მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 17 » მოულოდნელი სიყვარული(დასასრული)
4:51 PM
მოულოდნელი სიყვარული(დასასრული)
ი 
იმედია მოგეწონებათ
დასკვნითი თავი!


ყოველ დღე უზომოდ ბედნიერი ვიღვიძებდი.ნიკა ყოველთვის სადარბაზოს კართან მხვდებოდა და ერთად მივდიოდით სკოლაში.ის ისეთი თბილი იყო,კეთილი და თავაზიანი.ადრინდელი წარომდგენები შემეცვალა,მე სულ სხვაგვარ ნიკასთან მქონდა ურთიერთობა.ძველი ნიკა სამუდამოდ გამქრალიყო, ის სრულიად ახალი ადამიანი იყო. 
ყოველთვის ვოცნებობდი ისეთ ადმიანზე ვინც დამიცავდა და ჩემზე იზრუნებდა,ის სწორედ ასეთი იყო.მისით იწყებოდა და მთავრდებოდა ჩემი დღე.ჩემთვის ჰაერი იყო,მის გარეშე არ შემეძლო. 
მარტივად რომ ვთქვათ ჩემთვის ნარკოტიკად იქცა,რომლის გარეშც ერთი წუთითაც კი ვერ ვძლებდი. 
ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა.დილით ადრე ავდექი,ჩავიცვი,ვისაუზმე და სასწრაფოდ ჩავირბინე კიბები.ნიკას ნახვის სურვილი მკლავდა,მაგრამ გასაოცარი რამ მოხდა,ის იქ არ იყო.ღამით მწერდა მაგრამ ამის შესახებ არ გავუფრთხილებივარ.საშინლად მოწყენილი გავეშურე სკოლისკენ,იმ იმედით რომ სკოლაში მაინც დამხვდებოდა,მაგრამ იმედი გამიცრუვდა.არც სკოლაში მოსულა არც ჩემს სახლთან გამოჩენილა.მობილური გამორთული ჰქონდა.საშინლად ვიყავი.სახლშიც დავურეკე,მაგრამ არავინ მიპასუხა. 
ცუდი წინათგრძნობა მქონდა,მოუსვენრად ვიყავი.მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს.მომდევნო რამდენიმე დღე სკოლაში მოხლოდ იმ იმედით მივდიოდი რომ შეიძლება ის იქ დამხვედროდა,მაგრამ არ ჩანდა.ასე გავიდა თითქმის ერთი კვირა.გიჟს ვგავდი,ვეღარ მცნობდნენ.თითქმის არც ვჭამდი და არც მეგობრებს ვეკონტაქტებოდი,გამუდმებით მობილურს დავცქეროდი და მის ზარს ველოდებოდი. 
ასეთ საშინელ გაურკვევლობაში განვლო რამოდენიმე დღემ. 
სავარძელში ვიჯექი.თვალები დახუჭლი მქონდა როცა მობილურის ხმა გაისმა.სასწრაფოდ ვეცი მობილურს და აკანკალებული ხმით ვუპასუხე: 
-გისმენთ 
-ანი ბრძანდებით? 
-დიახ,რა გნებავთ,-იმედი გამიცრუვდა ის არ იყო. 
-იცით მე ნიკას დედა ვარ,ელენე,-გული საშინლად ამიჩქარდა,ქალს ნამტირალები ხმა ქონდა. 
-გთხოვთ მითხარით სადა ნიკა გთხოვთ,-თითქმის ვკიოდი,-გემუდარებით მითხარით,რატომ დაიკარგა ამდენი ხნით. 

კარგა სნის დუმილის შემდეგ,მიუხედავად იმისა რომ ჩანდა ამის თქმა უჭირდა მაინც მიპასუხა: 
-ანი,არ ვიცი როგორ გითხრა.ეს ამბავი საშინელ დარტყმას მოგაყენებს ალბათ,მეც ძალიან ცუდად ვარ,მაგრამ უნდა გავუძლოთ,ერთად უნდა გადავიტანოთ, ნიკა ავარიაში მოყვა ერთი კვირის წინ,ძალიან მძიმედა,რამოდენიმე საათის სიცოცხლე დარჩა,შენი ნახა უნდა სასწრაფოდ უნდა მოხვიდე,-არაფერი მესმოდა,მობილური ხელიდან გამივარდა.საშინლად დაბნეული ვიყავი,საშინელ ტკივილს ვგრძნობდი.არ ვიცი ასეთ მდგომარეობაში რამდენი ხანი ვიყავი.მერე დედას ხმა გავიგონე: 
-ანი,დედი დროზე წამოდი,-თურმე მას გაეგრძელებინა ელენესთან საუბარი არადა ეს არც კი შემიმჩნევია,-უნდა წავიდეთ დე,ვიცი რომ ძალიან გიჭირს მაგრამ უნდა წავიდეთ ნიკასთან. 
ხმაამოუღებლად ავდექი და ქვემოთ ჩავედი.მანქანაში ჩავსხედით.სავადმყოფოში რომ მივედი ნიკა დედასთან მივედით,საშინლად გამოიყურებოდა.აქვითინებული მივარდი და ვუთხარი: 
-აქამდე რატომ არ გამაგებინეთ,რატომ?მე მის გვერდზე უნდა ვყოფილიყავ,რატომ არ შემატყობინეთ? 
-მას არ უნდოდა დატანჯულიყავი,-თავჩაღუნულმა მიპასუხა,-გთხოვ შედი და ნახე,გელოდება. 
სირბილით წავედი მისი ოთახისაკენ.კარი შევაღე და ფრთხილად შევედი.ის ისე სუსტად იყო,ძლიივს გაიღიმა ჩემს დანახვაზე.თავს ვიკავებდი რომ ბოლო ხმაზე არ მეღრიალა არ მინდოდა უფრო დამეტანჯა: 
-მოხვედი,ჩემო ანგელოზო,-თბილად შევხედე 
-ნიკა,მანამდე რატომ არ შემატყობინე,რატომ არ მიეცი დედაშენს უფლება ჩემთვის დაერეკა?,-დატანჯული თვალებით მიყურებდა 
-მაპატიე,მთავრია ახლა აქ ხარ.მინდა რაღაცას დამპირდე,არ იტირო ჩემს გამო გთხოვ , არვის დანახო ცრემლი შენს თვალებზე და გახსოვდეს მე მუდამ მეყვარები, გპირდები ბოლოს მაინც ერთად ვიქნებით დამიჯერე,-მისმა სიტყვებმა გამაოცა,-გთხოვ ახლოს მოდი,-თხოვნა შევუსრულე.საწოლთნ მივედი.თავისკენ მიმიზიდა.ტუჩებზე ნაზი შეხება ვვიგრძენი,ისე მკოცნიდა როგორც არასდროს,თითქოს მემშვიდობებოდა.ვგრძნობდი როგორ ნაზად მეხებოდა მისი ტუჩები,ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ეს იყო ბოლო კოცნა,ჩვენი ბოლო შეხება.ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.ნიკამ თვალები დახუჭა და აღარც გაუხელია,სამუდამოდ დამტოვა....ბოლო ხმაზე ვყვიროდი,მაგრამ ვეღარაფერს ვუშველიდი,მან სამუდამოდ დამტოვა და თან გაიყოლა ჩემი სულის ნაწილი.ცხოვრება თავზე დამენგრა... 

ამ დღიდან ყველაფერი შეიცვალა,საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი.სრულიად შევიცვალე,გავხდი ჩაკეტილი,მოვწყდი გარე სამყაროს,იშვიათად ვლაპარაკობდი.ვერავინ წარმოიდგენდა თუ ასეთ მდგომარეობაში ჩამადგებდა ნიკას სიკვდილი.ყველა ფიქრობდა რომ ის უბრალო გატაცება იყო ჩემთვის.აღარ მიხაროდა სიცოცხლე,მე ხომ აღარ მქონდა ამის მიზეზი. ასე უაზროდ განვლო ერთმა წელიწადმა.გონებაში გამუდმებით ჩამესმოდა ნიკას სიტყვები „ბოლოს მაინც ერთად ვიქნებით". სავარძელში ჩუმად ვიჯექი და ვნატრობდი სიკვდილის,იქნებ ეს იყო გამოსვალი,იქნებ ეს იყო გზა ნიკასკენ,თვალწინ გამუდმებით ნიკას სახე მედგა.სიკვდილი ისე ვინატრე როგორც არასდროს,თავლები მაგრად დავხუჭე და აღაც გამიხელია... სრული თავისუფლება ვიგრძენი...ბედნიერი ვიყავი ის ჩემთან იყო...
დაამწომა:Princess♥nina
კატეგორია: ♥ Love ისტორ.. | ნანახია: 760 | დაამატა: Forever | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2013-02-17 Spam
dzalian kargia ♥ sevdiani dasasruli iyo