♣NEWS FOR IFUN♣ *Robsten-ს ბოლო მოერო?! *Justin Bieber-ს შხაპი ვერ მიუღია..?! *Lana Del Rey ამჟამად ტურნეში იმყოფება..?! Madonna ყველაზე უინტელექტოა ყველაზე ინტელექტულთა შორის..?!
*Robert Pattinson-მა Kristen Stewart-ის მიტოვება ვერ მოასწრო რომ უკვე ახალი ურთიერთობა წამოიწყო. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ”Twilight”-ის ვარსკვლავი და Katty Perry-ი Bjork-ის კონცერტზე ერთად გამოიჭირეს. წყვილმა საკონცერტო დარბაზი ცალ-ცალკე დატოვა, თუმცა როგორც წყარო იუწყება Pattinson-ი და Katy კართან შეხვდნენ ერთმანეთს და ცდილობდნენ არავის შეემჩნია... განსაკუთრებით კი პაპარაცებს. როგორც ჩანს Kristen-ს საბოლოოდ გადაეწურა Robert-თან შერიგების იმედი. ჩვენ კი სულ მალე შესაძლოა ახალი წყვილი ვიხილოთ Robert Pattinson-ისა და Katy Perry-ის სახით.
*Justin Bieber-ს შხაპი ვერ მიუღია ისე, რომ პაპარაცების ობიექტივში არ აღმოჩნდეს - შესაბამისად, არავის გაკვირვებია, როცა მისი ახალი მეგობარი გოგონას სურათი მომენტალურად ინტერნეტში გამოჭენდა - ბიბსის დაცვის დიდი მცდელობის მიუხედავად ერთ-ერთმა არამკითხემ Justin-ს სურათი გადაუღო და ყვითელ გამოცემებს მიჰყიდა. 9 ივნისს თინეიჯერების კერპმა გადაწყვიტა დისნეილენდში მხიარული გასეირნება მოეწყო, მისი მოთხოვნით, ამერიკული მთები მხოლოდ მისმა მეგობრებმა და დაცვის წევრებმა დაიკავეს, თუმცა, Justin-ის გვერდით პატარა ვაგონში მოკალათებული უცნობი მულატი გოგონას დაფიქსირება მაინც მოხერხდა. ჯერჯერობით უცნობია ვინაა ახალგაზრდა ქალბატონი - Bieber-ის ფანი, რომელაც კუმირთან ერთად ბედნიერი შემთხვევის წყალობით აღმოჩნდა, თუ მისი ახალი მეგობარი გოგონა(ზოგი ამბობს რომ ის უბრალოდ ჯასთინის მოცეკვავეა). პრინციპში, Justin-ი ამჯამად თავისუფალია - მისი და Selena Gomez-ის ურთიერთობა კარგა ხანია დასრულდა.
*Lana Del Rey ამჟამად ტურნეში იმყოფება - ის ევროპის სხადასხვა ქვეყნებს სტუმრობს - ახალაგაზრდა შემსრულებელს ერთობ გადატვირთული გრაფიკი აქვს. ასე რომ, არავის გაკვირვებია,როცა შემსრულებელი უცებ ცუდად გახდა.დიდი ხნის კვლევისაა და ექიმებთან სირბილის შემდეგ გამოირკვა, რომ Lana-ს ყელის ინფექცია აქვს და მკურნალობის ვრცელი კურსი სჭირდება - შედეგად რუსეთში დაგეგმილი ორი კონცერტი გაურკვეველი ვადით გადაიდო. როგორც Del Rey-ს ოფიციალური წარმომადგენლები ამტკიცებენ, 19 ივნისს სანქტ-პეტერბურგის მცხოვრებლები კუმირის მოსმენას შეძლებენ, თუმცა, ჯერჯერობით არ ზუსტდება როდის ეწვევა მოსკოვს ზეპოპულარული გოგონა.
*Madonna ყველაზე უინტელექტოა ყველაზე ინტელექტულთა შორის - მართალია შოუბიზნესის წარმომადგენელები თავს ძირითადად სექსუალური ფორმებით, ექსტრავაგნტული სამოსითა და დებოშებით გვაწონებენ, თუმცა, მიღებული პრაქტიკაა - პოპულარულ ადამიანებს IQ-ს უთვლიან. სულ ცოტა ხნის წინ ინტელექტუალი მსახიობების სია შედგა - ბოლო ადგილზე Madonna გავიდა - მისი IQ-ს ქულა 140-ია, მაშინ როცა ქვედა ზღვარი 139-ს შეადგენს - ქალბატონმა Louise Ciccone-მ უინტელექტოს სტატუსს ერთი ქულით გაასწრო. 140 ქულა ერგო თეძოებმოთამაშე Shakira-საც. რაც შეეხება ყველა დროის ერთერთ ყველაზე დიდ ინტელექტუალად დასახელებულ ადმაიანს - ეს სტატუსი უკვე კარგა ხანია Sharon Stone-ს ეკუთვნის - უკვე ხანშიშესული მსახიობი ბავშვობიდან მოყოლებული კითხვაზე გიჟდები, თავისულაფ დროს სწორედ ინტელექტის ამაღლებას უთმობს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი რომ ის ინტელექტისა და განათლების დონით ბევრს უსწრებს.
|