მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 25 » new scandal
11:33 PM
new scandal
New Scandal
კრისტენ სტუერტმა საყვარელ რობერტ პატისონს უღალატა?! 

ამ სკანდალურ ინფორმაციას ჟურნალის გარეკანზევე ავრცელებს ჟურნალი US Weekly, რომელიც ამბობს, რომ კრისტენმა რობერტს "ფიფქია და მონადირეს" რეჟისორ რუპერტ სანდერსთან უღალატა. ამასვე უმატებს სურათს, სადაც ჩანს რუპერტი როგორ ეხვევა კრისტენს. თუმცა ამბობენ, რომ ეს სურათი ფოტოშოპია და კრისტენი კი არა რუპერტის ცოლი ლიბერთი როსია 
ჟურნალი People კი იტყობინება, რომ კრისტენი განადგურებულია თავისი საქციელით და ამბობს, რომ ეს შეცდომა იყო. 
Gossip Cop-მა კი დაიწყო და აგრძელებს გამოძიებას და აი რას ეუბნება მას კრისტენთან დაახლოებული პირი: "მან შეცდომა დაუშვა, ის თავს საშინლად გრძნობს. მაგრამ ის რუპერტთან არ არის." 
ეამ ინფორმაციის გავრცელებამდე რობერტ პატინსონმა იტალიურ ‘Vanity Fair’-თან საუბრისას განაცხადა: 
‘არასოდეს გავიგებ და მივიღებ თუ რატო ღალატობენ ადამიანები ერთმანეთს. ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს, როდესაც დედა იყო 17 წლის, ხოლო მამა კი 25-ის. დღემდე ისინი ერთად და ბედნიერად ცხოვრობენ. გავიზარდე იმ აზრით, რომ მჯერა ადამიანებს შეუძლიათ მთელი ცხოვრება დაჰყონ ერთად და უყვარდეთ ერთმანეთი.’ 
შესამაბიმი ინტერვიუდან გამომდინარე რობერტს აშკარად გაუჭირდება საყვარელი ადამიანისთვის ღალატის 
პატიება. რაც შეეხება წყვილის ურთიერთობას, მათ ერთმანეთი ‘ბინდის’ გადასაღები მოედნიდან შეუყვარდათ. 
2010 წლის თებერვალს, კი მათი ურთიერთობა ოფიციალურად დადასტურდა. იმ პერიოდში რობერტმა განაცხადა: ‘ვცდილობდით გაგვესაიდუმლოებინა ეს ურთიერთობა, რადგან ზედმეტი პრობლემებისა და ყურადღებისგან თავი აგვერიდებინა, თუმცა უშედეგოდ.’ 
რამდენიმე დღის წინ წყვილი ერთად იმყოფებოდა Comic-con-ზე, ხოლო შემდგომ კი Teen Choice awardze-ზე. 
მათ პაპარაცებიც გამუდმებით ერთად აფიქსირებდნენ. ახალი ინფორმაცია შოკისმომგვრელი აღმოჩნდება 
რობერტისთვის, რომელიც ბოლო პერიოდში კრისტენთან შეუღლებაზე საუბრობდა. ‘ხშირად ჭორაობენ ჩვენს შესაძლო ქორწინებაზე, თუმცა ჩვენ ეს ჯერ არ გვაქვს ბოლომდე გადაწყვეტილი. ერთი რამ ვიცი, რომ არავის გაუკეთებია ჩემთვის იმდენი რამ, რაც კრისტენმა გამიკეთა.’
ხოლო კრისტენმა თავის ბოლო ინტერვიუში ჟურნალ Elle-თან განაცხადა, რომ მობეზრდა ასეთი მონოტონური 
ცხოვრება და სურს ცუდი რამ გადახდეს თავს. ‘იცით, ადამიანს შეუძლია ბევრი რამ ისწავლოს ცუდი შემთხვევისგან. მე მომბეზრდა ჩემი ერთფეროვანი ცხოვრება. ჩემს ცხოვრებაში რატომ წყდება 
ყველაფერი ასე მარტივად? მინდა რამე ‘გიჟური’ შემემთხვას. 'I want someone to f**k me over! Do 
you know what I mean?' ასეთი ხმამაღალი განაცხადი გააკეთა კრისტენმა სულ რაღაც ერთი თვის წინ.
როდესაც, კრისტენი ოფიციალურად დანიშნეს ფიფქიას რომელზე ბევრი საუბრობდა, რომ მსახიობისთვის ეს 
გადამწყვეტი და უდიდესი წარმატების მომტანი როლი იქნებოდა ‘ბინდის’ შემდეგ. რუპერტი კი თითქმის ყოველი პრემიერის დროს საუბრობდა თუ როგორ მოხიბლულია კრისტენის სამსახიობო ნიჭით. ‘ის მეამბოხეა, ველურია. სწორედ ეს თვისებები მჭირდებოდა თანამედროვე ფიფქიაში. არ მსურდა, რომ ის შეშინებული და კაცის ძალაზე დამოკიდებული ფიფქია ყოფილიყო. კრისტენს რაც შეეხება, ის ყველა წარმატებას და დიდებას არაჩვეულებრივად უძღვება.’ 
ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ თვითერი აჭრელდა ფანების რეაქციით. 
-- ‘კრისტენმა როგორ ჩაიდინა ეს? რობერტს ხომ ძალიან უყვარს იგი.’ 
-- ‘მას შემდეგ რაც ‘ფიფქია და მონადირეში’ მიიღო მონაწილეობა კრისტენი საგრძნობლად შეიცვალა. ის 
უფრო ჰოლივუდური გახდა, დიდ ყურადღებას უთმობდა გარეგნობას. რამდენი ჟურნალისთვის იპოზიორა მან 
ბოლო პერიოდში? ანგარიში ამერია.’ 
ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით მსახიობებს კომენტარი 
არ გაუკეთებიან, ხოლო რუპერტი კი მიუწვდომელია პრესისთვის. 
როგორც კი გავრცელდება ინფორმაცია მაშინვე დავდებ ახლა კი ტქვენი აზრი მაინტერესებს მომხდართან დაკავშირებით 

წყარო angel.ge და twifans.ucoz.com

დაამოწმა და გაალამაზა:-Smile
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები ART | ნანახია: 675 | დაამატა: Bella_Cullen | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2012-07-26 Spam
vaime shen waikitxe mag angelze raebs weren kristeni ruperttan iwva da magitom miigo rolioo eg rom eavikitxee yba chamomivarda matxovrebi mas us weeklys jurnalistebs da redaqtors davaxrchob ertxelac iqneba ::@