მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 29 » My Favourite Stars ♥
0:26 AM
My Favourite Stars ♥

1. მაილი საირუსი
პირველ ადგილზე რათქმაუნდა ჩემი გიჟი და ''ცუდი გოგო'' მაილია :დ  მას ჩემს გულში დიდი ადგილი უჩირავს. არ მინდა ბანალურად გამომივიდეს, მაგრამ მაილი მიყვარს უსაზღვროდ, ესე რომელიმე ვარსკვლავი არასოდეს არ მყვარებია. მაილი პირველად ვნახე ''ჰანა მონტანაში''. ძალიან მომეწონა ეს გოგონა, რომელიცს მის ძმას ნერვებს უშლიდა :დ შემდეგ უფრო მეტი გავიგე მაილიზე და გავხდი სმაილერი. ვგიჟდები მაილის გამოსვლებზე. თუ როგორ მღერის სცენაზე, როგორ ცეკვავს, გიჟობს, მაგრამ ამ ყველაფერს გულით აკეთებს.მოკლედ ცეცხლს ანთებს სცენაზე რა :დ ბევრს მაილი ჰგონია ცუდი ადამიანი, რადგან სიგარეტს ეწევა რაც ძალიან მაცინებს. ასევე იმიტომ, რომ მოკლე შორტები აცვია სცენაზე. მაილის, როგორც ყველა თინეიჯერს ჰქონდა რთული პერიოდი, მერე რა რომ ის ვარსკვლავია, ის ისეთი ადამიანია როგორც ჩვენ და მემგონი მას მეორე შანსიც უნდა მივცეთ. მაგრამ მე ყოველთვის მეყვარება მაილი, დარწმუნებული ვარ ამაში ასი პროცენტით.  ვიცი, რომ მაილიმ არ იცის ჩემი არსებობის შესახებ, ვინ ვარ მე, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს და იმედია საშუალება მომეცემა, რომ ეს პირადად ვუთხრა. #SmilerForever. Once a Smiler, Always a Smiler.

2. ჯესი ჯეი
ჯესი, გიჟი ბრიტანელი გოგო. ჩემი გიჟი :დ ჯესი არის უნიჭიერესი. ულამაზესი ხმის ტემბრის მქონე მომღერალი. განსაკუთრებით მისი სახე მომწონს სიმღერის დროს :დ ჰაჰა, რა სახეებს იღებს. კარგად მახსოვს თავიდან მოვუსმინე Price Tag-ს. ერთ მშვენიერ დღეს ჩავრთე MTV-ი და ვნახე ჯესის ეს სიმღერა, რომელიც ძალიან მომეწონა და ვგიჟდები, ზეპირად ვიცი. მაილიზე მეტად არა მიყვარს ჯესი მაგრამ მასაც ჩემს გულში დიდი ნაწილი უჭირავს მაილის შემდეგ.

3. დემი ლოვატო
დემი არის უძლიერესი პიროვნება. ასევე უძლიერესი ხმის პატრონი. როდესაც მისი ისტორია წავიკითხე გაოგნებული დავრჩი. ეს რომ გადამეტანა მე ალბათ გავგიჟდებოდი, მაგრამ დემი ყველანაერი დაბრკოლების შემდეგ ''ფეხზე ადგა''. მე მის შემოქმედებას დიდ პატივს ვცემ. გამორჩეულად მისი სიმღერებიდან მომწონს SkyScraper და Love for A daughter. ძალიან ემოციური სიმღერებია და გულში მწვდება. #StayStrongWithDemi

4. ადელი
და ბოლოს, ასევე უძლიერესი ხმის პატრონი ადელი. ძალიან მომწონს ადელის სიმღერები, ძალიან ემოციური სიმღერები აქვს. განსაკუთრებით მომწონს Someone Like You. ადელის სიცილზე ვგიჟდები :დ უსაყვარლესი სიცილი აქვს. მის ნიჭზე არაფერს არ ვამბობ. უდავოა რომ ადელს აქვს უძლიერესი ხმა, რაც ერთ ღამეში მოგებული 6 გრემიც ადასტურებს :დ 

[video]http://www.youtube.com/watch?v=B08BAHGJ_bM&feature=related[/video]


B Y S M I L E R


კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 698 | დაამატა: ♥smiler♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 10
2012-03-29 Spam
nini gejadze, hehe happy madloba love