მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » აგვისტო » 18 » My Favorite Place❤
7:10 PM
My Favorite Place❤
MFavorite Place


როცა კონკურსის თემა გავიგე, ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ იმაზე, თუ რომელ ქალაქზე დავწერდი. უკვე წლებია, რაც რიო დე ჟანეიროზე ვგიჟდები და ჩემი საყვარელი ადგილების ჩამონათვალში ის ყოველთვის პირველ ადგილს იკავებს.

ვგიჟდები ამ ქალაქის ხედებზე, კორკოვადოს მთაზე მდგარ განთქმულ ,,მხსნელი ქრისტეს'' ქანდაკებაზე, რომელიც ქალაქის სიმბოლო და ახალი დროის შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთია და მსოფლიოს ყველაზე ცნობილ პლაჟ_კოპა კანანაზე. 

 ჩემი ყველაზე დიდი ოცნება რიოს კარნავალზე დასწრებაა. ვგიჟდები ამ დღესასწაულზე. ყველასგან გამორჩეული და საინტერესოა. 

სანამ უშუალოდ თემის კითხვას დაიწყებდეთ, 'სამბას სამშობლოდ' წოდებული ქალაქის შესახებ, კარგი იქნება, თუ რიოს ოფიციალურ სიმღერას_"Cidade Maravilhosa"-ს_ჩართავთ: (ვიდეოეს ვერ ვდებ, სამწუხაროდ, და იმედია, ამის გამო შენიშვნას არ მომცემთ :P) 

ქვეყანა: ბრაზილია

რეგიონი: სამხრეთ-აღმოსავლეთი

შტატი: რიო-დე-ჟანეირო

კოორდ: 22°54′30″ ს. გ. 43°11′47″ დ. გ.

მერი: ედუარდუ პაესი

დაარსდა 1 მარტი, 1565 წ.

ფართობი: 1 260 კმ²

სიმაღლე : 0 — 1 021 მ

მოსახლეობა: 6 323 037 კაცი (2010)

სიმჭიდროვე: 4 781 კაცი/კმ²

აგლომერაცია : 12 387 000

დროის სარტყელი: UTC-3, ზაფხულში UTC-2

ტელ. კოდი: +55 21

საფოსტო ინდექსი 20000-000

ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.rio.rj.gov.br/

დროშა                                          გერბი

 

         

მდებარეობა ბრაზილიაში


რიო-დე-ჟანეირო ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს შტატის დედაქალაქი და ბრაზილიის მეორე უდიდესი ქალაქი, მე-6 სამხრეთ ამერიკასა და 26-ე მსოფლიოში.მას შემოკლებით მოიხსენიებენ, როგორც რიო.


ორი საუკუნის განმავლობაში, რიო ქვეყნის დედაქალაქი იყო, სანამ 1960 წელს მის ადგილს ახად აშენებული ქალაქი ბრაზილია დაიკავებდა . ქალაქის მცხოვრებლებს კარიოკას უწოდებენ. ქალაქის ამჟამიდელი მერია ცეზარ მაია. რიოს ზედმეტსახელად „განსაცვიფრებელ ქალაქს" უწოდებენ (Cidade Maravilhosa).


რიო-დე-ჟანეირო მთელი სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე მონახულებადი ქალაქია. იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით ჩამწკრივებული ტურისტული სანაპიროებით კოპაკაბანა და იპანემა, ასევე იესოს გიგანტური ძეგლით ('Cristo Redentor') კორკოვადოს მთაზე, რომელიც 2007 წელს მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს, ასევე ყოველწლიური მარდი-გრას საკარნავალო დღესასწაულებით. რიო-დე-ჟანეირო 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატსა და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.


,,მხსნელი ქრისტეს'' ქანდაკება 


კრისტო-რედენტორი (პორტ. Cristo Redentor — „მხსნელი ქრისტე") — იესო ქრისტეს ცნობილი ქანდაკება, რომელიც მდებარეობს ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, კორკოვადოს მთაზე.


დღეს იგი რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. კორკოვადოს 710 მეტრიან მთაზე ქრისტეს უზარმაზარი ქანდაკების აღმართვის იდეა პირველად კათოლიკე მღვდელს — პედრო-მარია-ბოსს 1850-იან წლებში გაუჩნდა. მან დაფინანსებისთვის ბრაზილიის პრინცესას, იზაბელს მიმართა, თუმცა იზაბელი დიდად არ დაინტერესებულა მისი იდეით. უკვე 1889 წელს, როდესაც ბრაზილია რესპუბლიკად გამოცხადდა, პედროს სურვილის განხორციელება შეუძლებლად ჩანდა, რადგან ახალი კანონები მთავრობასა და ეკლესიას ერთმანეთისგან ყოფდა.

1921 წელს, ბრაზილიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიალის სამზადისისას, ქანდაკების აგების იდეა კვლავ გააჟღერა „რიოს კათოლიკეთა წრემ". ჯგუფმა ხელმოწერებისა და შემოწირულობების შეგროვება დაიწყო, რათა მთაზე ქანდაკების აღმართვა უზრუნველეყოთ. შემოწირულობები ძირიდადად ქალაქის კათოლიკეებმა გაიღეს. დიზაინერებმა მრავალნაირი პროექტი წარადგინეს — ქრისტე გაშლილი ხელებით — ჯვრის სიმბოლო, ქრისტე დედამიწის მოდელით ხელში და ა. შ. საბოლოოდ, „მხსნელი ქრისტეს" ქანდაკება ამოარჩიეს. ქანდაკების დიზაინერი ბრაზილიელი ეიტორ და სილვა კოშტა იყო, ხოლო მოქანდაკე — პოლონური წარმოშობის ფრანგი პოლ ლანდოვსკი, რომელმაც ქანდაკება პარიზში დაამზადა, რადგან ასეთი დიდი ქანდაკების შექმნა მთელი რიგი მიზეზების გამო, იმ დროისათვის ბრაზილიაში შეუძლებელი იყო, ამიტომ ყველა დეტალი და კარკასიც კი საფრანგეთში შეიქმნა. მშენებლობამ ცხრა წელს გასტანა (1922-1931) და 250,000 აშშ დოლარი დაჯდა. 1931 წლის 12 ოქტომბერს, ქრისტეს ქანდაკება საზეიმოდ გახსნეს. მისი სიმაღლე 32 მ-ია, თუ არ ჩავთვლით 7 მეტრიან კვარცხლბეკს, მარტო თავი იწონის 35,6 ტონას, ხელის თითოეული მტევანი 100 კგ-ს. მაცხოვარს ხელები 23 მეტრის სიგრძეზე აქვს გაშლილი.

მონუმენტის სანახავადაც ბრაზილიაში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის. ქანდაკებამდე მისასვლელად გაყვანილია რკინიგზა. ბრაზილიელთათვის ამ ქანდაკებას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. 2006 წელს, რიოს არქიეპისკოპოსმა ეუსებიო ოსკარ შეიდმა ქანდაკებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და მის ქვეშ კათოლიკეებს ჯვრისწერისა და ბავშვის მონათვლის უფლება მისცა.

2007 წლის 1 აგვისტოს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამოავლინეს მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება, სადაც ქრისტეს ქანდაკებამ მე-7 ადგილი დაიკავა.

2008 წლის 10 აგვისტოს, საშინელი შტორმის დროს, ქანდაკებას მეხი დაეცა, თუმცა ზიანი არ მიყენებია.


კარნავალი


რიოს ყოველწლიური უმნიშვნელოვანესი მოვლენაა კარნავალი. კარნავალის ტრადიციებს სავარაუდოდ ფრანგული და გერმანული გავლენა ეტყობა. ეს ჩვეულება პორტუგალიელებმა და ბრაზილიის სამეფო ოჯახებმა დაამკვიდრეს, რომელთაც ბურბონი და ავსტრიელი წინაპრები ჰყავდათ. თავდაპირველად, ეს სანახაობა მხოლოდ მაღალი საზოგადოებისათვის ეწყობოდა. XX საუკუნის პირველ ნახევარში შესამჩნევი გავლენა იქონია აფრიკულ-ბრაზილიურმა დასარტყამმა ინსტრუმენტებმა და მუსიკამ. რიო-დე-ჟანეიროს კარნავალის მრავალი არჩევანი აქვს. მათ შორისაა სამბას ცნობილი სკოლების აღლუმები სამბადრომზე და ქუჩის მსვლელობები, რომლებიც ქალაქის თითქმის ყველა კუთხეში იმართება. მათ შორის ყველაზე ცნობილია:

Cordão do Bola Preta: აღლუმები ქალაქის ცენტრში. იგი ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული კარნავალია. 2008 წელს, მხოლოდ ერთ დღეში, მას 500 000 ადამიანი ესწრებოდა.[92] 2011 წელს კი დაახლოებით 2 მლნ ადამიანი.

Suvaco do Cristo: მოაღლუმეთა ჯგუფები, რომლებიც ბოტანიკურ ბაღში, პირდაპირ ქრისტეს ქანდაკების მკლავებს ქვეშ ზეიმობენ. მისი სახელიც სწორედ ამ ფაქტიდან მომდინარეობს და Suvaco do Cristo „ქრისტეს იღლიას" ნიშნავს.

Carmelitas: ზეიმობენ სანტა-ტერეზას კვარტალში, საიდანაც უმშვენიერესი ხედები იშლება.

Simpatia é Quase Amor: ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აღლუმი იპანემაზე.

Banda de Ipanema:ყველაზე დამახასიათებელია იპანემისათვის. იგი დროისმტარებელთა ფართო მასებს იზიდავს, მათ შორის ოჯახებსა და სექსუალურ უმცირესობებს.

1840 წელს, პირველი ნიღბებიანი კარნავალი აღნიშნეს. წლების შემდეგ, კარნავალისთვის ტრადიციად იქცა მოკაზმული ტივები და კოსტიუმებში გამოწყობილი მოდღესასწაულეები. კარნავალს ბრაზილიური მუსიკის ისტორიულ ფესვებად მიიჩნევენ.






იმედი მაქვს, მოგეწონათ 

XOXO_Megi❤

კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 1029 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
2012-08-18 Spam
yochaag >><3