მთელი წლის განმავლობაში ყველა გამოცემა ცდილობს, რომ სწორედ თავიანთი ჟურნალის გარეკანი იყოს განსაკუთრებული, მასზე ყველაზე პოპულარული ადამიანი მოხვდეს და წლის ბოლოს როდესაც ყველაფერი შეჯამდება საუკეთესოთა შორის მოიპოვოს ღირსეული ადგილი.
სანამ წლიურ ანგარიშს ჩაგაბარებდეთ, მოდით მარტის თვის რჩეულ ჟურნალების ქავერებს გადავხედოთ და ვნახოთ ის 10 ვარსკვლავი, რომელიც მათ დაამშვენებს.
სიაში პირველი ბარბადოსელი ვარსკვლავი Rihanna გახლავთ, Rolling Stone-ზე დაბედილი ფოტოთი. მომღერალი თავის სექსუალურ მხარეს გვიჩვენებს და საკმაოდ თამამ ფოტოსესიას თანხმდება. ფოტოგრაფი კი Terry Richardson-ი გახლავთ.
მომდევნო თვის Marie Claire-ს ყდის სტუმარი Keira Knightley გახლავთ. ფოტოსესია ფოტოგრაფ Nathaniel Goldberg-ს ეკუთვნის.
გერმანელი მსახიობი და მოდელი Diane Kruger-ი კი Glamour-ის ბრიტანული გამოცემის გარეკანს დაამშვენებს. ნომერში საშუალები გექნებათ ფილმ ”The Host”-ის შესახებ წაიკითხოთ, რომელიც კინოეკრანებზე მომდევნო თვეში გამოვა. მსახიობს ”Chloé”-ს სამოსი და ფრანგული საიუველირო კომპანიის ” Van Cleef & Arpels”-ის სამკაულები ამშვენებს.
ალბათ ყველას გახსოვთ როგორ გახდა Miley Cyrus-ი დიდი გოგო. სწორედ ის გახლავთ მომდვნო თვის Cosmopolitan-ის სტუმარი, საკმაოდ თამამი ფოტოებით. ასევე ამავე ნომერში საშუალება გექნებათ თავად მომღერლისგან გაიგოთ მისი პირადი ცხოვრებისა და კარიერული დეტალების შესახებ.
ჟურნალ ASOS-ის გარეკანს კი მარტის თვეში, ამერიკელი, კომედიური ჟანრის მსახიობი Aubrey Plaza დაამშვენებს. ”Parks and Recreation”-ის ვარსკვლავი ფოტოებში რეტრო სტილში გევლინება.
Dakota Fanning-ი კი Glamour-ის ყდაზე მიკი მაუსიანი მაისურით გამოჩნდა. მიმზიდველი ვამპირისგან განსხვავებული იმიჯი და გარდატეხა სტილში. გირჩევთ აუცილებლად გადაავლოთ თვალი მარტის თვის Glamour-ს.
Carly Rae Jepsen-ი აქტუალობას არ კარგავს და ჟურნალ Seventeen-ის გარეკანზე გვევლინება. კაშკაშა მაისურში გამოწყობილი ვარსკვლავი გაგიმხელთ თუ მისი რომელი ოცნება ახდა.
Teen VOGUE-მ ქულების დაწერა Chloe Moretz-ის დახმარებით სცადა. ჯინსის ზედასა და ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი მსახიობი Paola Kudacki-ს ობიექტივში მოხვდა.
მართალია აქტიურ სამსახიობო კარიერას შეეშვა Drew Barrymore, თუმცა მისი ნახვა ჟურნალებში კვლავ შეგიძლიათ. Harper’s Bazaar-ის გარეკანზე, მარტის თვეში სწორედ მას იხილავთ. 37 წლის ვარსკვლავმა გამოცემასთან ინტერვიუში ორსულობის, პატარა Olivia-ს და საკუთარი კოსმეტიკური ხაზის შესახებ ისაუბრა.
ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა 10 ვარსკვლავს შორის Megan Fox-ი რომ არ მოხვედრილიყო. სექსუალური მსახიობი Marie Claire-ს ბრიტანული გამოცემისთვის ფოტოგრაფ Matt Jones-ის ობიექტივში