მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 30 » News....!
1:42 AM
News....!
მაილის უცნობი ფოტო Punk'd-ის გადაღებებიდან 


მაილი In & Out Burger-თან ტოლუკას ტბასთან 28 ივნისს



 

















































 28 ივნისს მაილი პაპარაცებმა დააფიქსირეს
 როცა მიდიოდა ჩამწერ სტუდიას თავის მეგობართან ერთად ♥




 

 

 

 







 

 

 

  

 ♥  ცხოველთა დამცველები ლედი გაგას წინააღმდეგ?! ♥ 

ლედი გაგა ისევ უმი ხორცისგან შეკერილი კაბით მოგვევლინა. პრიველად დედა მონსტრმა საქონლის ხორცისგან შეკერილი სამოსით 2010 წელს MTV–ის მუსიკალურ დაჯილდოვებაზე გამოვიდა. ამ ფაქტზე მსოფლიო დიდხანს საუბრობდა. ამჯერად მომღერალმა ავსტრიელი მაყურებლის გაოგნება გადაწყვიტა და მათ წინაშე ლეშისგან შეკერილი მოკლე კაბით წარსდგა.გაოგნების რა გითხრათ, მაგრამ ცხოველთა დამცველების გაბრაზება ნამდვილად მოახერხა. ისინი ვარსკვლავის წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლებით იმუქრებიან.
  პრესა ირწმუნება, რომ ხორცი ნამდვილი არ იყო, რადგან მომღერალი ცეკვის დროს რთულ ილეთებს ასრულებდა. ჟურნალისტები ამ ფაქტამდე წერდნენრომ მონსტრი საგრძნობლად შეიცვალა, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ რთული იქნება ეს ვინმეს დააჯერო.  Daily Mail–ი აცხადებს, რომ ამ ყველაფერთან ლედი გაგა თავის ბოიფრენდსაც დაუბრუნდა.


 ♥  ქეითი ფერი ჰოლივუდს იპყრობს ♥ 

ხუთშაბათს საღამოს ჰოლივუდის ერთ-ერთ კინოთეატრში გაიმართა ქეითი ფერის ფილმის ”Katy Perry: Part of Me”-ს პრემიერა. ფილმი 3D-ში არის გადაღებული. სურათის ჩვენებაზე კინოთეატრის წინ გაშლილი იყო ულამაზესი Dolce&Gabbana-ს წითელი ხალიჩა.

ქეითიმ ულამაზესი შოუ ჩაატარა. მომღერალი მართლაც განსხვავებულად მოგვევლინა: ფერი ძალიან დიდ პოპკორნის ყუთიდან ამოვიდა სცენაზე. მაყურებელი გაოგნებული იყო ვარსკვლავის  შოუთი.  პრემიერაზე იმყოფებოდნენ ფერის მეგობრებიც. თქვენთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი მომღერალი და მსახიობი სელენა გომეზი და  ვიქტორია ჯასტისი.

ფილმში არა მარტო კონცერტის კადრები შევიდა, ასევე თქვენ მომღერლის შესახებ ყველაზე პირადს გაიგებთ. ფილმში მოთხრობილი იქნება მომღერლის მეუღლესთან  რასელ ბრენდთან განქორწინების შესახებ. ”წარმატებას  ჩემი შრომით მივაღწიე. ეს ისე უბრალოდ არ მოსულა ამ ყველაფერს დიდიხნის მანძილზე ველოდებდი. მე მინდა გაჩვენოთ ის სირთულეები და პრობლემები რაც მე მაწუხებს.” აცხადებს ქეითი ფერი.


  ♥  რატომ გახდა Blake Lively - Gucci-ს სახე?  ♥ 

Blake Lively  Gucci–ს სახე გახდა. მსახიობი ამჯერად ახალ სუნამოს სახელად "Première"–ს გაუწევს რეკლამირებას. სწორედ წითელმა ხალიჩამ შთააგონათ ბრენდს ახალი არომატის შექმნა.  რეკლამის გადაღების პასუხისმგებლობა მთლიანად Mert Alas–სა და Marcus Piggott–ას დაეკისრათ.

"მათ არომატებში არის რაღაც განსაკუთრებული და ყოველთვის განსხვავებული. მე უბედნიერესი ვარ, რომ მსოფლიოს წამყვან ბრენდს გავუწევ რეკლამირებას" აცხადებს Lively. Gucci–ს კრეატიული დირექტორის  Frida Giannini–ს სიტყვებით " Blake  სამსახიობო ნიჭის გამო ავირჩიეთ.  რთული იქნება არ ვახსენოთ მისი გარეგნობა ის ხომ ულამაზესია. Lively ახალგაზრდა და გონებამახვილი გოგონაა. მან იცის როგორ უნდა გახდეს ცუდი ან პირიქით კეთილი ქალი". Gucci "Première"–ს გამოსვლა ივლისში იგეგმება ის პირველად ბრიტანეთში გამოვა. ხოლო მთელ მსოფლიოს  სექტემბერში მოიცავს.

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 759 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
2012-06-30 Spam
Mrs. Styles♥, anano maisuradze, Basti Axmeteli, ZuraSmiler ZuraSmiler, tata gucashvili, NiiNi ZooZii, Tanner Patrick ♥ Nuchito, yvelad didi didi madloba hearts gammixarda rom mogewonaat <3 love love love dzalian bevri viwvale biggrin :D biggrin : salute1 salute salute2