მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 10 » NeWS ♥
8:18 PM
NeWS ♥
NewS 
 
Britney Spears ნოველის დაწერას აპირებს 
ბაძავს თუ არა Katy Perry Madonna-ს?! 
Kesha მზად არის რომ მოკვდეს ახალგაზრდა 
ია ფარულავას ბილწსიტყვაობისთვის პასუხს აგებინებენ 
როგორ აღნიშნავენ სელებრითები Barack Obama-ს გამარჯვებას?

•Britney Spears ნოველის დაწერას აპირებს•

შეიძლება ადამიანს თავში ათასი უცნაური აზრი მოუვიდეს, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ იფიქრებს, რომ წიგნების მაღაზიაში შესული, ერთ მშვენიერ დღეს Britney Spears-ის დაწერილ რომანს წააწყდება დახლზე. მიუხედავად ამისა, მომღერლის გადაწყვეტილება დიდად გასაკვირი შეიძლება არც იყოს, რადგან ცნობილ ადამიანებს ხშირად სჩვევიათ საკუთარი განვლილი გზის შემოსავლის წყაროდ ქცევა. გამონაკლისი არც Britney გამოდგა და გადაწყვიტა, რომ მისი ცხოვრება იმდენად საინტერესოა, წიგნის დაწერაც კი შეიძლება.
 
სანდო წყაროებზე დაყრდნობით, Britney მოლაპარაკებებს აწარმოებს საჭირო ორგანიზაციებთან, ასევე HarperCollins-თან. წიგნის შექმნაში მას დედაც დაეხმარება. ხოლო რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, მომღერალს წარუმატებლობის შემთხვევაში, ასე ვთქვათ, დასაკარგი არაფერი ექნება და ყველაზე ცუდ შემთხვევაში ისევ იმ 15 მილიონი დოლარის ხარჯზე დარჩება, რომელსაც ახლაც იღებს X Factor-დან.


ასე რომ, მალე პოპის დედოფალი მალე თავად მოგვითხრობს საკუთარ პირად ცხოვრებაზე და გამოცდილებაზე. ვერ გეტვით ეს რამდენს დააინტერესებს მითუმეტეს მაშინ, როცა მასა მთლიანად ახალ ვარსკვლავებზეა გადართული, თუმცა Britney-ს ფანებს ნამდვილად გაუჩნდათ მიზეზი სასიხარულოდ.
შეგახსენებთ, რომ Spears-ის დედა Lynne Spears-იც იყო გატაცებული წიგნების წერით, 2000 წლიდან მოყოლებული სამი წიგნი გამოსცა, მათ შორის ერთ-ერთი ”Heart to Heart” საკუთარი შვილის ბიოგრაფიას წარმოადგენს. ასევე ”A Mother's Gift”, რომლის მუზაც ისევ და ისევ მომღერალი გახდა. 



•ბაძავს თუ არა Katy Perry Madonna-ს?!•
როგორც იცით, ამერიკაში საარჩევნო ციებ-ცხელება დაიწყო და ყველა კანდიდატი თავისებურად ცდილობს ხალხის ნდობის მოპოვებას. კონკრეტულად Barack Obama-მ გადაწყვიტა, ცნობილი სახე დაეხმარებინა და ასეც მოიქცა. შედეგად ამ უკანასკნელის მხარდასაჭერ კონცერტზე Katy Perry წარსდგა 20 000 მაყურებლის წინაშე და ხალხს ამერიკის მოქმედი პრეზიდენტისათვის ხმის მიცემისაკენ ამ გზით მოუწოდა.
 
მომღერალი შტორმით დაზარალებულთა თემასაც შეეხო და დამსწრე პუბლიკას მიმართა: ”მოდით, დაზარელებულებს სიყვარული გავუგზავნოთ. ჩვენ ვზრუნავთ ამერიკაზე, ჩვენს ხალხზე და ერთი დიდი ოჯახი ვართ.”
საეჭვოა, Katy Perry-ის ხათრით ვინმემ Obama-ს ხმა მისცეს. ხოლო თუ მაინც გამოჩნდა ასეთი ადამიანი ის, ალბათ, აუცილებლად არასრულწლოვანი იქნება. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ მომღერლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა ნაცადი ხერხია, იქნებ მაინც სხვა მოქმედებებით ჯობდეს ამომრჩეველთა ნდობის მოპოვება.

შეგახსენებთ, რომ Barack Obama-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი პოპის დედოფალი Madonna გახლავთ, რომელიც საკუთარ კონცერტებზე ხან პოლიტიკური განცხადებებით გამოდის, ხანაც სხეულზე ამერიკის პრეზიდენტის სახელი, ან მხარდასაჭერი წარწერები აქვს ამოსვირინგებული. 
 

•Kesha მზად არის, რომ მოკვდეს ახალგაზრდა•
Kesha-მ, როგორც იქნა, ახალი მუსიკალური კლიპი შემოგვთავაზა... მასზე მუშაობა ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს დაიწყო, თუმცა მისი პრემიერა ნოემბრამდე არ შედგა. 
 
აღნიშნული ვიდეოს სახელწოდება "Die Young" გახლავთ, რომლეიც პირველი სინგლი ხალხავთ მუსიკოსის 2012 წლის ალბომიდან ”Warrior”. ფირფიტის რელიზის თავდაპირველ თარიღად შემოდგომა სახელდებოდა, შემდეგ დეკემბერი. საბოლოოდ გაირკვა რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ რიგით მეორე სტუდიურ ალბომს Kesha 30 ნოემბერს გამოუშვებს.


კლიპის ოფიციალური პრემიერა 7 ნოემბერს შედგა, დღეიდან კი უკვე ჩვენს არხზეც შეგეძლებათ მისი ნახვა და შეფასება მზად არის თუ არა მომღერალი რომ მოკვდეს ახალგაზრდა... 


*ია ფარულავას ბილწსიტყვაობისთვის პასუხს აგებინებენ 

„ჩემი ენა ჩემი მტერიაო" – ია ფარულავაზეა ნათქვამი. უკვე მერამდენედ მსახიობი არანორმატიული ლექსიკის გამოყენების გამო სკანდალებში ეხვევა. ჯერ იყო და „დღის შოუს" ჩაწერის დროს ბანკს აგინა, მერე რადიოს ეთერში წამყვანს გიორგი ნაზღაიძეს, ახლა კი „ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეს თაკო გაჩეჩილაძეს მიწვდა.

ტელეგადაცემის ჩაწერის დროს კულისებში ორ მსახიობს შორის სიტყვიერი ჩხუბი ატყდა, რაც კამერაზეც არის დაფიქსირებული. ურთიერთ შეურაცჰყოფა არცერთ მხარეს არ მოუკლია.
ომი, რომელიც პროექტის საგრიმიოროში დაიწყო ფეისბუქის გვერდებზე გაგრძელდა. Music Box–ი დაუკავშირდა საკნადალის ორივე მონაწილეს.

•როგორ აღნიშნავენ სელებრითები Barack Obama-ს გამარჯვებას?•

ცოტა ხნის წინ ამერიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პასუხები გამოქვეყნდა და, როგორც იცით, Barack Obama უკვე მეორედ გახდა გამარჯვებული. საარჩევნო კამპანიას ცნობილი სახეების მონაწილეობის გარეშე არ ჩაუვლია და არაერთი სელებრითი თამამად აფიქსირებდა თავის პოლიტიკურ შეხედულებას.
 
Katy Perry, Kerry Washington, Eva Longoria, Madonna...ეს ობამას მხარდამჭერთა მცირე ჩამონათვალია. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Katy Perry-მ და Jay-Z-მ, მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდასაჭერი კონცერტები გამართეს. ახლა კი, როდესაც შედეგები უკვე ცნობილია, ამერიკული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა სოციალური ქსელი მილოცვის ტექსტებით გაავსეს.

Katy Perry:
”ხალხს გააჩნია ძალა და ამაყი ვარ, რომ 4 წელიწადზე მეტია, თქვენს გვერდით ვდგავარ!”

Eva Longoria: ”ჩვენ ეს შევძელით! ობამა ისევ აირჩიეს!!!!! დიახ!!! ჩვენ შეგვიძლია!!!”

Mariah Carey-მ ამ ფაქტის აღსანიშნავად, არც არც მეტი, არც ნაკლები სიმღერა გამოუშვა, სახელწოდებით ”Bring It On Home”.
როგორც ხედავთ, ცნობილი სახეები საკმაოდ აქტიურობენ პოლიტიკური თვალსაზრისით. საინტერესოა, ეს უბრალოდ პატრიოტიზმია, საკუთარი აზრის გამოხატვის სურვილი თუ თავის დაზღვევა. ცხადია, როდესაც პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიაში ასე ეხმარები, ის შენდამი გულგრილი არ დარჩება. გასაკვირი არ იქნება, სელებრითებს გარკვეული ანგარება რომ ამოძრავებდეთ, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და დასკვნების გამოტანა თქვენთვის მოგვინდია. 

  
დაამოწმა და გაალამაზა: SmilerMegi  
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 648 | დაამატა: -PrettyLittleLiar | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 111 2 »
2012-11-11 Spam
Ia farulava :& ristvis landzgavs es qali an ras emtereba am takos vergavige raa..
Magaria obamam ro moigo gamixarda