მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 19 » My heart beats for...1
7:46 PM
My heart beats for...1
უცნაურმა, თუმცა ნაცნობმა შეგრძნებამ გამაღვიძა_ლილა ჩემს საწოლზე ამოფორთხებულიყო და სახეს მილოკავდა. ხელი ვკარი და მოვიცილე, საათს გავხედე_7 სრულდებოდა, ე.ი. ადგომის დრო იყო. ლილა ხალიჩაზე იწვა და ისეთი სახით მიყურებდა, ვითომ მე ვიყავი დამნაშავე, რომ გამაღვიძა. ერთი წამით შემეცოდა და და მოფერება დავაპირე, მაგრამ მერე ვეღარ მოვიცილებდი, ამიტომ მობოდიშებით შემოვიფარგლე და სააბაზანოში შევედი. სანამ შხაპს მივიღებდი, სახეზე ცივი წყალი შევისხი გამოსაფხიზლებლად, მერე წყალი გადავივლე და სანამ ვიცვამდი, ქვემოდან ნაცნობი ხმა შემომესმა:
_ვანესა გომეზ, გაიღვიძე თუ არა?
_კი მამა._რაც შემეძლო, ხმამაღლა დავიყვირე და დავფიქრდი, რამე ხომ არ გამიფუჭებია-მეთქი, რადგან ვანესას მხოლოდ მაშინ მეძახოდა, როცა გაბრაზებული იყო. მეც არ მომწონდა ასე რომ მომმართავდნენ_ჩემი სახელი იყო ნესი. ისეთი ვერაფერი გავიხსენე, ამიტომ ქვემოთ მშვიდად ჩავედი. მამა სასადილო ოთახში იჯდა და ბეკონს ჭამდა. მივეპარე და ერთი ნაჭერი ავიღე. ხელი დამიჭირა და მითხრა:
_რა საქციელია ვანესა?
_მეზარება, თან შენ ისე კარგად გაგიკეთებია.
_ჩემს იმედად უნდა იყო?_ისე მითხრა, ცრემლები მომაწვა. ამის დანახვაზე გადაიხარხარა._რა გულუბრყვილო ხარ შვილო, დაიჩაგრები.
_კარგი რა მამა._გაბრაზებული სახით გავხედე, მაგრამ მსახიობური ნიჭის სრული არქონის გამო გამეცინა._რა მხიარულ ხასიათზე ხარ?
_მთელი კვირა თავისუფალი ვარ. ასე რომ...
_არ არსებობს.
თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავდა ჩემთვის მამას ერთი კვირით თავისუფლება. როცა სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად მიდიოდა, სანამ არ დამირეკავდა ან დაბრუნდებოდა, შიშით ვკანკალებდი. მამა კომპანიაში მუშაობდა, რომელიც საფრთხეში მყოოფ ადამიანებს იცავდა, ძირითადად მდიდრებზე მუშაობდნენ, რადგან მათ ოჯახებში ხშირად იყო ფულის გამოძალვის მიზნით გატაცების მცდელობები. მამას ბევრი ადამიანი ჰყავდა გადარჩენილი, ერთი მხრივ, მისით ვამაყობდი, მაგრამ მეორე მხრივ სულელი მეგონა, რადგან საკუთარ სიცოცხლეს რისკავდა. ასე თუ ისე, მისი გრაფიკის გამო შტატიდან შტატში დავმოგზაურობდით. უკვე სამი თვის განმავლობაში ილინოისში ვცხოვრობდით, მაგრამ რადგან აქ მამა მუშაობას მორჩა(წინააღმდეგ შემთხვევაში თავისუფალი ვერ იქნებოდა), არ გამიკვირდებოდა, სულ მალე ტეხასში რომ გადავსულიყავით, ან პენსილვანიაში რავი, მაგრამ ეს ერთი კვირა ჩვენი იყო და ეს ძალიან მახარებდა.
კოლეჯში ძალიან მხიარულად წავედი, მაგრამ ერთი მხრივ გული მწყდებოდა, რადგან აქაურობას უკვე შევეჩვიე და მალე განშორება მომიწევდა. გაკვეთილები როგორც კი დამთავრდა, ეზოში გამოვედი და მამაჩემის მოლოდინში სული გამეყინა. როგორც იქნა გამოჩნდა განუყრელი ჯიპით.(მის საქმიანობაში სხვა მანქანას ვერ გამოიყენებდა, ისეთ გზებზე უწევდა ხოლმე სიარული). ვაკოცე და გვერდით დავუჯექი. მანქანა დაძრა და ვკითხე:
_რა გეგმები გვაქვს ამ კვირაში?
_სწორედ მაგაზე უნდა უნდა გელაპარაკო. გეგმები შეიცვალა.
_რა? ისევ?
_ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ხვალვე კალიფორნიაში მოგვიწევს გადასვლა, თანაც კარგა ხნით.
_აუ კარგი რა. დავიღალე უკვე. ძლივს გავიცანი ვიღაც.
_არა უშავს, იქაც გაიცნობ. ლოს ანჯელესზე ყველა შენი ტოლი ოცნებობს. შენ ხომ მაგარი გოგო ხარ_შეეგუები იქაურობას. ვნახოთ, იქნებ იქ რამდენიმე წლითაც დავრჩეთ.
_სხვა გზა მაქვს?...
მეორე დღეს უკვე ლოს ანჯელესში ვიყავით.

ღირს გაგრძელება?

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 693 | დაამატა: Smiles | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2011-12-19 Spam
kaiaaaa