მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 11 » news on ifun
7:01 PM
news on ifun
News On Ifun
ეშტონ კატჩერი და მილა კუნისი რიოში ისვენებენ

პენელოპა კრუსი ამღერდა
ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე ქვეყნის ეროვნულ ჰიმნს ბიონსე შეასრულებს
ირინა შეკის ფოტოსესია
 





ეშტონ კატჩერი და მილა კუნისი რიოში ისვენებენ

ეშტონ კატჩერმა და მილა კუნისმა ზამთრის არდადეგებისთვის თბილი ქვეყანა რიო-დე-ჟანეირო აირჩიეს.

წყვილი რიოს ერთ-ერთ რესტორანში რომანტიკული ვახშმისას შენიშნეს. მსახიობები ბედნიერები და მხიარულები ჩანდნენ: ეშტონ კატჩერი დემი მურთან განქორწინების შემდეგ, თამამად გამოდის საზოგადოებაში მისი ახალი საყვარლის, მილა კუნისის თანხლებით.

ადრე რიოში

ამ რესტორანს ეშტონ კატჩერი მეუღლესთან, დემი მურთან ერთად სტუმრობდა. როგორც ჩანს, ეშტონმა საყვარელი სამზარეულოს შეცვლას, საყვარელი ქალის შეცვლა არჩია.








პენელოპა კრუსი ამღერდა


პენელოპა კრუსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მის ნიჭს საზღვარი არ აქვს. 38 წლის მსახიობმა რამდენიმე ფილმში თავისი ვოკალური შესაძლებლობები გამოავლინა (მიუზიკლი Nine და პედრო ალმოდოვარის დრამა Volver), თუმცა ამჯერად სიმღერას უფრო სერიოზულად მოეკიდა - კრუსმა ლათინური "გრემის" მფლობელ ესპანელ მომღერალთან, მიგელ ბოსესთან დუეტი ჩაწერა და კლიპიც გადაიღო. Decirnos Adiós (დამშვიდობება) - ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ოსკაროსან მსახიობს ძმამ, მომღერალმა და კომპოზიტორმა ედუარდო კრუსმა დაუწერა.





პენელოპა კრუსმა ძალები მუსიკალურ შოუბიზნესში მოსიჯნა და მისი ეს ნაბიჯი საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა. პენელოპამ დუეტი ლათინოამერიკული პრემია "გერმის" ნომინანტ მიგელ ბოსესთან ჩაწერა. სიმღერას Decirnos Adios ჰქვია.



პენელოპას ვოკალური მონაცემებით ბოსე ძალიან მოიხიბლა და ვარსკვლავის მუსიკალური დებიუტი დადებითად შეაფასა.



"პენელოპა არაჩვეულებრივად

მღერის და რაც მთავარია, მის ხმაში პიროვნება იგრძნობა", - განაცხადა მომღერალმა.



კრუსმა მონაწილეობა მიიღო Decirnos Adios-ის კლიპის გადაღებებშიც. შავ-თეთრი ვიდეორგოლი მადრიდის ერთ-ერთ სასტუმროშია გადაღებული. ვარსკვლავი სევდიან მარტოხელა ლამაზმანს თამაშობს.




ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე ქვეყნის ეროვნულ ჰიმნს ბიონსე შეასრულებს



ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე ქვეყნის ეროვნულ ჰიმნს ბიონსე შეასრულებს. პრეზიდენტის ინაუგურაციის კომიტეტის განცხადებით, 21 იანვარს გასამართ ცერემონიაზე, კაპიტოლიუმის შენობის წინ ასევე იმღერებენ კელი კლარკსონი და ჯეიმს ტეილორი.



ახალგაზრდა პოეტს, რიჩარდ ბლანკოს კი ინაუგურაციის პოეტად არჩევის პატივი ერგო. პოეტი კუბელი ემიგრანტების შვილია და პრეზიდენტის ფიცის დადების საღამოზე ის ლექსს წაიკითხავს.








მიუხედავად ცივი ზამთრისა,  საცურაო კოსტუმების რეკლამა კვლავ აქტუალურია.



ამჯერად 27 წლის ტოპ-მოდელმა და კრიშტიანო რონალდოს საყვარელმა Aqua Bendita-ს საცურაო კოსტუმების სარეკლამო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სან-ტროპეში გაიმართა.























ბიონსეს ახალი სურათები GQს ფოტოსესიიდან:














კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 669 | დაამატა: sal922 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2013-01-12 Spam
კარგი სიახლეაა <33