაბათი, კვირა, ორშაბათი.

ფერები - წითელი, მწვანე, ხაკისფერი.

ქვები - ძოწი, ონიქსი, ლალი.

ნეგატიური თვეები - მაისი, ოქტომბერი, ნოემბერი.

ავადმყოფობები - კანი, იმუნური სისტემა.


ეს ადამიანები ძალიან საინტერესონი, გონიერები და მეგობრულები არიან. საკუთარ აზრს თავს არავის მოახვევენ. არ დომინირებენ, მაგრამ კარგად იციან, რა უნდათ ცხოვრებაში. რბილი ხასიათით გამოირჩევიან და მარტივად შეუძლიათ დაითანხმონ ადამიანები. ძალიან ჭკვიანები არიან და მათ სჭირდებათ, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური სიახლოვე ადამიანთან.
ეს ადამიანები ძირითადად დიდი პოპულარობით სარგებლობენ გარშემომყოფებში და შეუძლიათ გავლენის მოხდენა სხვებზე. თავისას ადვილად აღწევენ, თანაც ზედმეტი ძალისხმევისა და ტირანიის გარეშე. გულწრფელები არიან და ერთგულები, ინარჩუნებენ ძველ მეგობრებს და მათ რიცხვს ახალი ადამიანებითაც ზრდიან. ქორწინებაში ბედნიერები არიან, თუ მათი პარტნიორები მათსავით გონიერები იქნებიან. მაგრამ ასე თუ არ იქნა, ისინი დაიტანჯებიან, რადგან 28-ში დაბადებულები გონებრივადაც ისეთივე სიძლიერით გამოირჩევიან, როგორც ფიზიკურად.
ამ ადამიანებს შეიძლება ბევრმა ვერ გაუგოს, რადგან ზოგიერთი ადამიანი სულიერ და მორალურ თვისებებს უფრო ნაკლებად აფასებს, ვიდრე მატერიალურ მხარეს. თუ 28-ს შესაძლებლობები დაფასებული არ იქნება, ის სასოწარკვეთილებაში ჩავარდება და საკუთარი თავის რწმენას დაკარგავს.
ბედნიერი რიცხვები -11, 20, 29, 17, 26, 10, 28.

მტრულად განწყობილი რიცხვები -5, 14, 23.

ბედნიერი თარიღები -1, 2, 8.

ბედნიერი დღეები -ორშაბათი, შაბათი.

ფერები -მწვანე, თეთრი.

ქვები -ბრილიანტი, ნეფერტიტი.

ნეგატიური თვეები -აპრილი, მაისი.

ავადმყოფობები -ჰიპერტონია.


ეს ადამიანები ამბიციურები არიან და ცხოვრებაში საკუთარ გეგმებს ბოლომდე ახორციელებენ, მაგრამ თუ მარცხს განიცდიან, მაშინ ბრინჯივით იბნევიან. ისინი ძალიან გონიერები არიან და კარგ აკადემიურ კარიერას იქმნიან. ორგანიზაციისა და ადმინისტრირების ნიჭი მათ ეხმარებათ, გახდნენ წამყვანები ნებისმიერ სფეროში. ისინი ყველაფერზე წავლენ, ოღონდ დაიკმაყოფილონ საკუთარი ამბიცია, რომელიც მოჭარბებულად აქვთ.
29-ში დაბადებულები ძალიან ემოციურები არიან და გრძნობის ობიექტს მთელი ცხოვრებით ეჯაჭვებიან. მიუხედავად ამისა, 29-ის პარტნიორებს უჭირთ მათთან ურთიერთობა, რადგან არ არიან დამთმობები და უყვართ სიტუაციის მხოლოდ თავად მართვა. 29-ს 2-იანის რომანტიზმიც მოჰყვება, ამიტომაც სულიერი სიახლოვის გარეშე ვერავისთან იცხოვრებენ. მეოცნებეობა მათ შინაგან სამყაროს ავსებს.
მთავარი უარყოფითი თვისება - დომინანტური ხასიათია. ეს ადამიანები ნეგატიურად არიან განწყობილნი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ აზრს არ ეთანხმებიან. ამიტომაც ბევრ მტერს იჩენენ. ამ თვისების გამო, შესაძლოა, ისინი იზოლაციაში აღმოჩნდნენ. მეორე უარყოფითი თვისებაა - დამარცხების აღიარების უუნარობა.
ბედნიერი რიცხვები - 2, 11, 20, 29, 9, 18, 27.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 5, 14, 23, 3, 21, 12, 30.

ბედნიერი დღეები - ორშაბათი, ოთხშაბათი.

ბედნიერი თარიღები - 2, 9.

ფერები - თეთრი.

ქვები - მარგალიტი, მთვარის ქვა, ნეფრიტი.

ნეგატიური თვეები - მაისი, ოქტომბერი.

ავადმყოფობები - სულიერი გაუწონასწორებლობა და ჰიპერტონია.


30-ში დაბადებული ადამიანები ძალიან გაბედულები, ამბიციურები და აგრესიულები არიან. უყვართ მბრძანებლობა და არასოდეს კმაყოფილდებიან ვინმეს დაქვემდებარებაში ყოფნით.
მათ უნდა მართონ სხვების ქმედება და ძალაუფლების შეგრძნების გარეშე ძალიან ითრგუნებიან. მკაცრად დისციპლინირებულები არიან და ხელქვეითებისგანაც იგივეს მოითხოვენ. არ ითვალისწინებენ არავის აზრს, მყარ გადაწყვეტილებებს იღებენ და გამძლეები და ძალიან ძლიერები არიან.
ისინი - თანდაყოლილი ინსტინქტის მქონე მონადირეები არიან. ის, ვინც მათ დააინტერესებთ, ცოტა შანსი აქვთ მათგან თავის დაღწევის. ისინი მომხიბვლელები არიან და უზარმაზარ სექსუალურ პოტენციალს ფლობენ. საწინააღმდეგო სქესი ნებსით თუ უნებლიედ ეჯაჭვება მათ. სექსუალურად ძლიერები არიან და მატერიალისტები. ასევე - აგრესიულებიც, მათ ცოტა დრო აქვთ სიყვარულისთვის, მაგრამ თუ შემთხვევა ხელში ჩაუვარდებათ, აუცილებლად გამოიყენებენ მას.
ეს ადამიანები დაბადებიდან დიქტატორები არიან და საკუთარ კანონებს აწესებენ. თავიანთი გეგმების განხორციელებისას ყოველგვარ დაბრკოლებას გააცამტვერებენ, თანაც ისე, რომ შედაგებზე არ იფიქრებენ. მათი ბულდოზერული მეთოდები უამრავ მტერს უჩენს მათ. მოუთმენლები არიან მათ მიმართ, ვინც შედარებით სუსტია.
ბედნიერი რიცხვები - 3, 12, 30, 5, 14, 23, 6, 15, 24.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 4, 13, 31.

ბედნიერი თარიღები - 3, 21, 21.

ბედნიერი დღეები - სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ფერები - ლურჯი და ვარდისფერი.

ქვები - საფირონი.

ავადმყოფობები - კანი, სახსრები.


31-ის ემოციური ცხოვრება ძალიან რთულია. ორ ციფრს შორის კონფლიქტი აქ დიდ როლს თამაშობს. ზედაპირულად 31 საკუთარ თავში დარწმუნებული და გამოჩენილი რიცხვია, შინაგანად კი არამყარი ხასიათი ფიგურირებს. 4 დიდ როლს თამაშობს 31-ში დაბადებულთა ემოციურ ცხოვრებაში. ეს ციფრი ნელა რეაგირებს ემოციებზე, მაგრამ გამოირჩევა ერთგულებით. ამ ადამიანთა გულწრფელობა ეჭვგარეშეა.
31 - კიდევ ერთი რთული რიცხვია, რომელიც ტყუპისგან, 1-ისა და 3-ისგან შედგება. ორივე ეს რიცხვი ლიდერის თვისებას, ამბიციებსა და დიდძალ ენერგიას ფლობს.
ორივე პრაქტიკულია, ისახავს გეგმებს და ენერგიულად ახორციელებს მათ ცხოვრებაში. ისინი ამაყები არიან და არ უყვართ, როცა ვინმესთან ვალში არიან. რაშია 31-ის სირთულე? საქმე 4-იანშია, რომელიც სრულიად საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს: ის დაბადებიდან პესიმისტია და სულ უკმაყოფილო ცხოვრებით.
ძირითადი უარყოფითი თვისებაა - პესიმიზმი, რომელიც ხაზავს ყველა დანარჩენ კარგ თვისებას. გარდა ამისა, ეჭვიანები არიან, რადგან საკუთარი თავის რწმენას არიან მოკლებულნი. სულ უკმაყოფილოები არიან იმით, რაც აქვთ, თუნდაც ჰქონდეთ ყველაფერი, რაზე ოცნებაც კი შესაძლებელია.
ბედნიერი რიცხვები - 3, 12, 21, 20, 1, 10, 28.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 2, 6, 8, 9.

ბედნიერი თარიღები - 1 და 3.

ბედნიერი დღეები - სამშაბათი და ხუთშაბათი.

ფერები - ცისფერი.

ქვები - ტოპაზი.

ავადმყოფობები - გული (ეს პესიმიზმისკენ მიდრეკილებისგან მოდის).

NiniToO
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 709 | დაამატა: marrystyles | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2013-04-18 Spam
ravi araferiar emtxveva biggrin