მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 4 » My Top 2 Book ♥
11:36 PM
My Top 2 Book ♥
 პ და ფენიქსის ორდენი
Sab HP5.jpg
წიგნის მოვლენების განვითარება იწყება 1995 წლის ზაფხულში. ჰარი პოტერი კვლავ დერსლებთან არის. მას შემდეგ, რაც დადლი მას დასცინის, გვირაბში ჩნდებიან დემენტორები. ჰარი იყენებს პატრონუსის შელოცვას, რის გამოც ღებულობს წერილს, სადაც მაგლების თანდასწრებით ჯადოქრობის გამო ჰოგვორტსიდან მისი გარიცხვის შესახებ წერია. დამბლდორის ძალისხმევით, მაგიის სამინისტროს გადაწყვეტილება გაუქმებულია, მაგრამ ჰარი უნდა დაესწროს დისციპლინარულ მოსმენას.
ლონდონში, გრიმოს მოედანზე არის დამალული სახლი #12. იქ იკრიბება დამბლდორის მიერ ჩამოყალიბებული ფენიქსის ორდენი. ჰარი შეიტყობს, რომ ვოლდემორის დაბრუნების არავის სჯერა და მას და ალბუსს შეშლილებად თვლიან. მოსმენის შემდეგ ჰარის ამართლებენ.
მეხუთე კურსი დაკავშირებულია ბეჯითობის უმაღლესი აღიარების (ბუა) გამოცდებთან. გარდა ამისა, ვინაიდან ბნელი ძალებისგან დაცვის ლექტორის პოზიცია კვლავ ვაკანტურია, სკოლაში ამ ადგილს იკავებს დოლორეს ამბრიჯი, მინისტრ ფაჯის თანაშემწე, რომელიც დაინტერესებული ამ საგნის მხოლოდ თეორიული ნაწილით. მასსა და ჰარის შორის კონფლიქტი იჩენს თავს მაშინ, როდესაც ჰარი ამტკიცებს, რომ ბნელი მბრძანებელი დაბრუნდა. სასჯელის მოხდის სახით მან ამბრიჯის მიერ მოცემულ ქაღალდზე უნდა დაწეროს ფრაზა ’მე არ უნდა მოვიტყუო’ - თუმცა ამ ფრაზის რამდენჯერმე დაწერასთან ერთად მის ხელზე იგივე ფრაზა იკაწრება.
540647_360929633949369_191080184267649_935853_665629080_n_large
ვინაიდან ამბრიჯს არ სურს, რომ ბავშვებმა პრაქტიკული მეცადინეობა გაიარონ, მოსწავლეები საიდუმლოდ აყალიბებენ ორგანიზაციას ’დამბლდორის არმია’. თუმცა, ამბრიჯის განკარგულებით, ყველა სტუდენტურმა გაერთიანებამ უნდა გაიაროს მისი აკრედიტაცია - შესაბამისად, „და" (როგორც მას უწოდებენ) უკანონოდ ითვლება.
შობის წინ ჰარის ესიზმრება, თითქოს იგი გველია. აღმოჩნდება, რომ იგი ყველაფერს გველის თვალით ხედავს. სწორედ მისი ძალისხმევით გადაარჩენენ ართურ უისლის, რომელსაც გველი ესხმის. დამბლდორის მოთხოვნით სევერუს სნეიპი ჰარის ასწავლის ოკლუმენციის, ფიქრებში შეღწევისგან თავდაცვის ხელოვნებას. პოტერისათვის ეს რთული გაკვეთილებია. ერთ-ერთი ხილვისას იგი ყველაფერს ვოლდემორის თვალით ხედავს და ესიზმრება მაგიის სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილება.
Tumblr_m0xw2elybi1qaldjzo1_500_large
ამბრიჯი შეიტყობს „და"-ს შესახებ და დამბლდორი იბრალებს ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბების ინიციატივას. იგი ქრება ჰოგვორტსიდან და მის ადგილს სკოლაში ამბრიჯი იკავებს. ოკლუმენციის ერთ-ერთი გაკვეთილის დროს სნეიპი ტოვებს თავის კაბინეტს და ჰარი იხედება მისი ყმაწვილობის მოგონებებში, სადაც იხილავს მამამისს, პიტერ პეტიგრიუსა და სირიუს ბლექს, რომლებიც სნეიპს დასცინიან.
ამბრიჯის კაბინეტიდან ჰარი ცდილობს, ბუხრით დაუკავშირდეს გრიმოს მოედანს (ვინაიდან ხილვებში ხედავდა, თუ როგორ აწამებდა სირიუსს ვოლდემორი), მაგრამ მას თავად დოლორესი შეუსწრებს. იგი აღიარებს, რომ დადლისა და ჰარიზე სპეციალურად გამოუშვა დემენტორები. ჰერმიონი არწმუნებს ამბრიჯს, თითქოს აკრძალულ ტყეში არის მათი საიდუმლო იარაღი. იქ მისულ ამბრიჯს იჭერენ კენტავრები.
რონი, ჯინი, ლუნა ლავგუდი და ნევილ ლონგბოტომი, ჰარისთან და ჰერმიონთან ერთად მიფრინავენ ლონდონში, მაგიის სამინისტროში. სირიუსს ვერ პოულობენ, თუმცა წინასწარმეტყველებათა დარბაზში პოულობენ ბურთულას ჰარისა და ვოლდემორის სახელებით. ამ დროს ჩნდებიან სიკვდილის მხვრელები. წინასწარმეტყველებას შემთხვევით ნევილი ამსხვრევს. ბავშვებს ეხმარებიან რიმუს ლუპინი, ნიმფადორა ტონკსი, კინგსლი შეკლბოტი, ალასტორ მუდი და სირიუსი. ბელატრისა ლესტრეინჯი კლავს სირიუსს.
Tumblr_m24tt7oqcq1qi23vmo1_500_large
პოტერი განრისხებული მისდევს ბელატრისას, მაგრამ ამ დროს ჩნდება თავად ვოლდემორი. გარდაუვალი ბრძოლისგან ჰარის გადაარჩენს უეცრად მოსული დამბლდორი. დარბაზში შემოდიან სამინისტროს წარმომადგენლები ფაჯთან ერთად. ამის გამო, მინისტრი იძულებულია, აღიაროს ვოლდემორის დაბრუნება და გადააყენოს ამბრიჯი ჰოგვორტსის დირექტორის თანამდებობიდან.
დამბლდორი აღიარებს ჰარის წინაშე, რომ ბლექის სიკვდილში თავად არის დამნაშავე, ვინაიდან მთელი წლის მანძილზე ერიდებოდა ჰარისთან საუბარს. ალბუსს იმედი ჰქონდა, რომ ვოლდემორი ასე შეწყვიტავდა მის ძიებას. მაგრამ ბნელმა მბრძანებელმა შესძლო ჰარის სამინისტროში შეტყუება. წინასწარმეტყველებაში კი საუბარი იყო ვოლდემორზე, რომლის ბედსაც უკავშირდება სხვა ადამიანის ბედი - ისეთი ადამიანის, რომელიც ვოლდემორის ნიშნით იქნა აღნიშნული და მანამდე იცოცხლებს, სანამ ვოლდემორი ცოცხალი იქნება (და პირიქით).
დემენტორები ვოლდემორის მხარეს გადადიან. ლუციუს მალფოი, რომელიც სიკვდილის მხვრელებთან ერთად არის, აზკაბანის პატიმარი ხდება. ამის გამო დრაკო მალფოის ჰარი უფრო მეტად ეზიზღება.
კინგს კროსის სადგურზე დაბრუნებული ჰარი, გარდა დერსლების ოჯახისა, აღმოაჩენს მუდის, ლუპინს, ტონკსს, ფრედ და ჯორჯ უისლებსა და მათ მშობლებს. ჯადოქრები აფრთხილებენ ძია ვერნონს, რომ ჰარიზე შემდგომში ზეწოლის შემთხვევაში, ისინი მას თავად მიხედავენ.
Tumblr_m22w1a86h21r7ioxko1_500_large


 პ და ნახევარპრინცი
Sab HP6.jpg
პრემიერ-მინისტრი 
ინგლისი, 1996 წლის ზაფხული. უცნაური მოვლენები ხდება, რასაც აბრალებენ პირადად პრემიერ მინისტრს (მას რომანში არ ასახელებენ, თუმცა ამ პერიოდში ეს იყო ჯონ მეიჯორი). მას ეწვევა კორნელის ფაჯი, მაგიის სამინისტროს ყოფილი მთავარი მინისტრი (მას ჩაენაცვლა რუფუს სკრიმჯერი). იგი აუწყებს თავის კოლეგას, რომ მაგლების სამყაროში უსიამოვნებებმა იმატეს ვოლდემორის დაბრუნებისა და მაგების მეორე ომის დაწყების გამო. მაგლების სამყარო საშიშროების ქვეშ არის და ამიტომ ინგლისის პრემიერ მინისტრს საიდუმლო დაცვა, აურორი კინგსლი შეკლბოლტი ეყოლება.
Tumblr_m1wz76anbx1r5u9s9o1_400_large
ზაფხული 
ამასობაში ერთმანეთს ხვდებიან სევერუს სნეიპი, ბელატრის ლესტრეინჯი და ნარცისა მალფოი. სნეიპი დებს ფიცს, რომლითაც ამტკიცებს, რომ დრაკო მალფოის დაიცავს და დაეხმარება ყველაფერში, ვინაიდან არსებობს ეჭვი, თითქოს ვოლდემორმა დრაკო მალფოის რაღაც დავალება მისცა.
ალბუს დამბლდორი ამჯერად თავად ეწვევა დერსლებს და ჰარი თან მიჰყავს, თუმცა დერსლებს სთხოვს, კიდევ ერთხელ დაიტოვონ ჰარი, ვინაიდან მისი დედის დის, პეტუნიას სახლში იგი უსაფრთხოდ იქნება. ჰარი და დამბლდორი ეწვევიან პროფესორ სლაგჰორნს, რომელსაც მეექვსე სასწავლო წელს ალბუსი სთავაზობს მასწავლებლის სახით ჰოგვორტსში დაბრუნებას. ცნობილია, რომ სწორედ სლაგჰორნი ასწავლიდა ჰარის დედას, ლილის. ჰარის თხოვნით, სლაგჰორნი ბრუნდებოდა ჰოგვორტსში.
მოგვიანებით ჰარი ტრადიციულად, ზაფხულის ბოლომდე უისლების ოჯახს სტუმრობს. იგი შეიტყობს, რომ გამოცდებში ძირითადად დადებითი ქულები მიიღო. მაგრამ მისი ნიშნები არ აძლევს საშუალებას, სნეიპის კლასში წამლები ხარშოს, ხოლო მათი ხარშვა აუცილებელი პირობაა ნებისმიერი პიროვნებისათვის, რომელიც, როგორც ჰარი, აურორად მუშაობას აპირებს.
უისლის ოჯახი, ჰერმიონთან და ჰარისთან ერთად, მრუდე ქუჩას ეწვევა, საყიდლებისათვის. აღმოჩნდება, რომ ჰარის მიერ ნაჩუქარი მოპოვებული თანხით ძმებმა, ფრედმა და ჯორჯმა ჯადოსნური ფოკუსებისა და ხუმრობების მაღაზია ააშენეს. მეგობრები, რონი, ჰარი და ჰერმიონი ხედავენ დრაკო მალფოის, რომელიც მაღაზია ბორჯინ და ბერკს-ს ეწვევა. მათთვის ეს ყველაფერი საეჭვოა.
ჰოგვორტს-ექსპრესით მგზავრობისას ჰარი შეიტყობს ’ლოქორების’ კლუბზე (სიტყვისგან Slug), რომელიც სლაგჰორნმა დააარსა და რომელშიც მხოლოდ საუკეთესო ჯადოქრები შედიან.
Size500_harrypotter_feleciacano_hermoinereading_detail1_large
მალფოის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ჰარი მის კუპერში იპარება და, უჩინმაჩინის მოსასხამის დახმარებით, ისმენს დრაკოსა და მისი მეგობრების საუბარს. მალფოი ყველას წინაშე ამაყობს იმით, რომ რაღაც საქმე დაავალეს, რის გამოც შემდეგ წელს ჰოგვორტსში არ დაბრუნდება. მოგვიანებით იგი ამჩნევს პოტერს, მიუხედავად იმისა, რომ პოტერი საიმედოდ იყო დამალული და, მას შემდეგ, რაც მატარებელი ჰოგვორტსს მიუახლოვდება, სცემს, აშეშებს და ტოვებს კუპეში დაგდებულს, გონებაწასულს და გადაფარებულს უჩინმაჩინის მოსასხამით.
მატარებელი უნდა დაბრუნდეს უკან. სწორედ მაშინ ჰარის პოულობს ნიმფადორა ტონკსი, რომელიც ახლა უკვე ჰოგსმიდში მორიგეობს. მას შემდეგ, რაც ჰარის შელოცვას ხსნის, პოტერი მიემართება ჰოგვორტსში, სადაც აღმოაჩენს, რომ ბნელი ძალებისგან დაცვის ხელოვნების ლექტორად დაინიშნა სევერუს სნეიპი, ხოლო სლაგჰორნი - წამლების ლექტორად. გამომდინარე იქიდან, რომ სლაგჰორნი არ მოითხოვს ამ სფეროში უმაღლეს ნიშნებს, ჰარის ეძლევა საშუალება, შეუდგეს წამლების ხარშვის შესწავლის ხელოვნებას. ამიერიდან ჰარისა და რონს სულ რამდენიმე ლექცია აქვთ. ესენია: ტრანსფიგურირება მინერვა მაკ-გონაგელთან, სევერუს სნეიპის ლექცია, პროფესორი პომონა სპრაუტი (მცენარეები), პროფესორი ფილიუს ფლიტვიკი (შელოცვები) და სლაგჰორნი. ჰერმიონი, თავის მხრივ, საკუთარი ლექციებით არის დაკავებული. გოლიათი ჰაგრიდი მათზე ოდნავ ნაწყენია იმის გამო, რომ ჯადოსნური არსებების შესწავლით არ დაინტერესდნენ, თუმცა ჰპატიობს ამას.
Tumblr_m1rlt8wajd1r44pz5o1_500_large
იმის გამო, რომ ჰარის არ აღმოაჩნდება წამლების სახელმძღვანელო, იგი იღებს სლაგჰორნის კაბინეტის ბიბლიოთეკის წიგნს - ’წამლების ვრცელი კურსი’, რომელიც აღნიშნულია, როგორც ნახევარპრინცის საკუთრება. მისი იდუმალი ყოფილი მფლობელის მიერ წიგნში ბევრი შენიშვნაა დატოვებული და, მათი დახმარებით, ჰარი ხდება წამლების საუკეთესო შემქმნელი სლაგჰორნის კლასში. სპეციალურ კონკურსში, რომელსაც სლაგჰორნი ატარებს, იგი იმარჯვებს და საჩუქრად მიიღებს წარმატების წამალს ’ფელიქს ფელიცისი’. ამავე პერიოდში იგი გაზეთებიდან შეიტყობს სიკვდილის მხვრელთა ქმედებების შესახებ - მათ მიერ მოკლულ იგორ კარკაროვსა და ჯადოსნური ჯოხების ოსტატ ოლივანდერის გატაცებაზე.
Tumblr_lyc6oxlh4f1r997t1o1_500_large


PotterHallowsBOOK.jpg
ვოლდემორთან შეკრების შემდეგ სიკვდილის მხვრელები გადაწყვიტავენ ჰარის თავს დაესხან მაშინ, როდესაც იგი ფენიქსის ორდენის წევრები მას ერთ-ერთი წევრის ოჯახში გადაიყვანენ. ისინი თავს ესხმიან ჰარისა და მის მეგობრებს გადაფრენისას, რასაც ეწირება ბუ ჰედვიგი. ჰარის ჯადოსნური ჯოხი მოულოდნელ შელოცვას ისვრის და ბნელი მბრძანებლის ჯოხი, რომელიც მან ლუციუს მალფოისგან აიღო, იმტვრევა.
Tumblr_m1wz352u5k1r5u9s9o1_400_large
ბილ უისლის ქორწილის წინ მეგობრების სამეულს აკითხავს მაგიის მინისტრი რუფუს სკრიმჯერი, რომელმაც ბავშვებს უნდა გადასცეს დამბლდორის ანდერძით გათვალისწინებული ნივთები - გოდრიკ გრიფინდორის ხმალი, წიგნის ბარდ ბიდლის ზღაპრები, დელუმინატორი (შუქის შეწოვის და გამოშვების მოწყობილობა) და ჰარის მიერ პირველად დაჭერილი სნიჩი. მაგრამ ხმალს ჰარის არ აძლევენ, რადგან ის დამბლდორს არ ეკუთვნოდა. ქორწილში ჰარი გაიცნობს ლუნა ლავგუდის მამას, ქსენოფილიუსს, რომელსაც გულზე დამაგრებული აქვს უცნაური სამკუთხედი ნიშანი.
Tumblr_m02gw9rdtg1qgodvao1_500_large
ამ დროს საზარელი ამბები მჟღავნდება: სკრიმჯერი მოკლულია, ვოლდემორი აკონტროლებს სამინისტროს, ხოლო სიკვდილის მხვრელები თავად ჩნდებიან ქორწილში. ჰერმიონი, რონი და ჰარი ტრანსგრესირების დახმარებით ლონდონში ინაცვლებენ, სადაც სახლდებიან გრიმოს მოედანზე. ჰარის ბრძანებით ელფი კრიჩერი (რომელიც ამიერიდან მას ემსახურება) პოულობს მუნდუნგუს ფლეტჩერს და სირიუსის სახლში მოჰყავს. მუნდუნგუსი აღიარებს, რომ ნამდვილი ჰორკრუქსი-მედალიონი (რომელსაც ბავშვები ეძებენ) ქრთამის სახით გადასცა სამინისტროს თანამშრომელ დოლორეს ამბრიჯს.
მცირე მომზადების შემდეგ მეგობრები მრავალწვნიანი სასმელის დახმარებით ემსგავსებიან სამინისტროს თანამშრომლებს და უპრობლემოდ შედიან შენობაში. ისინი იპარავენ მედალიონს ამბრიჯისგან. იმ წუთებიდან მეგობრები იძულებულები არიან, ყოველი დღე გაატარონ საზოგადოებისგან შორს, ტყეებში, კარავში, შეიცვალონ ადგილსამყოფელი და დამცავი შელოცვების იმედი იქონიონ.
მეგობრები მორიგეობით ატარებენ გულზე მედალიონს და მორიგეობით ყარაულობენ ღამ-ღამობით კარავს. რონი, რომელზეც ჰორკრუქსი მეტად მოქმედებს, იწყებს წუწუნს და გაღიზიანებას. ჰარისთან და ჰერმიონთან შელაპარაკების შემდეგ იგი ტოვებს მათ და ქრება. მარტოდ დარჩენილი მეგობრები ეწვევიან გოდრიკის ღრმულს, სადაც გრიფინდორის ხმლის მოძებნის იმედი აქვთ. მაგრამ ვოლდემორის გველის, ნაგინისგან შეშინებულები, იქაურობას ტოვებენ.
ერთხელ ღამით, როდესაც ჰარი კარავს დარაჯობს, ის ხედავს პატრონუსს, რომელიც ძუ-ირემის ფორმას ატარებს. პატრონუსი ჰარის მიიყვანს გაყინულ ტბასთან, რომლის ფსკერზეც გრიფინდორის ხმალია დამარხული. ჰარი ჩაყვინთავს მის ამოსაღებად, მაგრამ ამ დროს მედალიონი-ჰორკრუქსი იწყებს მის გაგუდვას. მოულოდნელად ჩნდება დაბრუნებული რონი, რომელიც გადაარჩენს მეგობარს. ისინი ხმლით ერთად ანადგურებენ მედალიონს.
541922_10150704930862748_373314827747_9382452_1286292007_n_large
წიგნში ’ბარდი ბიდლის ზღაპრები’ ჰერმიონი ამჩნევს უცნაურ სამკუთხედ ნიშანს და მის შესახებ ქსენოფილიუს ლავგუდთან საუბრის სურვილი უჩნდება. ლავგუდების სახლში ქსენოფილიუსი ჰარის, რონს და ჰერმიონს უამბობს სამი ძმის ამბავს, რომლებიც შეხვდნენ სიკვდილს და საჩუქრად სამი მძლავრი ნივთი მიიღეს - დაუმარცხებელი ჯოხი, ქვა, რომელიც აცოცხლებს მკვდრებს და უჩინრად გადაქცევის მოსასხამი. აღწერის მიხედვით, ზუსტად ასეთი მოსასხამი აქვს ჰარის. წიგნში მოთავსებული ნიშანი სიკვდილის საჩუქრებს აღნიშნავს. ლავგუდების სახლს აკითხავენ ვოლდემორის მსახურები და მეგობრები სასწრაფოდ აპარაციით ბრუნდებიან ტყეში. ჰარი შემთხვევით წარმოთქვამს ვოლდემორის სახელს, რითაც გათქმავს სამეულის ადგილსამყოფელს. ჩნდებიან სიკვდილის მხვრელები და მეგობრები მიჰყავთ მალფოების სახლში, სადაც იძახებენ ვოლდემორს. მაგრამ ჰარი და მისი მეგობრები, იქ დაპყრობილ გობლინ გრიპჰუკთან, მისტერ ოლივანდერთან და ლუნა ლავგუდთან ერთად ელფ დობის დახმარებით ტყვეობიდან თავს დააღწევენ. გაქცევისას მათ გაჰყვება ბელატრისა ლესტრეინჯის მიერ ნასროლი დანა, რომელიც დობის სასიკვდილოდ დაჭრის.
ბილთან და ფლერთან სტუმრობისას ბავშვები ასაფლავებენ დობის და გამოჰკითხავენ ოლივანდერსა და გრიპჰუკს ჯოხისა და ხმლის შესახებ. ერთად მეგობრები შეიმუშავებენ ბანკის გაძარცვის გეგმას. სანაცვლოდ გობლინი გრიფინდორის ხმალს ითხოვს.
ისინი იცვლიან იერს და უჩინმაჩინის მოსასხამით და იმპერიუსის შელოცვით ბელატრისას აკლდამაში შედიან, საიდანაც ჰაფლეპაფის ფიალას იპარავენ. გობლინი გარბის ხმლით, ხოლო ჰარი, რონი და ჰერმიონი, დაცვისგან გაქცევისას, მიფრინავენ დრაკონით, რომელიც დარაჯობს ბანკის განძეულს. ვოლდემორი შეიტყობს, რომ მის ჰორკრუქსებს საშიშროება ემუქრება და გადაწყვიტავს, თავად შეამოწმოს, ყველა თავის ადგილზეა თუ არა. მის გონებაში შეღწევით ჰარი დაადგენს, რომ ერთ-ერთი ამ ჰორკრუქსებიდან ჰოგვორტსში ინახება.
ჰოგვორტსში მეგობრები შედიან აბერფორტ დამბლდორის დახმარებით. იწყება დიდი აჯანყება ჰოგვორტსს დაპატრონებული სიკვდილის მხვრელების წინააღდეგ. სევერუს სნეიპი, რომელიც დანიშნული იყო ჰოგვორტსის დირექტორად, ამასობაში იქაურობას ტოვებს. მასწავლებლები ორგანიზებას უწევენ მოსწავლეთა ევაკუაციას. ჩნდებიან ფენიქსის ორდენის წევრები. ჰარი რეივენკლოს აჩრდილს, რუხ ქალბატონს მიმართავს და ცდილობს, გამოჰკითხოს ყველაფერი დიადემის შესახებ. იგი მოუთხრობს, რომ ტომ მარვოლო რედლმა სტუდენტობის დროს თავად მოიპარა ეს ნივთი. მაშინ ჰარის ახსენდება, რომ დიადემა დამალულ ოთახში დაინახა. დიადემის მოპოვებისა და განადგურების შემდეგ ჰარი მიემართება ქოთქოთა ქოხისკენ. იქ ვოლდემორი თავის გველს უბრძანებს, მოკლას სნეიპი, ვინაიდან თვლის, რომ ამით იგი თავად გახდება დიდგულას ჯოხის პატრონი (ვინაიდან სნეიპმა მოკლა დამბლდორი და ჯოხი სნეიპთან გადავიდა). ვოლდემორი ქოხს ტოვებს უფრო ადრე, ვიდრე სნეიპი კვდება. სიკვდილის წინ სევერუსი ასწრებს ჰარისთვის რამდენიმე მოგონების გადაცემას. ვოლდემორი ბრძოლას ერთი საათით წყვეტს და ჰარის კვლავ ულტიმატუმს უყენებს და სთავაზობს, ერთი საათის განმავლობაში თავად ჩაბარდეს მას.
531090_297229737012426_119315504803851_712496_1622015152_n_large
ჰარი დამბლდორის საფიქრელაში სნეიპის მოგონებებს ათვალიერებს. იგი ხედავს, რომ სევერუსი ბოლომდე დამბლდორის ერთგული იყო და ბავშვობიდან შეყვარებული იყო ჰარის დედაზე, ლილიზე. პოტერი შეიტყობს, რომ იგი თავად არის მეშვიდე ჰორკრუქსი, რომელიც შემთხვევით იქნა შექმნილი, მაშინ, როდესაც ვოლდემორი მის მოკვლას ცდილობდა. სანამ ჰარი ცოცხალია, ვოლდემორიც იცოცხლებს. ერთ-ერთ მოგონებაში დამბლდორი სნეიპს უხსნის, რომ ჰარის საკუთარი თავის გაწირვა მოუწევს.
Tumblr_m1cpn8x4eu1r4ddsto1_500_large
რიმუს ლუპინი, ნიმფადორა ტონკსი, ფრედ უიზლი და კოლინ კრივი იღუპებიან ბრძოლაში. ჰარი შეატყობინებს ნევილს, რომ აუცილებელია ვოლდემორის გველის მოკვლაც და მიდის აკრძალულ ტყეში, სადაც ვოლდემორი და სიკვდილის მხვრელები იმყოფებიან. ყველას წინაშე ვოლდემორი მას კლავს.
ჰარი ჩნდება უცნაურ ადგილზე, რომელიც ჰგავს კინგს-კროსის სადგურს. საიდანღაც ჩნდება დამბლდორი. იგი უხსნის ჰარის, რომ სიკვდილი მას არ შეეხო, ვინაიდან ვოლდემორი თავისი სხეულის აღსადგენად მის სისხლს იყენებდა. ჰარიში კვდება ვოლდემორის ის ნაწილი, რომელიც ჰორკრუქსად ითვლებოდა. პოტერი გონს მოეგება, მაგრამ განასახიერებს, თითქოს მკვდარია. გახარებული ვოლდემორი და მხვრელები ტოვებენ იქაურობას. ჰარი მიჰყავს დამწუხრებულ ჰაგრიდს. ჰოგვორტსში ვოლდემორს ებრძვის ნევილი. იგი გამანაწილებელი ქუდიდან გრიფინდორის ხმალს იღებს და ვოლდემორის გველს კლავს. ამრიგად, განადგურებულია ყველა ჰორკრუქსი. მხვრელები აგებენ ბრძოლას. მოლი უიზლი კლავს ბელატრისა ლესტრეინჯს. ჰარი უხსნის ვოლდემორს, რომ დამბლდორის დიდგულას ჯოხის ნამდვილი მფლობელი არა სნეიპი, არამედ დრაკო მალფოი იყო. რადგან ჰარიმ მოგვიანებით მიითვისა დრაკოს ჯოხი, მისი პატრონი ჰარია. ვოლდემორი ცდილობს ჰარის მოკვლას. მაგრამ ჯოხი ამაზე უარს ამბობს და შელოცვა ირეკლება. ვოლდემორი კვდება. მიუხედავად მძიმე დანაკარგებისა, ყველა ზეიმობს მტრის დამარცხებას.
Tumblr_m10gu7oky81r5u9s9o1_400_large
19 წლის თავზე მშობლები თავის შვილებს ჰოგვორტსში აცილებენ. ჯინი და ჰარი სამი შვილის მშობლები არიან. რონს და ჰერმიონას ორი ჰყავთ. ორივე ოჯახი კინგს-კროსკზე ხვდება ერთმანეთს. პლატფორმაზე ასევე ჩნდებიან დრაკო მალფოი, მისი ცოლი და შვილი სკორპიუსი. მალფოი ამჩნევს ჰარის, დაუკრავს თავს და ზურგს აქცევს. მატარებელი მოსწავლეებით ტოვებს სადგურს.



BY MARI 
0b011392c3_84396505_o2_large


კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 790 | დაამატა: mari_miley | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2012-06-05 Spam
Wow dzaan magria shesanishnavia yochag! chemiiii <3