მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 23 » მოთამაშე
4:10 PM
მოთამაშე

ჩანახატი,რომელმაც ჩემზე ძლიერად იმოქმედა
გთხოვთ აუცილებლად წაიკითხეთ



ეს ჩანახატი 4love.ge-ზე ვნახე,და აი ასე ვთქვათ მისი გავლენის სფეროდან დღესაც ვერ გამოვსულვარ..უბრალოდ უძლიერესია..<33 
წაიკითხეთ და თავად დარწმუნდებით...ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია..:))



ესეც მომდევნო ტკივილი,მომდევნო დარტყმა,ესეც მორიგი დაცემა.

ეხლა უკვე ჩემი თავი ცხოვრების სცენაზე ასული დავინახე.ვემორჩილებოდი,რეჟისორის წესებს,ყოველივე მოძრაობას მისი ბრძანებით ვასრულებდი.
ძალიან ჰგავდა ეს ყველაფერი რეალობას,აქაც ვარ ვალდებული ვემორჩილებოდე გარკვეულ წესებს.
აქაც მარიონეტად მაქციეს.უკვე ეს ყველაფერი არ მომწონს,მინდა კინომალე დამთავრდეს,
მინდა მორჩეს ცხოვრება,მაგრამ ამაოდ აქ წაქცეულსაც დაგაძალებენ ძირს იხოხიალო.
მე ალბათ ექსპერიმენტისთვის განკუთვნილ კურდღელს ვგავდი,რომელზეც ცდებს ატარებდნენ.
ჯერ ჩვილის როლი მათამაშეს,სადაც ვითომ და ვიზრდებოდი,ვითომ და ყველაფერი კარგად იყო,არადა ასაკთან ერთად მემატებოდა პრობლემებიც,უბრალოდ ბავშვობაში ყოველივე პრობლემა ყველაზე რთული მეგონა,
სანამ მართლა რთულს არ შევეჩეხე,ჰმმ სცენაზე ჯერ წყნარად ვარ,ამას ვუძლებ.




ალბათ ეგონათ რომ ეს როლი ბოლოს არ მომიღებდა ამიტომ შემდეგი როლი იყო უტვინო ბავშვის,სადაც მატარებდნენ სკოლაში,
სადაც უტვინოდან ძერწავდნენ ვითომ და ჭკვიანს,თუმცა რა უნდა ესწავლებინა უმრავლესობა მასწავლებეს რაც თვითონ არ იციან.
მეც ისევ რეჟისორის მონად ვიყავი ქცეული და კვლავ ვუძლებდი,
ამიტომ ზუსტად ამან ბიძგი მისცა რეჟისორს რომ გაერთულებინა ჩემთვის სცენაზე ყოფნა,
ამიტომ დასარტყმელად უკვე გრძნობა აირჩია.გამაცნო მეგობრები,განმაცდევინა სიყვარული,ხოდა რა მერე მაგით?
გავიდა წლები და ისევ ყველაფერი წამართვა,კიდევ გავიდა წლები და დამცინა,
მიმახვედრა რომ ბავშვობაში რაც იყო სიყვარული,სიყვარული არ ყოფილა,
რაც იყო მეგობრობა ეგ მეგობრობა არ იყო,ეგ უფრო "ბარბი”ანობას ჰგავდა.არადა ბავშვის როლს ვთამაშობდი და რთული იყო.




რეჟისორი ანერვიულდა,რადგან მე მაინც ფეხზე ვიდექი,მაშინ ასაკს კიდევ 8 წელი მოუმატა,
სკოლიდან უნივერსიტეტში გადამიტანა და ხატვა დამაწყებინა,თუმცა მერე ინანა.რატომ?
იმიტომ რომ დამაწყნარებელ წამლად გამოვიყენე ხატვაც,თუმცა ეგ გვერდზე იყოს და უფრო ცუდი ის იყო,
რომ უფრო მაგარი მეგობრები მაჩუქა,უფრო დიდი სიყვარული მომიყვანა და მაგრძნობინა რომ რა იყო თურმე სიყვარული,
რა იყო თურმე მეგობრობა,მაგრამ აქაც მოახერხა დარტყმა.მეგობრებს ნელ-ნელა აქრობდა,
ცხოვრებას ნელ-ნელა მიმძიმებდა,უნივერსიტეტში კი სულიერად მკლავდა.
სულიერ სიკვდილს კი ისევ ხორციელი მერჩივნა,მაგრამ მე ამას არ მეკითხებოდა.



გაგეცინებათ და ცრემლიანს,ამასაც ვუძლებდი,თუმცა მუხლებ დაჩოქილი უკვე,მუხლებ გაკაწრული.

ამიტომ შემდეგი როლი უფრო გამირთულა,სადაც მიწასთან გამასწორა.
ყველაფერი მომცა და ასაკს კიდევ 50 მიუმატა,და როდესაც ყველაფერი ძალიან კარგად იყო მაშინ მითხრა:
”ეხლა კიდევ მკვდრის როლი მითამაშე”.
გამეცინა და უბრალოდ უსიტყვოთ მიწასთან გავსწორდი.მანაც დაიჯერა და კინოს გადაღება დახურულად გამოაცხადა,
მე კი ჩემი ბედნიერებისთვის ვიბრძვიდი,მე კი ჩემი კეთილდღეობა მინდოდა,
ამიტომ მიწასთან გასწორებულს,თავიდან წამოვდექი,მივედი და ვუთხარი
-იცი,რატომ წავიქეცი?რადგან თავიდან მესწავლა ადგომა.
იგი გაოცდა,გაცოფდა.ბოლოს სულში დანა ჩავასე და ვუთხარი :
"ბედო,ეხლა შენი ჯერია ითამაშო ჩემ მიერ განკუთვნილი როლები”




არ ვიცი თქვენზეც ისევე იმოქმედა თუ არა როგორც ჩემზე,ამიტომ დაწერეთ კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილება :*
 დაამოწმა:Perfectly♥Lady

კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 735 | დაამატა: N♡IAN | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 6
2013-04-24 Spam
Momewona!!!!!!!!!