მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 27 » My heart beats for...4
3:34 PM
My heart beats for...4
კოლეჯში მივედი და იმავე ადგილას დავჯექი, რომელზეც წინა დღეს ვიჯექი. ნივთებს ვიღებდი, როცა ვიღაცამ მითხრა:
_შეიძლება შენს გვერდით დავჯდე?
_რა თქმა უნდა_ავხედე და გამეღიმა_პირველად აქ ვიღაცამ თავაზიანად მომმართა. გოგონა ჩემს გვერდით დაჯდა და მკითხა:
_შენ ალბათ ახალი ხარ, გუშინ არ ვყოფილვარ, მაგრამ გავიგე ვიღაც გადმოვიდაო. რა გქვია?
_ვანესა, მაგრამ ნესის მეძახიან. შენ?
_დემეტრია...დემი. სასიამოვნოა.
_ჩემთვისაც. კიდევ კარგი, აქ ერთი ნორმალური მაინც ვნახე.
დემის გაეცინა:
_ერთი წლის წინ გადმოვედი და მეც ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ყველა არანორმალური იყო, მაგრამ უკვე მივეჩვიე, არც ისე ცუდები არიან, უბრალოდ ცოტა ამპარტავნები...
_და ცოტა შურიანები...
_და ცოტა ეგოისტები...ძალიან მაგრები არიან_გადაიხარხარა დემიმ.
_რა გაცინებს ლოვატო? (ბიოლოგიის მასწავლებელი იყო) უკე მეორე დღეა, მის შემოსვლას ვერ ვიგებდი.
_არაფერი მას_დემიმ თავისი ვარდისფერი პერანგის ფერი მიიღო.
_ჰოდა ადექი და გაკვეთილი მოყევი, იქნებ, ჩვენც გაგვეცინოს.
დემი ადგა და მე წიგნი გადავშალე.
_გომეზ, რომ დავბრმავდები, აქედან წავალ_მკაცრად მითხრა მასწავლებელმა._ლოვატო იცი თუ არა?
_მას...გუშინ არ ვყოფილვარ...და
_ეგ არაა მიზეზი... გაკვეთილების შემდეგ დარჩები. გომეზ, სხვას რომ ეხმარები, შენ თვითონ იცი?
წინა დღეს სახლში სულ არ გავჩერებულვარ, ლიამთან ვისწავლიდი ბიოლოგიას თუ ჯოსთან?! მოკლედ, მეც გავინაღდე გაკვეთილების შემდეგ დარჩენა. და არამარტო ჩვენ_ეშლი, ტეილორი, ლიამი_ეს მხოლოდ ვისაც ვიცნობდი და კიდევ ბევრი სხვა. ასე რომ, გაკვეთილების შემდეგ ,,სრული ანშლაგით’’ ვრჩებოდით. კიდევ 5 გაკვეთილი გავიდა, რომლებზეც საინტერესო არაფერი მომხდარა_გადავრჩი, არც ერთს არ გავუძახებივარ. ყველანი ვიჯექით და ბიოლოგიას ველოდებოდით. ტეილორმა თქვა:
_ვიცი, ახლა რასაც იზამს_დროს მოგვცემს სასწავლად და მერე ფურცლებზე დაგვაწერინებს. უკვე გავამზადე დ იმას მივცემ.
ყველამ ისეთი სახე მიიღო, აშკარად მათაც მომზადებული ჰქონდათ.
_ვერ თქვი?_ხელი ვკარი დემის_მეც მოვამზადებდი.
_მე რა ვიცოდი, პირველად დამტოვა, ყოველთვის ვიცოდი გაკვეთილი.
_ჰო კარგი, რამეს ვისწავლი.
რამდენიმე წუთში შემოვიდა ჩვენი ,,საყვარელი’’ მასწავლებელი და გვითხრა:
_ნახევარი საათი გაქვთ გადასაკითხად, მერე წიგნებს წავიღებ, ფურცლებს ამოიღებთ და დაწერთ, გასაგებია?
_გასაგებია_ამაყად თქვა ტეილორმა.
_შენთვის რაა გაუგებარი სვიფტ. ნეტავ ყველას შენნაირი გონება ჰქონდეს, რა ნიჭს აფუჭებ სიზარმაცით_თავი უკმაყოფილოდ გაიქნია.
მე და დემიმ ჩავიფხუკუნეთ, კიდევ კარგი, ხმამაღლა არ გამოგვივიდა, მერე წიგნები ამოვიღეთ... რამდენიმე გადაკითხვით ვისწავლე, არც ისე რთული გაკვეთილი იყო. მასწმა წიგნები აკრიბა და წერა დავიწყეთ. 20 წუთში რაც გამახსენდა, ყველაფერი დავწერე. მერე საქმე რომ არ მქონდა, მეორე ფურცელი ამოვიღე, მახინჯი ქალი დავხატე და ,,დელტა’’ დავაწერე (ჩვენ მასწს ერქვა). დაახლოებით 15 წუთში ყველამ დაამთავრა და დელტამ ლიამს უთხრა:
_ჰემსვორტ, ფურცლებს შენ აკრებ და ჩემს კაბინეტში, მაგიდის უჯრაში შეინახავ_მერე კი წიგნები დაგვიბრუნა.
ლიამი ადგა და ჩამოვლა დაიწყო. მე ჩანთა ამოვიღე და წიგნი და პასტა ჩავდე. ჩემთან რომ მოვიდა, მაგიდაზე არც დამიხედავს, ისე მივაწოდე ფურცელი და ჩანთა დავხურე.
_წავედით?_ვუთხარი დემის. მან თავი დამიქნია, ეზოში გავედით. მამაჩემს დავურეკე, მაგრამ მითხრა, ვერ მოგაკითხავო, ამიტომ დემიმ შემომთავაზა, მის მძღოლს გავეყვანე. მეც დავთანხმდი და ის იყო, უნდა ჩავმჯდარიყავი, რომ რაღაც გამახსენდა, კისრისტეხით გავიქეცი შენობისკენ და დემი და მისი მძღოლი გაოცებული დავტოვე.
_რა ხდება?_დემი თან მეკითხებოდა და თან მომდევდა.
_გაკვეთილის ნაცვლად ,,დელტას პორტრეტი’’ ჩავაბარე. დავიღუპე.
_რა პორტრეტი, ვერ გავიგე.
_წეღან წერას რომ მოვრჩი, რაღაც დავჯღაბნე და ის მივეცი გაკვეთილის ნაცვლად.
_ხომ არ გაგიჟდი? დელტამ თუ ნახა, მოგკლავს.
_გაცვლის შანსი არ მაქვს?
_საღამომდე თავის კაბინეტში ზის, მერე თუ შემოიპარები როგორმე.
_როგორ? არც კი ვიცი, კაბინეტი სად არის, ან ფურცლებს სად ინახავს...ლიამი!
_რა ლიამი?
_მას ეცოდინება. სხვა გზა არ მაქვს, უნდა ვკითხო. ნეტავ არ იყოს წასული.
_აქვე იქნება. მინიმუმ 30-40 წუთი ეგ, ეშლი და ტეილორი კოლეჯთან რომ პარკია, იქ სეირნობენ ყოველდღე.
_კარგი, წავალ ვნახავ. შენ თუ გეჩქარება, წადი, მერე ტაქსს გამოვიძახებ.
_არსად არ მეჩქარება. თუ გინდა, წამოგყვები.
_კარგი, გმადლობ.
დემიმ თავის მძღოლს დაურეკა, დაგველოდეო და ორივენი პარკში გადავედით. ლიამი მალე დავინახეთ. სკამზე იჯდა და ირგვლივ გოგონების არმია და რამდენიმე ბიჭი ერტყა.
_ჯანდაბა, როგორ გინდა დაუძახო ამდენ ხალხში?
_მე დავუძახებ...ლიამ_იმხელა იყვირა, ყველამ ჩვენ გამოგვხედა.
_როგორ მოხდა, აქ რომ მოდი, ბიძაშვილო?
,,ბიძაშვილი’’? ამის გარდა, ყველაფერს წარმოვიდგენდი._ორი ადამიანი, რომელიც სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
_საქმე გვაქვს, ბიძაშვილო, მოშორდი ერთი წუთით შენს არმიას და გვეახლე.
_რადგან შენ მთხოვ.
ლიამი ადგა და ჩვენთან მოვიდა, იქაურობას ცოტა მოვცილდით.
_რა გინდა?_დემის შეხედა.
_მე არა, ნესის უნდა.
_რა? მაგისთვის მომიყვანე?
_ჰო, მე დაგტოვებთ. ნესი, მანქანასთან დაგელოდები.
_კარგი.
_რა გინდა, გომეზ?
_დღეს ღამე კოლეჯში უნდა მომყვე?
_რა? სიზმარი ხომ არ გინახავს?
_სიზმარი არა... ბიოლოგიის მასწავლებელს გაკვეთილის ნაცვლად ნაჯღაბნი ჩავაბარე, მომკლავს. უნდა შევცვალო, მაგრამ არ ვიცი სად ინახავს.
_აი დარდი, მე რა ვალდებული ვარ, რომ დაგეხმარო? აქ რომ შუაღამეზე დამინახონ, მეც მომკლავენ. შენ გამო სიკვდილს არ ვაპირებ.
_თხოვნამ არ გაჭრა...გადავდივართ მოთხოვნაზე...ხომ არ გინდა, მამაჩემმა შენი ,,ცუდი საქციელის’’ გამო შენი დაცვა შეწყვიტოს?
_რა საქციელის?
_ეგ არ ვიცი, მაგრამ რამეს მოვიფიქრებ. მამას თავისი საქმე უყვარს, მაგრამ ჩემზე მეტად არა, ასე რომ, ჩემი ერთი სიტყვაც და...
_ნესი მამაშენის საქმე, თამაში ნუ გგონია, მართლა მჭირდება დაცვა.
_ვიცი, სწორედ ამიტომ აირჩიე_მეხმარები თუ არა?
_ნესი, თუ დაგვიჭირეს..
_კი თუ არა?
_ჰო კარგი. ჯანდაბა...
_აი ეს მომწონს. 10 საათზე აქ გელოდები. კარგად...
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 730 | დაამატა: Smiles | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9
2012-06-09 Spam
au gaagrdzele ea magaria