მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 10 » My little history (3)
5:28 PM
My little history (3)

ვახშამი ჩავამთავრეთ და დინი გავაცილე.ჩემ ოთახში ავედი ,პიჟამა ჩავიცვი და ლოგინში შევხტი.მთელი ღამე ვერ დავიძინე,ვწრიალებდი.ბოლოს კი იმაზე ფიქრი დავიწყე რომ ხვალ ჩემი დაბადების დღეა,ამ ფიქრებში როგორც იქნა დამეძინა. მაგრამ ჭექა-ქუხილის ხმამ გამაღვიძა.ჭექა-ქუხილის საშინლა მეშინია,ამიტომაც ფეხზა ავდექი,ბებოს ოთახში შევირბინე და ლოგინში შევუწექი.აქ კი მართლა ტკბილად ჩამეძინა.მეორე დილას მზის სხივებმა გამაღვიძა მაგრამ ძილი გავაგრძელე,როცა გამახსენდა რომ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო გიჟივით წამოვხტი,ხალათი შემოვიცვი და დაბლა ჩავედი.ველოდი რომ ბებო დაბადების დღეს მომილოცავდა მაგრამ შევცდი.ვიფიქრე სკრელოზის ბრალიათქო და არც მე შემიხსენებია.

-ინდიანა ეხლავე მოგიმზადებ საჭმელს.

-არაა,ბე არ მინდა,მადა არ მაქვს.მაღაზიებში გავისეირნებ.ჩემი სახლის ოდნავ მოშორებით სპორტული მაღაზია იყო და იქ შევირბინე.როგორც კი შიგნით შევედი თვალში სერფინგის დაფა მომხვდა.ყოველთვის მინდოდა მქონოდა მაგრამ დედა არასდროს მყიდულობდა და აი შანსიც მომეცა რომ ვიყიდო,მაგრამ რა ღირს ?

-უკაცრავად ეს დაფა რა ღირს ?

-150 დოლარი.

-კარგით მადლობ.

ამდენი ფული არ მქონდა და ამიტომაც ეს ოცნება ისევ ოცნებად დარჩა.მთელი მაღაზიები მოვიარა მაგრამ არაფერი მიყიდია და დაღლილ დაქანცული სახლში წავედი .საათს დავხედე უკვე 3 სთ იყო.როგორც იქნა მივედი სახლში,სახლიდან რაღაც ხმაური გამოდიოდა ,შიგნით შევედი და გაოცებული დავრჩი:მთელი სახლი ბუშტებით იყო მორთული,ძალიან ბევრი ბავშვი დამხვდა,და ყველა ერთ ხმად მილოცავდა დაბადების დღეს.ძალიან გამიხარდა,თვალებზე ცრემლები მომადგა.ამ დროს ბებო მოვიდა :

-შვილო რა გეგონა შენი იუბილე დამავიწყდებოდა ? ხო ხედავ რა კარგი სიურპრიზე მოგიწყვეთ.

-დიდი მადლობა მაგრამ..

-არანაირი მაგრამ ,მოდი ეხლა ტორტი ჩააქრე.

ტორტთან მიმიყვანეს,ამ დროს გამახსენდა ჩემი დაბადების დღე როცა 9 წლის გავხდი.როცა მამა მომილოცა დაბადების დღე,ის უბედურება რომელიც 10 წლის ასაკში დამატყდა თავს,ყველა ის დაბადების დღე როემლის მამას სიკვდილის შემდეგ აღარ გადამიხდია.ცრემლები მომაწვა და ჩემს ოთახში შევვარდი.

-ინდიანა რა დაგემართა ? (ბებო)

-არ მიინდა ,არაფერი არ მინდა,თავი დამანებეთ,თუ გინდა იმხიარულეთ ,თუ გინდათ იცეკვეთ მაგრამ მე თავი დამანებეთ.

მთელი ერთი საათი ლოგინიდან თავი არ ამიღია,ამ დორს კი კაკუნის ხმა გავიგონე,მაგრამ კარებზე არ აკაკუნებდნენ.ფანჯარა გავაღე:

-დინ აქ რა გინდა ? არ მინდა არავისთან საუბარი,უბრალო მარტო ყოფნა მინდა.

-არა უბრალოდ მინდოდა საჩუქარი მომეცა,ვიცი რომ გაგიხარდება.

-არაფერი არ მინდა,მე ახლა ვერაფერი ვერ გამახარებს,გესმის ?

-არამგონია,აი ჩემი საჩუქარი...

რო დავინახე კინაღამ ცუდად გავხდი ,ეს რა არის ? სერფინგის დაფა ? არაა არ არსებობს ,საიდან იცოდი რომ ძალიან მინდოდა ?

-რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია გაგიხარდა.კარგი ახლა წავედი.

-მოიცაა.

-რა არის?

-მადლობ ყველაფრისთვის,უღრმესი მადლობა.არ გეწყინოს არაფერი კარიგი ?

-არა ,მაგრამ მომიყევი რა გჭირს.

-ვერ გამიგებ,თან არ შემიძლია.

-კარგი როგორც გინდა.

დინი წავიდა,მე კი რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა.ლოგინზე მივწექი და ჩამეძინა.


როცა გავიღვიძე უკვე 9 სთ იყო.რამდენ ხანს მეძინა.დაბლა ჩემ სერფინგის დაფასთან ერთად ჩუმად ჩავედი,ბებო დივანზე ჩასძინებოდა,გარეთ ჩუმად გავედი და სანაპიროზე წავედი,მაგრამ ისეთ ადგილას რომ ხალხი არ ყოფილიყო და ქვიშაზე დავჯექი.ჩუმად ვიჯექი დად ძალიან ბევრი რამე მიტრიარებდა თავში.აღარ ვიცოდი რა მექნა.ფქირობდი რომ ყველაზე ცუდი ადამიანი ვიყავი მთელ დედამიწაზე.ამ დროს გვერძე ვიღაც მომიჯდა ,არც კი გამიხედია მისკენ,ცოტათი შემეშინდა რადგან ისეთ ადგილას ვიყავი რომ არ მეგონა იქ თუ ვინმე მოივდოდა.სიჩუმე მან დაარღვია:

-არ მეგონა თუ მოხვიდოდი.

მისკენ მივიხედე,დინ შენ აქ რა გინდა ?

-მარტო შენ არ დადიხარ აქ ,თუ გინდა მომიყევი,გრძნობ რომ გაწუხებს რაღაც.

-რაღა დაგიმალო და ძალიან ცუდად ვარ,ეს ჯოჯოხეთი ჩემს ცხოვრებაში 8 წლის წინ დაიწყო,ერთ მშვენიერ დღეს მე მამა და დედა პიკნიკზე წავვედით,ძალიან ვერთობოდით ,მაგრამ უეცრად თავსხმა წვიმა დაიწყო და სასწრაფოდ ავალაგეთ ყველაფერი და სახლში წავედით.მამას ნელა დაყავდა არ უყვარდა სწრაფად სიარული,უეცრად ჩიხიდან მანქანა გამოვარდა და ამ უბედური შემთხვევის დროს მამა გარდაიცვალა,ამის შემდეგ მეც და დედაც რადიკალურად შევიცვალეთ და ჩვენს ურთიერთობად უდიდესი ბზარი გაუჩნდა.ჩემი ბრალია რომ მამა ახლა ჩვენთან ერთად აღარ არის.

-რატომ გგონია ინდიანა ?

-იმიტომ რომ მე ავიჩემე იქ წასვლა,იქ რომ არ წავსულიყავით არაფერიც არ მოხდდებოდა.

-იცი ცხოვრება დიდ სურპრიზებს გვიწყოფს და ეს ყველაფერიც ...

-გთხოვ აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი,დიდი მადლობა რომ მომისმინე,სწორი ყოფილა გაჭირვების დროს მიხვდები ვინ არის შენი მეგობარიო,მეც მივხვდი ამას,რაც მამაჩემი დაიღუპა მეც შევიცვალე და ყველა მეგობარმა ზურგი მაქცია,მაგრამ შენ,შენ ჩემი ნამდვილი მეგობარი ხარ,მიუხედავად იმისა რომ სულ რამენიმე დღეა რაც გიცნობ,შენ ლხინშიც ჩემთან ერთა ხარ და ჭირშიც.დინს არაფერი უთქვამს,მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ თქვა :

-არ გინდა ვიცურაოდ ?

-სერფინგის დაფით ?

-ხო.

 მე თანხმობის ნიშნად ტავი დავუქნიე,ჩემი ახალი სერფინგის დაფა ავიღე და ზღაში შევცურეთ.



იმედია მოგეწონათ <3

                                                             daamowma:anukam<3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 771 | დაამატა: ano♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 111 2 »
2012-07-10 Spam
didi madloba bavshveboooooo :** aucileblad avdeb ,albat xval, Mrs. Styles♥, Ani Teruanshvili, Mariam Bieber, aucileblad mogidzgvnitt