მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 3 » NewS ♥
2:26 PM
NewS ♥
* რით დაასაჩუქრა Rihanna-მ Adele-ის ახალდაბადებული ბიჭი?!
როგორც ვიცით, ცოტა ხნის წინ მომღერალი Adele-ი დედა გახდა. მისმა კოლეგებმაც არ დააყოვნეს და ახალდაბადებული საჩუქრებით აავსეს. მათ არ ჩამორჩა Rihanna-ც, რომელმაც ახალშობილს მაისურები აჩუქა წარწერით: ”My mum is a rockstar” და "Just done nine months inside.” თუმცა, ეს ყველაფერი როდია. მომღერლისგან საჩუქარი პირადად ახალბედა დედიკომაც მიიღო. ეს უკანასკნელი კი ყუთია, რომელსაც აწერია "You gotta stay sexy, yummy mummy. Enjoy yourself. Congrats!!!”.


ამბობენ, Rihanna მაშინაც ძალიან გახარებული იყო, როცა Adele-ს ორსულობის ამბავი გაიგო და ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ეს ამბავი მიულოცა მომღერალს.

რაც შეეხება თავად ახალშობილის დედას, თუ მის მიერ სამშობიაროსთვის გადარიცხული თანხის ოდენობით ვიმსჯელებთ, რომელიც
50 000 დოლარს შეადგენს, ის ნამდვილად ბედნიერად უნდა გრძნობდეს თავს.

- - - - - - - - - - - -- --

* რა გავლენა იქონია შტორმმა ამერიკული ტელეარხების მაუწყებლობა

როგორც იცით ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე საშინელი ქარიშხალი Sandy უახლოვდება. ბუნებრივია, რომ მისი დამანგრეველი შედეგები მხოლოდ ქუჩებზე არ აისახება.


The Daily Show-მ და Colbert Report-მა გადადეს თავიანთი ორშაბათის ეთერი, ასევე Jimmy Kimmel Live-მაც დროებით შეწყვიტა მაუწყებლობა. Kimmel-მა სოციალურ ქსელში თვისი განცხადება გაავრცელა, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის.

CW-მ გადაწყვიტა 90210 -სა და Gossip Girl-ის მხოლოდ ძველი სერიები გაუშვას ეთერში. გადაიდო Helloween-თან დაკავშირებული გადაცემაც. ანალოგიური ბედი ეწიათ შოუებს: 30 Rock, 666 Park Avenue, Blue Bloods, Elementary, Law & Order: SVU, Person of Interest, Smash და The Good Wife.

ქარიშხალთან დაკავშირებულ თემას ვარსკვლავებიც გამოეხმაურენ. Missy Elliott-მა და Jennifer Lopez-მა მოსახლეობას ლოცვისკენ მოუწოდეს, ხოლო Ricky Martin-მა შემოდგომის პეიზაჟს გადაუღო ფოტო და ისიც დაამატა, შეიძლება ამას უკანასკნელად ვხედავდეთო.

რამდენად გაამხნევა ხალხი ამ უკანასკნელის განცხადებამ ნამვილად ძნელი სათქმელია. ისიც ფაქტია, რომ ტელევიზიებმა თავის გადაცემები არა მხოლოდ თანაგრძნობის გამო შეზღუდეს და რამდენად ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს ისინი თავიანთ რეიტინგზე ზრუნავენ. თუმცა არამგონია ახლა მათი ამ საქციელის განსახილველად ვინმეს ეცალოს.

- - - - - - - - - - - -

*ვის მოუწოდებს ახალ სიმღერაში Whitney Houston-ი?!
Never Give Up”- ასე ეწოდება Whitney Houston-ის სიმღერას, რომელიც მან თებერვალში, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერა. ამ უკანასკნელის შინაარსი, სახელწოდებიდან გამომდინარე, ალბათ, ადვილი მისახვედრია. სიმღერა ამაღლებულ ნოტაზე დააყენებს მსმენელს და მოუწოდებს მას, არ შეუშინდეს ცხოვრებაში არსებულ სირთულეებს.


ამბობენ, ეს ერთგვარი შეტყობინებაა მომღერლის შვილის, Bobbi Kristina-სათვის, რომელმაც Twitter-ის საშუალებით ხალხს ამცნო, ვერც მე და ვერც ჩემს შეყვარებულს ვერაფერს გვავნებთო. როგორც ჩანს Bobbi დამჯერი გოგონაა და ითვალისწინებს დედის რჩევებს.

არ იფიქროთ, რომ ახალი სიმღერის ისტორია აქ არ მთავრდება. პროდიუსერი Jermaine Dupri, Bryan-Michael Cox და Johnta Austin ახლა მუშაობენ Whitney-ს ალბომზე სახელწოდებით ”I Will Always Love You: The Best of Whitney Houston”, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ისეთი ჰიტებით, როგორებიცაა "I Will Always Love You,” ”Saving All My Love For You,” ”I Wanna Dance with Somebody” და რემიქსი R. Kelly-სთან ერთად ”I Look to You”. როგორც ვხედავთ, ნამდვილ შემოქმედებთან სიკვდილი მართლაც უძლურია.

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 610 | დაამატა: -PrettyLittleLiar | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-11-03 Spam
Magarii Siaxlea ))