მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 1 » news on ifun :*
1:18 PM
news on ifun :*
ჯონი დეპმა კუნძულს ამბერ ჰარდის სახელი დაარქვა
       ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის სექსის ამსახველი ვიდეოს გამოსყიდვას ცდილობს
კიმ კარდაშიანი ფეხმძიმედაა



ჯონი დეპმა კუნძულს ამბერ ჰარდის სახელი დაარქვა

ჯონი დეპმა კარგად იცის, როგორ უნდა გაანებივროს ქალი. მსახიობმა საახალწლო საჩუქრად ამბერ ჰარდს რომანტიკული სურპრიზი მოუწყო და საკუთარ მფლობელობაში არსებულ კუნძულს ამბერი დაარქვა.



გადაწყვეტილება სპონტანური იყო. ჯონი თავის კუნძულს თვითმფრინავიდან აკვირდებოდა და უეცრად მიხვდა, რომ კუნძულის ზედხედი ძალიან ჰგავს ამბერის თეძოებს.

ბაჰამის კუნძულთა არქიპელაგში ოფიციალურად დარეგისტრირდა "ამბერის ყურე". დასავლურ პრესაში წერენ, რომ ეს რომანტიკული საჩუქარი ჰარდმა აუცილებლად უნდა დააფასოს. ჯონი დეპისა და ვანესა პარადის 14 წლიანი ქორწინების დანგრევა სწორედ მას დაბრალდა, მოგვიანებით ამბერმა დეპი მიატოვა. მას შემდეგ მსახიობი საყვარელი ქალის დაბრუნებას ყველა ხერხით ცდილობს, მაგრამ ჰარდს გული ვერ მოულბო.







ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის სექსის ამსახველი ვიდეოს გამოსყიდვას ცდილობს


ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის მაკოპრომეტირებელი ვიდეოს გამოსყიდვას ცდილობს, რომელზეც ჯოლის სექსია ასახული. მსახიობი მზადაა სკანდალური ვიდეოს ავტორებს მისი განადგურების სანაცვლოდ 10 მლნ დოლარი გადაუხადოს.



ბრედმა, რომელიც ანჯელინა ჯოლის უმწიკლო რეპუტაციის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს, როდესაც ვიდეოს არსებობს შესახებ შეიტყო, კერძო დეტექტივები დაიქირავა, რათა მათ დაედგინათ როგორ გაჩნდა ჩანაწერი.
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ კინოვარსკვლავს მაკომპრომეტირებელი ვიდეო 1999 წელს ერთ-ერთი წვეულების დროს გადაუღეს.




"დეტექტივების თქმით, ვიდეოსთან ერთად იმ ღამეს პროვოკაციული ფოტოებიც გადაიღეს. ბრედი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მასალებმა

დღის სინათლე ვერ იხილოს. მისთვის მთავარია

ბავშვები პრესაში უარყოფითი ინფორმაციის გავრცელებისგან დაიცვას", - აცხადებს ბრედ პიტის ახლო მეგობარი.



თავად ანჯელინა ჯოლი ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. თუმცა ის არასდროს უარყოფდა, რომ ბრედ პიტის გაცნობამდე საკმაოდ "აქტიური" ცხოვრებით ცხოვრობდა და აკრძალულ პრეპარატებსაც კი იყენებდა.

ბრედ პიტი ანჯელინაზე დაქორწინების იმედს არ
კარგავს. წყვილი ამჟამად საშობაო მოგზაურობაშია, მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათი შვილებისთვის ეს საუკეთესო სადღესასწაულო საჩუქარია. ჯოლი და პიტი საახალწლო არდადაგებს ლონდონში, ლოს-ანჯელესში, საფრანგეთსა და კამბოჯაში გაატარებენ




კიმ კარდაშიანი ფეხმძიმედაა

ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი ფეხმძიმედაა. კიმი მომღერალ კენი ვესტისგან პირველ შვილს ელოდება.
კარდაშიანის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირაა ვრცელდება, დღეს კი წყვილის წარმომადგენელმა Daily Mail-თან ოფიციალურად დაადასტურა კარდაშიანის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია.



კენი და კიმი 8 თვეა ერთმანეთს ხვდებიან. აპრილში კი პრესაში




წყვილის ნიშნობის
შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

შეგახსენებთ, კარდაშიანი ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული კალათბურთელ კრის ჰემპრისზე. უიღბლო ქორწინება 72 დღეში დასრულდა.





ეშტონ კატჩერი ახალგაზრდა მსახიობს ”გადაეკიდა”

მსახიობი ეშტონ კატჩერი ითხოვს, რომ ახალგაზრდა მსახიობი ანგუს ტ.ჯონსი პოპულარული ამერიკული სერიალიდან, "ორნახევარი კაციდან" გაათავისუფლონ.



გავრცელებული ხმებით, მსახიობი განრისხდა, როდესაც გაიგო, რომ მისმა 19 წლის კოლეგამ, რომელიც სერიალის თითო ეპიზოდში ჰონორარის სახით 390 000 დოლარს იღებს, შოუს "უგემოვნო" უწოდა და თაყვანისმცემლებს მისი ყურების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით ახალგაზრდა ვარსკვლავმა ბოდიში მოიხადა და შოუს პროდუსერებს სთხოვა, რომ სამსახურიდან არ დაეთხოვათ, თუმცა ეშტონ კატჩერი სხვა აზრზეა. მსახიობი მოითხოვს, რომ მისმა კოლეგამ პროექტი დაუყოვნებლივ დატოვოს.

"როგორც კი კატჩერმა ანგუსის მიმართვა მოისმინა, მაშინვე უფროსებთან ”ჩაუშვა”:

ანგუსი გაფუჭებული ბიჭია და არ მინდა, ამ შოუში მისი დანახვაო", - წერს წყარო.

პროდუსერები თავადაც არ არიან კმაყოფილნი ტ.ჯონსის საქციელით, თუმცა "ორნახევარი კაცის" რეიტინგი ისევ მაღალია და ახლა მსახიობის გაშვება პროექტიდან მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

გარდა ამისა, სერიალის ხელმძღვანელობას იდეალური გამოსავალიც აქვს.  ტ.ჯონსის პერსონაჟი სიუჟეტის მიხედვით, ჯარში მიდის. სცენარისტებს სიუჟეტის ამ ხაზის განვითარება და ანგუსის ნახევარ განაკვეთზე გადაყვანა, ან სერიალიდან მისი გაქრობა თავისუფლად შეუძლიათ.



GabbY
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 627 | დაამატა: sal922 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2013-01-01 Spam
ფუ ჩემი ჯონი დეპი როგორ მიატოვა იმ დებილმა :დ:დ კარგი ნიუსია