მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 21 » ნიუსები
6:50 PM
ნიუსები
* ვინ ემუქრება Taylor Swift-ს მოკვლით?!
* AMA 2012 - Rihanna-ს კიდევ ერთი კრახი და Justin Bieber-ის ტრიუმფი
*დღეს 21 ნოემბერს კარლი რეი ჯეპსენის დაბადების დღეა

http://media.tumblr.com/tumblr_mdq8aehlrn1qfapw0.jpg http://25.media.tumblr.com/tumblr_mdt5c1HyYa1rnj5vao1_250.png



Taylor Swift-ი როგორც ჩანს ჭკუას სხვის შეცდომებზე ნამდვილად ვერ სწავლობს. ის  საუკეთესო მეგობრის Selena Gomez-ის ბედს მოხერხებულად იზიარებს. თუ რატომ ამას დაწვრილებით მოგახსენებთ. მის ახალ რომანს One Direction-ის წევრ Harry Styles-თან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ერთ დროს Selena-სა და Justin-ის ურთიერთობას.

მსგავსება ორ BFF-ს ბევრი აქვს. მან როგორც Selena-მ რომანი გააბა თინეიჯერი გოგონების საყვარელ ვარსკვლავთან. ეს ხომ ბევრ პრობლემას ქმნის.  ასევე ასაკით მასზე უმცროსთან. Harry 18 წლისაა ხოლო Taylor-ი 22-ის. ალბათ მეგობრებს თავისზე უმცროსი ”მამაკაცები” უფრო იზიდავთ.

Selena-ს აქტიურად ემუქრებოდნენ Justin-ის გამო. უკვე აღარც Taylor-ი ჩამორჩება. ჭორები Taylor-ისა და Harry-ს ურთიერთობის შესახებ 15 ნოემბრიდან გავრცელდა. როცა ისინი X factory-ის შოუზე ერთმანეთის მიმართ ღიად გამოხატავდნენ სიმპათიებს. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ Harry-ს ფანები ძალიან გაბრაზდნენ. მათ არც Taylor-ი მოსწონთ და არც ის ფაქტი, რომ Harry  შეიძლება ვინმეს ხვდებოდეს.

გაბრაზებული ფანები Swift-ს უამრავ მუქარის წერილს უგზავნიან. მაგალითდ, ”მოგკლავ, შენ არ უნდა შეხვედროდი Harry-ს’’ და "თუ კიდევ შეხვდები ჩემს Harry-ს იცოდე მართლა მოგკლავ’’.   პრინციპში რა გასაკვირია, რომ ორ წარმატებულ მომღერალს ერთმანეთი მოსწონთ. მაგრამ ეს მიუღებელია Styles-ს ფანებისათვის.

ვარსკვლავობას და თინეიჯერი გოგონების კუმირობას, როგორც ჩანს უარყოფითი მხარეებიც აქვს. საინტერესოა როგორ განაგრძობს წყვილი ურთიერთობას.

იმედია მათი ურთიერთობა უფრო მყარი იქნება, ვიდრე Selena-სა და Justin-ის იყო.


18 ნოემბერს ამერიკული მუსიკის დაჯილდოვების მე–40–ე ცერემონია ლოს ანჯელესში,  ნოკიას თეატრში გაიმართა. American Music Awards–ზე 2012 წლის ყველაზე პოპულარული შემსრულებლები და მათი მუსიკალური ალბომები გამოვლინდა. ფაქტია, რომ საღამომ ბევრი იმედგაცრუებული დატოვა. მოდი მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად.

წლის შემსრულებლის ნომინაციაში თინეიჯერების საყვარელმა ვარსკვლავმა Justin Bieber-მა გაიმარჯვა. ცოტა გასაკვირიცაა, რადგან მან მოუგო ისეთ ჯგუფსა და მომღერლებს როგორებიცაა: Maroon 5 , Drake, Katy Perry  და  Rihanna, ამ უკანასკნელისთვის თამამად შეიძლება ითქვას, რომ AMA სრული კრახი იყო. Justin Bieber-ის ალბომმა ”Believe” პირველობა არავის დაუთმო საუკეთესო პოპ/როკ ალბომის ნომინაციაში. თინეიჯერების კუმირმა ასევე მოიგო ნომინაციაში  საუკეთესო პოპ/როკ შემსრულებელი მამაკაცის კატეგორიაში. აქაც ცოტა  გასაკვირია, რადგან მან დაამარცხა Usher და Pitbull . სავარაუდოდ ორივე ძალიან იმედგაცრუებული იქნება.

წლის შემსრულებლად მოგვევლინა Carly Ray Jeperson, რომელმაც თინეიჯერი გოგონების საყვარელ ჯგუფს One Direction-ს მოუგო . ალბათ ამ გოგონას ადგილას ბევრს შეეშინდებოდა One Direction-ის ფანების რისხვის.  რაც შეეხება, საუკეთესო პოპ/როკ შემსრულებელს ქალის კატეგორიაში გაიმარჯვა Katy Perry–მ. სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ მანაც არ დაინდო ისედაც იმედგაცრუებული Rihanna, ასევე Nicki Minaj  და Kelly Clarkson . Maroon-5–ს  დაუფასდა შრომა და საუკეთესო ბენდად აღიარეს. თინეიჯერების საყვარელმა One Direction–მა Rihanna-სი არ იყოს დიდი იმედგაცრუება განიცადეს. დასახელებული ორი ნომინაციიდან ვერცერთში ვერ გაიმარჯვა. საუკეთსო შემსრულებელი რეპსა და ჰიპ ჰოპში Niki Minaj გახდა, რომელიც ერთადერთი ქალი იყო ამ ნომინაციაში წარდგენილებს შორის. როგორც ჩანს მოსაზრება, რომ რეპი მამაკაცებს უფრო კარგად გამოსდით ვერ გამართლდა. ამას დამარცხებული Drake და Tyga-ც მიხვდებოდნენ. რეპერი გოგოს ალბომმა ”Pink Friday: Roman Reloaded” ასევე გაიმარჯვა საუკეთესო რეპ ჰიპ–ჰოპ ალბომში. აქ მეორედ დამარცხდა Drake.  საუკეთესო მამაკაცი შემსრულებელი Soul/R&B –ში Usher გახდა. კიდევ კარგი აქ მაინც რომ არ იყო დასახელებული Justin Bieber-ი, სხვა შემთხვევაში ალბათ ისევ მოუგებდა.
ამ ბოლო დროს ბევრს საუბრობენ Chris Brown-ისა და  Rihanna-ს ურთიერთობის შესახებ, შესაძლოა ისინი არ შერიგებულან, მაგრამ დიდი იმედგაცრუება ნამდვილად აერთიანებთ. საუკეთესო ალბომი Soul/R&B Usher–ის , ”Looking 4 Myself”–მა მოიგო შესაბამისად Rihanna და  Chris Brown-ი, როგორც იტყვიან პირში ჩალა გამოვლებულები დარჩნენ.

საუკეთესო თანამედროვე შემსრულებელი Adele გახდა, ხოლო ლათინო შემსრულებლის ტიტული Shakira-ს ერგო. ალბათ არც არის გასაკვირი, რომ მიმზიდველმა Shakira-მ Pitbull-ს მოუგო. რაც შეეხება ელექტრონულ მუსიკას, აქ საუკეთესო შემსრულებელად David Guetta მოგვევლინა. ხოლო საუკეთესო ქალი შემსრულებელი Country–ში რა გასაკვირია Taylor Swift გახდა. ეს გოგო ხომ ამ ჟანრში პირველობას უკვე აღარავის უთმობს. სუკეთესო ქალ შემსრულებლად  Soul/R&B–ში Beyoncé მოგვევლინა, მანაც სასტიკად დაამარცხა ისედაც იმედგადაწურული Rihanna.
American Music Awards–ს აქტიურად ადევნებდნენ თვალს ასევე მოდის კრიტიკოსებიც. ვარსკვლავები მართალია დიდ დროსა და თანხას ხარჯავენ ტანისამოსში, რომლითაც წითელ ხალიჩაზე უნდა წარდგნენ, მაგრამ ხშირად ეს  საერთოდ არ ეტყობათ ან არ გამოსდით. როგორც ყოველთვის განსაკუთრებული იყო Nicki Minaj-ი, რომელსაც დიდი კაშკაშა ყვითელი კაბა ეცვა. შეიძლება ითქვას ნორმალურად გამოიყურებოდა საკმაოდ უგემოვნოდ მონათლული Taylor Swift. მოკლე ოქროსფერ კაბაში თავის ლამაზი ფეხების დემონსტრირებას ეფექტურად ახდენდა. გასაკვირია და ნამდვილად კარგად გამოიყურებოდა Carly Rae Jepsen, რომელსაც გრძელი ვარდისფერი კაბა ეცვა. ასევე სასიამოვნოდ ეცვა kesha–ს . მან  ვარდისფერი მოკლე კაბა ჩაიცვა და შავი ფერის ლაქი ფეხსაცმელს ოსტატურად შეუხამა. რაც შეეხება, დანარჩენ ვარსკვლავებს Christina Aguilera საკმაოდ მომატებული იყო და არც იასამნისფერი კაბა არ უხდებოდა, რომლითაც წარსდგა. Heidi-Klum-ი, Taylor Swift-ის  არ იყოს თავისი ლამაზი ფეხების დემონსტირებას ეფექტურად ახდენდა ყვითელ მოკლე კაბაში. პრინციპში ეს Klum-ს უფრო კარგად გამოუვიდა. ხოლო სამ ნომინაციაში გამარჯვებული Justin Bieber-ი სადად შავ ტანისამოსა და სათვალეში გამოგვეცხადა. აღსანიშნავია, რომ რატომღაც Lady Antebellum-ის სამივე წევრი სულ შავებში იყვნენ. როგორც ჩანს ეს ფერი არამხოლოდ საქართველოშია პოპულარული.

საბოლოოდ, AMA 2012–ის დაჯილდოების ცერემონია დასრულდა. მართალია დაჯილდოვებამ ბევრი ვარსკვლავი გულგატეხილი დატოვა, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი ძალიან გაახარა მაგალითად, Justin Bieber. ამერიკული მუსიკის დაჯილდოების ცერემონია  უკვე მომავალ წლამდე დაგვემშვიდობა. მანამდე კი იმედია შოუბიზნესის წარმომადგენლები ბევრ საინტერესოსა და ახალ პროდუქტს შემოგვთავაზებენ. იქნებ შემდეგში მაინც გაუმართლოს Rihanna-ს.


http://24.media.tumblr.com/tumblr_mdt7thnLFC1qcvbteo1_250.jpg http://25.media.tumblr.com/tumblr_mdt7thnLFC1qcvbteo2_250.jpg
დღეს კარლის დაბადების დღეა,ის 27-ის გახდა .. ))
არ მეგონა ამხელა თუ იყო .. წარმატებებს ვუსურვებ .. "
http://24.media.tumblr.com/tumblr_mdud0d3BWf1rqy94co1_500.gif
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 689 | დაამატა: -PrettyLittleLiar | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
2012-12-06 Spam
umagresia siaxlea, ai martla dzalian momewona yochag
ise riri shemecoda, ar ''indoben'' sacodavs(magas tu sacodavi qvia) :(((