მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 21 » My heart beats for...2
4:52 PM
My heart beats for...2
უკვე ლოს ანჯელესში ვართ. კომპანია როგორც ყოველთვის, გვანებივრებს_ახლაც ძალიან მაგარი სახლი შეგვირჩიეს: სამსართულიანი, დიდი ეზოთი და რაც მთავარია, ცენტრიდან ოდნავ მოშორებით. ისე მომეწონა აქაურობა, აღარ მინანია გადმოსვლა. ჩემი საძინებელი მეორე სართულზე იყო_რა თქმა უნდა, შავ ფერში, რომელიც ძალიან მიყვარს. როგორც კი მოვედი, მაშინვე ოთახის მილაგება დავიწყე. ტანსაცმელები გადმოვყარე და კარადაში შევაწყვე, სანამ ნივთებს ვალაგებდი, გავიგე, რომ ვიღაცები მოვიდნენ(სავარაუდოდ, მამაჩემის თანამშრომლები, რათა საქმე განეხილათ). მათი მოსვლიდან დაახლოებით ერთ საათში ყველაფერს მოვრჩი და ქვემოთ ჩავედი. ყველას მივესალმე, განსაკუთრებით ჯოზეფის ნახვა გამიხარდა, რადგან დიდი ხნის უნახავი მყავდა. ჯოზეფი(ჯო) ყველაზე ახალგაზრდა იყო კომპანიაში, სულ 21 წლის. ძალიან საყვარელი ტიპი იყო smile

ჩვენებური მისალმება გვქონდა_მე თმაზე ვქაჩავდი, ისე კი მიბურძგნიდა. smile ჩემთან სულ სხვანაირი იყო, მაგრამ საქმეს მართლა სერიოზულად უდგებოდა, ამიტომ ამჯერად მხოლოდ გამიღიმა. ჯოს მიმართ სულ რაღაცას ვგრძნობდი, მაგრამ არ ვიცოდი, ეს მეგობრული სიყვარული იყო თუ სხვა რამ. ყოველ შემთხვევაში, მეგობრებზე მეტი არ გვერქვა. რომც არ გვდომებოდა, ერთმანეთის ნახვა მაინც მოგვიწევდა, რადგან მამაჩემის განუყრელი პარტნიორი იყო, ასე რომ, ჩვენი დამეგობრება ბუნებრივად მოხდა.
როცა მუშაობას მორჩნენ, ყველა წავიდა, ჯოს გარდა. მამაც მიდიოდა და მარტო რომ არ ვყოფილიყავი, ჩემთან დარჩა. ყველაფერი მომიყვა, რაც იმ ხნის განმავლობაში მოხდა, რაც ერთმანეთი არ გვინახავს.(ორი შეყვარებულის გამოცვლა მოუსწრია 1 თვეში. ყველაზე საშინელი მექალთანე იყო. biggrin ) მერე ცოტა ვიგიჟეთ. მამა გვიან დაბრუნდა ჩვენი მხიარულებაც დამთავრდა. მამამ მითხრა, რომ კოლეჯში საბუთები უკვე მოგვარებული იყო, ამიტომ მეორე დღესვე უნდა მივსულიყავი. რომ გითხრათ, ძალიან გამიხარდა მეტქი მოგატყუებთ. ცოტა ხანს დასვენება მინდოდა, მაგრამ...
დილით დიდხანს ვარჩევდი, რა ჩამეცვა. ბოლოს ასე ჩავიცვი:

მამამ მიმიყვანა. შენობის გეგმა მომცეს და მალევე მივაგენი. ოდნავ დამაგვიანდა, ამიტომ გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო. კარზე დავაკაკუნე, მასწავლებელმა გამიღო და კლასს ჩემი თავი წარუდგინა:
_თქვენი ახალი ამხანაგი ვანესა გომეზი. იმედია კარგად მიიღებთ. აი იქ დაჯექი ვანესა, ტეილორის გვერდით.
მერხთან მივედი, ტეილორს გავუღიმე, მაგრამ თვითონ ცხვირი ასწია და არც შემომხედა. ,,მოვიკალი თავი''_გავიფიქრე მე და დავჯექი. გაკვეთილი მალე გამოვიდა, ბავშვები წამოიშალნენ, ცოტა ხნით მეც გარეთ გავედი და რომ შემოვედი, ჩემს ადგილას სხვა იჯდა.
_არ ადგები?_მშვიდად ვკითხე.
_მმ. არა. ადგილების მეტი რა არის, სადაც გინდა, იქ დაჯექი.
_მასწავლებელმა აქ მითხრა.
_ახლა სხვა მასწავლებელი შემოდის, ჰოდა რა პრობლემაა?
_მართალია_დაეთანხმა ტეილორი და ორივემ ჩაიცინეს.
_სანამ ლამაზი ხარ მშვიდად იყავი გომეზ, თორემ_დამემუქრასავით ტეილორი.
_მე სილამაზესთან ერთად ჭკუაც მაქვს, შენ კი ფრთხილად იყავი, მარტო ეგ გაგაჩნია.
_ნუ მიწვევ გომეზს.
_გომეზს ნესი ჰქვია_ეტყობა ძალიან ხმამაღლა მომივიდა, რადგან მასწავლებელი, რომელიც ახლახანს შემოსულიყო, მაშინვე ჩვენსკენ წამოვიდა.
_რა ხდება?_თვალები დაგვიბრიალა სამივეს.
_ახალი...
_მასწავლებელმა აქ დამაჯინა_-არ დავასრულებინე მე.
_უკან დაჯექი ვანესა, აი ლიამს დაუჯექი, შენ კი მერე დაგელაპარაკები ეშლი.
ეშლიმ და ტეილორმა ნიშნისმოგებით გამომხედეს, მე კი იძულებული გავხდი, უკან გადავმჯდარიყავი. ჩანთა მერხზე დავაგდე. ჩემს გვერდზე მჯდომისთვის არც შემიხედია(სხვატა შორის, არც იმას). გაკვეთილი ისე გამოვიდა, არაფერი გამიგია. მაგარი პირველი დღე გამომივიდა მოკლედ. როგორც კი ზარი დაირეკა, მაშინვე გარეთ გავედი, რადგან ამდენ სულელში ყოფნა უკვე აღარ შემეძლო, თან მშიოდა, ამიტომ კაფეტერიაში შევედი, ერთი ჰამბურგერი ავიღე და მაგიდასთან რომ მივედი, გავიგონე:
_ფრთხილად იყავი გომეზ, რა იცი, შიგ რა ურევია.
გავიხედე და დავინახე, რომ ეშლი, ტეილორი და ლიამი ერთად იჯდნენ და იცინოდნენ.
_ფრთხილად იყავი სვიფტ, თორემ ჰამბურგერის სროლაც შეიძლება.
_ერთით ერთი_ხმამაღლა გამოაცხადა ლიამმა. შენი ჯერია, ეშლი.
_თქვენი სისულელეების მოსმენის თავი არ მაქვს_მივედი და ლიამს თავზე დავადე, ხელი დავიფერთხე და ვთქვი_ორით ერთი. მთელმა კაფემ გადაიხარხარა.
_რა ხდება?_დაიყვირა ლიამმა და ყველა უცებ გაჩუმდა_ყველანი გადით აქედან.
გავოცდი, ყველა უცებ როგორ დაემორჩილა.
_თქვენც_მიუბრუნდა ეშლის და ტეილორს.
სიძულვილით სავსე მზერა მესროლეს და გავიდნენ, მეც გავდიოდი
_მე აქ აღარაფერი მესაქმება_გამარჯვებული ხმით ვთქვი და კარისკენ წავედი, მაგრამ ლიამმა დამიძახა:
_შენ არა.
_რას მელაპარაკები_მივაძახე და გზა გავაგრძელე.
_არ გახვიდე-მეთქი.
_თორე რას მიზამ.
_მიფრთხილდი ვანესა გომეზ. ჩემს სამფლობელოში ხარ.
_შენს სამფლობელოში? ნუ მაცინებ. არ მეგონა, კალიფორნიაში მონარქია თუ იყო. რას გელეპარაკები მე კიდე, წავედი.
სანამ გავიდოდი, დამეწია და...

ხელი გავაშვებინე და დავუყვირე:
_შენ ხომ არ გააფრინე?
_მე გაგაფრთხილე.
_ჰოდა მეც გაფრთხილებ, არ გეგონოს, რომ ვინმეს ვემორჩილები.
კაფეტერიიდან გავვარდი და კლასისკენ წავედი, თან გულში ვილანძღებოდი. ჩანთა მერხიდან ავიღე და თავისუფალ მერხზე დავჯექი, იმ იდიოტის დანახვა არ მინდოდა. ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა გაკვეთილები. როგორც იქნა, დამთავრდა. სახლში ტაქსით წავედი. მამა შინ დამხვდა, როგორც კი მივედი, მკითხა:
_აბა როგორ ჩაიარა პირველმა დღემ?
_არაჩვეულებრივად. ძალიან შევეჩვიე უკვე პირველ დღეებს.
_კარგია რომ შეეჩვიე, რა იცი, რა ხდება.
_რა იყო, უკვე გადავდივართ?
_არა კაცო. ხო მართლა, მოემზადე, დღეს წვეულებაზე ვართ დაპატიჟებულები.
_ჩვენ?
_ჰო. ჩვენმა კლიენტება დაგვპატიჟეს, მადლობის ნიშნად.
_ჩემი წამოსვლა აუცილებელია?
_ჰო, რავიცი.
_კარგი. რომელზე?
_ერთ საათში.
_რა? წავედი მოვემზადები.
_მიდი.
ოთახში ავირბინე, ლილას ვაკოცე და წყალი გადავივლე. მერე ეს კაბა ჩავიცვი,

მამაც მოემზადა და წავედით. ცოტა ხანში მივედით. ძალიან მდიდრული სახლი იყო. დაცვამ კარამდე მიგვაცილა. იქ კი ახალგაზრდა ქალი და კაცი დაგვხვდნენ.
_მეთიუ გომეზ. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. მადლობელი ვართ, ჩვენს შვილს ძალიან სჭირდება თქვენი დაცვა.
_ეს ჩემი სამსახურია.
_თქვენი ქალიშვილი?
_ჰო ნესი... ვანესა.
_ძალიან სასიამოვნოა, მობრძანდით.
შიგნით შევედით. ეტყობა პატარა წვეულება იყო, არც ისე ბევრი ხალხი ჩანდა.
_ჩემს შვილს გაგაცნობთ_გვითხრა ქალმა.
_ძალიან კარგი, მაინტერესებს ვინ უნდა დავიცვა. მაგრამ გაფრთხილებთ, ეს ჩვენს გარდა არავინ არ უნდა გაიგოს.
_რა თქმა უნდა. ლიამ აქ მოდი, ვიღაც უნდა გაგაცნო.
_უკაცრავად, ლიამი თქვით თუ მომეჩვენა?
_არა. ჩემს შვილს ლიამი ჰქვია, აი ისიც.

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 745 | დაამატა: Smiles | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2011-12-21 Spam
gaagrdzele