მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 2 » My Favourites are...
11:24 PM
My Favourites are...
10.Pitch Perfect
ფილმის სურათი დაარსებულია მიკი რეპკინის წიგნზე "იმღერე იდეალურად”, რომელშიც მოთხრობილია სტუდენტზე, რომელმაც უეცრად აღმოაჩინა თავის თავში სიმღერისადმი ნიჭი…





9.Orphan
ახალგზარდა წყვილი, რომლებსაც სულ ცოტა ხნის წინ შვილი დაეღუპათ , გადაწყვეტენ ბავშვთა სახლიდან გოგონა იშვილონ.საბუთები გაფორმებულია და თითქოს ყველა კმაყოფილი უნდა იყოს, მაგრამ ბავშვი არ აღმოჩნდება ისეთი საყვარელი და უმანკო როგორც ეს 1 შეხედვით ჩანს...





8.Kick-Ass
ფილმის მთავარი გმირი - სკოლის მოსწავლე დეივ ლიზევსკია, რომელიც სუპერგმირის კოსტიუმში გამოწყობილი, ცდილობს ბორტმოქმედებს ებრძოლოს, თუმცა ამისთვის არანაირი უნარი არ გააჩნია. პარალელურად გვხვდება 2 პერსონაჟი - 11 წლის გოგონა, რომელიც განგსტერებს სამურაის ხმლით უსწორდება და განგსტერის ვაჟი, რომელიც საკუთარ გამოძიებას აწარმოებს, რათა გაიგოს ვინაა დეივი...





7.The Notebook
ყოფილი მეზღვაური მოხუცებულთა თავშესაფარში პაციენტს ინახულებს, რომელიც ალცგეიმერის დაავადებითაა დაავადებული. ამ მონახულებების დროს ის კითხულობს მისი ჩანაწერების დღიურს, რომელშიც მოთხრობილია ერთი ძველი ისტორია, რომელიც 1964 წელს მოხდა ჩრდილოეთ კალიფორნიაში. ამ ისტორიის გმირები – გოგონა და ორი ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც მისი გულის მოგებას სცდილობდნენ.





6.Ginger & Rosa
ეს 2 მოზარდი გოგონას ამბავია, ისინი კარგი მეგობრები არიან მიუხედავად სამყაროს განსხვავებული ხედვისა, ერთ-ერთს ძალიან უნდა ატომური სადგურების წინააღმდეგ გამოსული მასის პროტესტს შეუერთდეს, ინტერესდება გლობალური საკითხებით. მეორეს, კი მხოლოდ მამაკაცებისა და სექსის ინტერესი აქვს, პრობლემა კი ურთიერთობაში მაშინ იფეთქებს როდესაც ერთი გოგონას მამა მეორე გოგონას საყვარელი გახდება...




5.Green Street Hooligans
ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი მეთ ბაკნერი ჰორვარდიდან გარიცხეს დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. თავშესაფარის ძებნაში ის ლონდონში, თავის დაოჯახებულ დასთან მიემგზავრება...





4.The Grudge 2
საიდუმლი და დაუნდობელი წყევლა ახალ მსხვერპლს ნახავს – გოგონას დას, რომელმაც შეძლო თავის გადაგადარჩენა ტოკიური მიტოვებული სახლის მოჩვენებისგან. ახლა ბევრი მოკვდება საშინელი სიკვდილით. საკითხი მხოლოდ იმაშია რამდენად გრძელი გახდება მსხვერპლების ძეწკვი და არსებობს თუ არა ძალა, რომელსაც შეუძია წყევლის შეჩერება.



3.The Hunger Games
არც ისე შორეული მომავალი. ჩრდილოეთ ამერიკა განადგურებულია გვალვისგან, ცეცხლისგან, შიმშილისგან და ომისგან. მთელს კონტინეტზე მხოლოდ ერთი ქვეყანაღა დარჩა და მას პანემი უწოდეს. პანემი შედგება მხოლოდ კაპიტოლიუმისგან და 12 ოლქისგან. ყოველ წელს თითოეული ოლქიდან ლატარიის პრინციპით ირჩევენ ორ წარმომადგენელს, რომლებიც მშიერ თამაშებში იღებენ მონაწილეობას და მათგან ცოცხალი მხოლოდ ერთი ბრუნდება. თამაში მთელს პანამში გადაიცემა და ყველა მცხოვრები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ვალდებულია, რომ უყუროს თუ როგორ ცდილობენ მოთამაშეები თამაშიდან ერთმანეთის გამოთიშვას. 16 წლის კეტნისის უმცროსი და აირჩიეს თამაშში მონაწილედ, თუმცა კეტნისი მის მაგივრად გადაწყვეტს მონაწილეობის მიღებას. მას და ქალაქიდან არჩეულ კიდევ ერთ მონაწილეს – მცხობელის შვისლ პეეტას მოუწევთ, რომ დაუპირისპირდნენ უფრო დიდ და უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებს, რომლებსაც ამ დღისთვის მთელი ცხოვრება ამზადებდნენ...





2.Three Musketeers
ახალგაზრდა, დაუცხრომელი საბრძოლო ჟინით სავსე დარტანიანი და სამი ლეგენდარული მუშკეტერი ათოსი, პორთოსი და არამისი ერთიანდებიან რომ დაამარცხონ ულამაზესი ორმაგი აგენტი და მისი დამქირავებელი, რომლის მიზანია საფრანგეთის სამეფო ტახტის მიტაცება და ევროპის ომში გახვევა...





1.Percy Jackson and the Olympians
მთავარი პერსონაჟი - ბიჭია, რომელიც იგებს, რომ მისი მოდგმა სათავეს ბერძნული ღმერთისგან იღებს. ის საშიშ მოგზაურობაში მიდის, რათა ღმერთები შეარიგოს. მთელი მოგზაურობის მანძილზე სხვადასხვა მითოლოგიური არსებები მის შეჩერებას ცდილობენ.





დაამოწმა და შეასწორა: Katie♥ 
კატეგორია: ♥ iFunLover | ნანახია: 780 | დაამატა: ✞Ultraviolet✞ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2013-10-05 Spam
kargiaa <3
yvela nanaxi maq ))