მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 12 » News For Ifunlover •
11:31 PM
News For Ifunlover •
 News FoIfunlover 
•ჯეიზი ბიონსესთვის კუნძულის ყიდვას აპირებს•
•მირანდა კერი ვიქტორიას ანგელოზებიდან დაითხოვეს•
•რობერტმა კრისტენს 30000ფუნტად შეფასებული კალამი აჩუქა•
•VOGUE–მ გამხდარი ქალები დაითხოვა სამსახურიდან•
  

ჯეიზი ყოველთვის ანებივრებდა საყვარელ მეუღლეს ძვირფასი და ორიგინალური საჩუქრებით. ამჯერად რეპერმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ვარსკვლავი ბიონსესთვის ბაჰამის ერთ-ერთ კუნძულს ყიდულობს. 
ჯეიზის კუნძული ჩრდილოეთ აბაკოს ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ მისი მეუღლე და ქალიშვილი ბლუ აივი არდადეგებს გაატარებენ. 
"ჯეიზი უკვე დიდი ხანია ეძებს კუნძულს, სადაც მისი ოჯახი დასვენებას შეძლებს. ეს საჩუქარი ქორწინების მეხუთე წლისთვისაა განკუთვნილი. გარდა ამისა, კერძო კუნძულზე დაცვა და ცოტა მოსამსახურე ეყოლებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლად შეძლებენ სანაპიროზე გასეირნებას ისე, რომ პაპარაცებმა არ გადაიღონ. ამ კუნძულზე ნორმალური ადამიანებივით იცხოვრებენ", - განუცხადა The Sun-ს წყარომ. 



სუპერმოდელი მირანდა კერი Victoria's Secret-ის ანგელოზთა სიაში აღარაა. მოდელი კომპანიიდან დაითხოვეს.
მირანდამ უკვე გამოიმუშავა 1 მილიონი დოლარი, მაგრამ 3 წლიანი კონტრაქტი აღარ განუახლეს. მირანდა 2013 წლის გრანდიოზულ ტრადიციულ შოუში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ბრენდის სახე აღარ იქნება. როგორც დასავლურ პრესაში წერენ, მიზეზი მირანდას ცუდი რეპუტაციაა. კერი Victoria's Secret-ის მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს და კომპანიისთვის დიდი ფული აღარ მოაქვს.
Victoria's Secret-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელებმა არ უარყვეს, რომ კონტრაქტი არ განახლებულა, თუმცა დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავეს.



რობერტ პატინსონი და კრისტენ სტუარტი საბოლოოდ შერიგდნენ. წყვილი უკვე აღარ მალავს რომანს. ამას ისიც მოწობს, რომ კრისტენმა დაბადების დღე რობერტთან ერთად აღნიშნა. დღესასწაულზე მხოლოდ ახლო მეგობრები იყვნენ მიწვეულნი. 
თავის მხრივ, რობერტმა კრისტენს სიყვარული ძვირადღირებული საჩუქრით დაუმტკიცა. მან საყვარელ ქალს 30 000 ფუნტ სტერლინგად ღირებული კალამი უსახსოვრა. 
კალამი კომპანია Bentley-ს ეკუთვნის და ის შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა. ის კრისტენის კოლექციას ნამდვილად დაამშვენებს. ძვირფას საჩუქარს კრისტენის სახელობის გრავირებაც აქვს. 
"კრისტენი უკვე დიდი ხანია კალმებს აგროვებს. რობერტმა გადაწყვიტა, მისთვის ძვირფასი საჩუქარი გაეკეთებინა. კალამზე კრისტენის 
სახელი, მისი დაბადების დღის თარიღი და საჩუქრის ავტორის, ანუ საკუთარი სახელის პირველი ასოა ამოტვიფრული. სულ ასეთი 40 კალამი არსებობს", - განაცხადა წყარომ. 
კრისტენ სტუარტი 9 აპრილს დაიბადა. წელს მას 23 წელი შეუსრულდა. მსახიობმა დაბადების დღე ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ მექსიკურ რესტორანში გადაიხადა. თვითმხილველების განცხადებით, რობერტი და კრისტენი რამდენჯერმე განმარტოვდნენ, დანარჩენ დროს კი სვამდნენ და ერთობოდნ



მოდაში სავსე ფორმიანი ქალები დაბრუნდნენ და მოდის ჟურნალის რედაქტორებმაც ზედმეტად გამხდარი მოდელები დაითხოვეს. 
"ვოგის" ბრიტანული გამოცემის რედაქციამ მოდელებისთვის ახალი კონტრაქტი გააფორმა. ის მოდელები, რომლებიც "ვოგისთან" თანამშრომლობენ, ვალდებულნი არიან, 10 პუნქტი დაიცვან, მათ შორის მკაცრად გაწერილია ჭამა. მოდელები ვალდებულნი არიან, ფოტოსესიებისა 
და ვიდეორგოლების გადაღების დროს შეისვენონ და ისადილონ. განისაზღვრა სამუშაო გრაფიკიც - მოდელიც, ფოტომოდელიცა და სუპერმოდელიც ნაცვლად 20 საათისა, დღეში მხოლოდ 10 საათი იმუშავებს. მათ ნება დართეს, ფოტოსესიის დროს პაუზა მოითხოვონ და ტუალეტშიც შევიდნენ.
მოდელებს რედაქცია სხვადასხვა პრივილეგიითაც გაანებივრებს - ეს ეხება გარანტიას შიშველ, ან ნახევრად შიშველ ფოტოებზე, შეთანხმებას შვებულებაზე, საკვებზე, ტრანსპორტზე, ფოტოსესიის დროს ჰაერის ტემპერატურასა და ხელფასზე.
"ვოგის" ამერიკულმა გამოცემამ 16 წლამდე ყველა თინეიჯერი მოდელი დაითხოვა, ასევე კონტრაქტი შეუწყდა ყველა იმ გოგონას, რომელსაც კვებასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა.



წყარო ამბები.ჯი. იმედია ახლაც არ დაიწყებთ დაკოპირებულიაო ^.^
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 723 | დაამატა: IpsyChoGirly | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 121 2 »
2013-05-15 Spam
დავიჯერო ისეთები ხართ ვერ მიხვდით დაკოპირებაში რა ვიგულისხმე? smile