მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 16 » NewS
1:33 PM
NewS
ლივერპულის პოლიციამ ჯასტინ ბიბერი გააფრთხილა, რომ ის, შესაძლოა, არეულობის პროვოცირებისთვის დაეპატიმრებინათ. ლივერპულის სასტუმრო ”Hard Days Night Hotel”-თან მომღერლის ასეულობით თაყვანისმცემელი შეიკრიბა. მათი უმრავლესობა სკოლის მოსწავლე გოგონები იყვნენ. ისინი მომღერლის სახელს სკანდირებდნენ. სიტუაცია რომ დაეშოშმინებინათ, ადგილზე პოლიციის თანამშრომლები გაგზავნეს. ბიბერი ინგლისში საგასტროლო ტურნეს ფარგლებში იმყოფება. ის სასტუმრო "Hard Days Night Hotel”-ში გაჩერდა.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ჯასტინ ბიბერსაც გაესაუბრნენ. მათ მომღერალს მოსთხოვეს, აივანზე არ გასულიყო და ფანებს არ დაკონტაქტებოდა. პოლიციამ ბიბერი გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დააპატიმრებდნენ.
ბიბერი შეკრებილ ფანებს, ”ტვიტერის” საშუალებით დაეკონტაქტა. თავის მიკრობლოგზე მან დაწერა, რომ მოხარულია რომ ამდენი თაყვანისმცემელი ჰყავს. ამასთანავე, ჯასტინმა ფანებს მოუწოდა არ ეყვირათ, რადგან მას გამოძინება სურდა.
მიუხედავად ამისა, ბიბერის თაყვანისმცემლები სასტუმროს არ ცილდებიან. ამან მომღერლის პროგრამაში ცვლილებები შეიტანა.
ჯასტინ ბიბერმა ლივერპულში კონცერტი 11 მარტს გამართა. ტურნეს ინგლისურ ნაწილს მომღერალი 24 მარტს დაასრულებს.
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 604 | დაამატა: -Beauty™ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-03-22 Spam
kari siaxle smile