მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » აგვისტო » 17 » ♡ My Favorite City ♡
7:32 PM
♡ My Favorite City ♡
რომი
Rome



დროშა



გერბი



ქვეყანა: იტალია
სტატუსი:დედაქალაქი
რეგიონი: ლაციო
კოორდ.41°54′00″ ჩ. გ. 12°30′00″ ა. გ.
ქალაქის მერი: ჯოვანი ალემანო
დაარსდა: ძვ. წ. 753|21 აპრილი, ძვ. წ. 753
ფართობი: 1,285 კმ²
სიმაღლე: 20 მ
მოსახლეობა: 2,705,603 კაცი (2006)
სიმჭიდროვე: 2,105.5 კაცი/კმ²
დროის სარტყელი: UTC+1, ზაფხულში UTC+2
ტელ. კოდი06
საფოსტო ინდექსი: 00121 - 00199
ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.comune.roma.it





რომი (იტალ. და ლათ.: Roma) – იტალიისა და მისი ლაციოს რეგიონის დედაქალაქი; განლაგებულია ტიბრისა და ანიენის მდინარეების გარშემო, ხმელთაშუა ზღვასთან, 41° 54′ N, 12° 29′ E კოორდინატებზე. ქალაქი ვატიკანი, სუვერენული ანკლავი რომში, რომაული კათოლიკური ეკლესიისა და რომის პაპის საბრძანებელს წარმოადგენს.
რომი იტალიის უდიდესი ქალაქია და ამავე სახელწოდების ”კომუნა” აგლომერაცია ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში 120 კმ² ფართობით (ადვილად დაიტევდა დანარჩენ ცხრა უმსხვილეს იტალიურ ქალაქს: მილანს, ნეაპოლს, ტურინს, პალერმოს, გენუას, ბოლონიას, ფლორენციის, ბარისა და კატალინას, და ასევე ოთხ უმსხვილეს ევროპულ ქალაქს, როგორიცაა პარიზი, ბერლინი, სტოკჰოლმი და ბრიუსელი). ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2.546.807 (2004), აგლომერაციისა—დაახ. 4 მილიონი. რომის ახლანდელი მერია ჯოვანი ალემანო (2008).
რომის ეშპ შეადგენს 75 მილიარდ ევროს (ახალ ზელანდიაზე მეტი და იმდენივე რაც სინგაპურის - თუმცა სამივეს დაახლოებით თანაბარი მოსახლეობა ჰყავს). 2001 წელს რომის მუნიციპალიტეტმა გამოიმუშავა იტალიის მთლიანი ეშპ-ს 6.5%, რაც ყველაზე მაღალია იტალიის ქალაქთა შორის.





ტრანსპორტი:


აეროპორტები
რომს სამი ძირითადი აეროპორტი ემსახურება, აქედან ორი ”აეროპორტი დი რომას” კუთვნილებაა. რომისა და სრულიად იტალიის უდიდესი აეროპორტი ლეონარდო და ვინჩის სახელობისაა, თუმცა, რომის სამხრეთ-დასავლეთით, ფიუმიჩინოს კომუნაში მდებარეობის გამო, მას ხშირად ფიუმიჩინოს აეროპორტსაც უწოდებენ.
რომის უძველესი ჩიამპინოს აეროპორტი სამოქალაქო და სამხედრო მნიშვნელობით გამოიყენება. აეროპორტი რომის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩიამპინოს უბანშია აგებული.
მესამე, რომიდან ჩრდილოეთით 6 კილომეტრში განლაგებული ”აეროპორტო დელ ურბე” შედარებით მცირეა და უფრო მეტად აეროდრომის ფუნქციებს ასრულებს, ვიდრე აეროპორტისა. აქ ვერტმფრენები და კერძო, მსუბუქი თვითმფრინავებია თავმოყრილი.
მეოთხე, ”აეროპორტო დი ჩენტოჩელეს” საჰაერო კარიბჭე რომის აღმოსავლეთით ააშენეს, თუმცა ჯერ-ჯერობით ტერმინალებიდან ფრენები არ წარმოებს. აეროპორტი განკუთვნილია კომანდოსების მომსახურებისა და სამხედრო თვალსაზრისით. აეროპორტის დიდი ნაწილის სამოქალაქო ავიაციისთვის გამოყენების გეგმა უკვე შემუშავებულია.


საგზაო ტრანსპორტი : ავტობუსები ,ტრანვაი ,მეტრო.




მსოფლიოში არ არის ქალაქი, რომელიც თავისი ისტორიული და მხატვრული ფასეულობებით ჭარბობდეს იტალიის დედაქალაქს. საუკუნეების მანძილზე რომი დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი იყო. აქ ჩაისახა და განვითარდა რენესანსის ხანა, რამაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელს ევროპულ სივრცეზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და დღემდე ტურისტების უსაყვარლეს ადგილად რჩება. ალბათ ამიტომაც, რომში ყოველწლიურად 4 მლნ-ზე მეტი ტურისტი ჩადის, რათა ქალაქ-მუზეუმს ერთხელ მაინც შეავლოს თვალი.

ლეგენდის თანახმად, ქალაქი რომი ძვ. წ. აღ-ით 753 წლის 21 აპრილს, ტყუპებმა რომულუსმა და რემუსმა დააარსეს. ქალაქი ჯერ რომის სამეფოს, შემდგომ რომის რესპუბლიკის, ბოლოს კი რომის იმპერიის დედაქალაქი გახდა და საუკუნეების მანძილზე მსოფლიო დედაქალაქად მიიჩნეოდა.

ახლა იმ ღირშესანიშნაობებს გადავავლოთ თვალი, რომლებიც რომში ჩასულმა უნდა მოინახულოთ. უპირველესად ესაა რომის ერთ-ერთი სიმბოლო კოლიზეუმი- ყველაზე თვალსაჩინო ამფითეატრი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის 80 წელს აიგო და გლადიატორთა შერკინების საყურებლად მისულ 50 000 ადამიანზე მეტს იტევდა. კოლიზეუმუს შემდეგ, ქალაქის ყველაზე მთავარი და ძველი შენობებიც უნდა მოინახულოთ. სანახავი მართლაც ბევრია - პანთეონის ტაძარი, ფორუმი, კარაკალას აბანოები, წმ. პავლეს ტაძარი, კაპიტოლიუმის მუზეუმი, გალერეა ბირგეზე და ცესტიუსის პირამიდა. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ ღირშესანიშნაობებისა, რაც რომში გელით.

წარსულში მოგზაურობის შემდეგ გემრიელი ყავის დასალევად ნავანას მოედანზე მდებარე პატარა კეფეს ესტუმრეთ. გაისეირნეთ კამპო დეი ფორზე, მოინახულეთ პიაცა და სპანიო, რომლებიც ტურისტების საყვარელი ადგილებია.

რომის მთელი ხიბლის შესაგრძნობათ აუცილებლად უნდა მოინახულოთ წმინდა პეტრეს ტაძარი. ეს რანგით მეორე ტაძარია, რომის ოთხ მთავარ ბაზილიკათა შორის, ვატიკანის ჩათვლით. აქ არის დაკრძალული პეტრე მოციქული და ტაძარი ქრისტიანობის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ამ ულამაზეს ტაძარში არსებული ფრესკები მიქელანჯელოს მიერაა შესრულებული.

რომიდან წამოსვლამდე კი არ დაგავიწყდეთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსაც ესტუმროთ და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები შეაფასოთ. შოპინგისთვის კი, ვია დე კონდოტის ქუჩაზე ყველაზე ცნობილი დიზაინერების ბუტიკები მოინახულოთ და გარდერობი განაახლოთ.

ბოლოს, როცა დარწმუნდებით რომ რომის ყველა ღირშესანიშნაობა მოინახულეთ, ფონტანა ტრევის ეწვიეთ. ლეგენდის თანახმად, თუ ტურისტი ამ შადრევანში რკინის ფულს ჩააგდებს, იგი აუცილებლად დაბრუნდება რომში. დაგვერწმუნეთ, ამ საოცარი ქალაქის კიდევ ერთხელ ნახვის სურვილი ყველას აქვს. ამიტომაც ყოველდღიურად შადრევანში, ტურისტები დაახლოებით 3000 ევროს ყრიან.














ძალიან ბევრი ვიწვალეე,რადგან მომხმარებელი ვარ და სხვანაირად იდება სიახლე : )იმედი მაქვს მოგეწონებათ :*
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 736 | დაამატა: ano♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
2012-08-19 Spam
vaimee bavshveboo didi madlobaa :***