მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 8 » N E W S
7:49 PM
N E W S
N E W 

♥ ჯასტინ ბიბერი ტატუს თვითონ აკეთებს ♥

 ♥მაილი საირუსმა ახალი სინგლი თვითერზე გააპიარა ♥

♥ მადონას ქალიშვილი სერიალის ვარსკვლავს ხვდება ♥

♥ ბიონსეს გარდასახვა ახალ ვიდეორგოლში ♥

♥ ჯასტინ ბიბერი ტატუს თვითონ აკეთებს ♥

ჯასტინ ბიბერმა გადაწყვიტა ტატუს კეთება თავად ისწავლოს და მის ნაცნობ ხელოსანს თავად გაუკეთა კიდეც.

ტატუს ხელოსანი, სახელად Bang Bang დათანახმდა ექსპერიმენტს და ბიბერს სხეულის ნაწილი მიანდო მოსახატად. ახალგაზრდა მომღერალმა პირველ კლიენტს ორიგინალური ავტოგრაფი მიუძღვნა.

თავად არტისტი სხეულის მოხატვის დიდი თაყვანისმცემელია.





 ♥მაილი საირუსმა ახალი სინგლი თვითერზე გააპიარა ♥


მაილი საირუსის და Snoop Lion-ის თანამშრომლობა შედგა დუეტით „Ashtrays & Heartbreaks".

თავად მაილის ძალიან მოსწონს ახალი თრექი. მომღერალმა ტვიტერზე ატვირთა ფოტო წარწერით: „მანქანაში ჩართული მაქვს „Ashtrays & Heartbreaks" და ვცეკვავ... ჩართეთ ხმამაღლა!"


♥ მადონას ქალიშვილი სერიალის ვარსკვლავს ხვდება ♥


მშობლებისთვის შვილები ყოველთვის პატარებად რჩებიან და არც მადონაა გამონაკლისი. მისი ქალიშვილი ლურდესი 16 წლისაა და უკვე გამოირჩევა სექსუალური ფორმებით, რაც მამაკაცებს იზიდავს. განსაკუთრებით კი, სერიალის „სამშობლო" ერთ-ერთ გმირს ტიმოტი შალამეს მოსწონს. ახალგაზრდა წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ მუსიკალური ხელოვნების და სამსახიობო ხელოვნების ნიუ-იორკის სკოლაში გაიცნეს და თანდათან ერთმანეთი შეუყვარდათ.

„სკოლაში ყველამ იცოდა, რომ ერთმანეთს ხვდებოდნენ... მხოლოდ სკოლაშ და არა სახლში. რა თქმა უნდა რთულია დამალო შენი ცხოვრება, როდესაც დედაშენი სუპერვარსკვლავია.. თითოეულ შენს ნაბიჯს პაპარაცები ადევნებენ თვალს..." - აცხადებს წყვილი მეგობარი.

ამ რომანს ყველაზე მეტად გოგონას მამა, კარლოს ლეონი განიცდის: „მესმის, რომ დადგა დრო, როდესაც ჩემი გოგონა უნდა შეხვდეს ბიჭს... ეს კი ძალიან მაღელვებს..."


♥ ბიონსეს გარდასახვა ახალ ვიდეორგოლში ♥


გუშინ კომპანიამ Pepsi ახალი სარეკლამო რგოლი წარმოადგინა, რომლის მთავარი გმირი ბიონსეა  - ვიდეო ბის და ჯეი-ზის ქორწინების წლისთავისთვის ნამდვილი საჩუქარია.

ახალ ვიდეორგოლში ბიონსე მრავალსაათიანი რეპეტიციის შედეგადაა დაღლილი და სიმხნევის მოსამატებლად მომღერალი გადაწყვეტს დალიოს პეპსი და აი, მაშინ ხდება სასწაული... სასმელი მისთვის ენერგიის წყარო ხდება! საცეკვაო დარბაზის სარკეებში მომღერლის ახალ სინგლზე Grown Woman ცეკვავს მისი ალტერ-ეგო...

ვიდეოს კულმინაციაა სარკე, რომლიც იმსხვრევა და ბიონსეს ფრაზა: „Embrace your past, but live for now". ( არ დაივიწყო წარსული, მაგრამ იცხოვრე აწმყოთი).















კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 641 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2013-04-08 Spam
kai siaxleaa dzaliannn <3