მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 30 » მორიგი...♥
9:57 AM
მორიგი...♥

როგორ დავიწყო ან რა დავიწყო … როგორ ვთქვა და გამოვხატო… ვეცდები.
მხოლოდ ერთი შეცდომა, ერთი ამოსუნთქვა და ყველაფერი იწეწება,კვდება. უსასრულობამდე მიდიხარ და მტოვებ. რომ გეთქვა წავალ და მალე დავბრუნდებიო – დაგელოდებოდი. მაგრამ რაა, აზრი ? ერთხელ მაინც, რომ მოგეხედა უკან, ჩაგეხედა თვალებში და სიღრმისებულად გეთქვა სიტყვები…
– ყველაფერში დაგიჯერებდი. დავრწუმდებოდი,რომ როდესაც ვერ დაგინახავდი ჩემთან მაინც იქნებოდი. კვლავ ისევ ისე გავიგებდი შენ ხმას და .. და ? და სიჩუმე დაარღვიე და მარტოობა დააიმედე.
– აგიყოლია გრძნობებმა?
– შეგაშინა?
– ნუთუ, გრძნობების შეგეშინდა ?
– პესიმისტი… ? რეალისტი…? ოპტიმისტი… ?

რა გითხრა,როგორ გითხრა… წახვედი. ყველაფერი თქვი, მაგრამ არაფერი გითქვამს. არ მეგონა, შენ თუ ოდესმე რამის შეგეშინდებოდა, ახლა მგონია, რა სუსტი ხაარ ! ვერც დასასრული და ვერც დასაწყისი მოგიძებნე.

დრო კი მიდის მაგრამ … მაგრამ ? უთქმელად დამტოვე…
იცვლება ყველა და ფერი. ადამიანები, რომლებსაც ვიცნობდი,ვიცნობ და გავიცნობ ალბათ. იცვლება გზა, იცვლება ქუჩაც სადაც ვცხოვრობდი, იცვლება ადგილი, იცვლება ხმა, ყველაფერი. იცვლება დრო და მეშინია. იცვლება გრძნობები.
იკარგები.
წყდება აზრი.
ფურცელი იფხრიწება.
მელოდია ილევა.
გეშინია მზის.
ბიჭი ცეკვავს.
ბიჭი ? ჰო, რომელსაც უყვარს ის.
„ის" ? – არის გოგო …
გოგო ? რომელსაც შეუძლია ფრენა, (ბანალურია მაგრამ მაინც)
უყვარს.
უყვარს? მას ის.
მას? ბიჭი. ის? გოგო.
უყვართ მათ მათი.
საბოლოოდ სხეულზე ნახშირორჟანგი შემომეხია. მზერა დაიკარგა ჩემდა ქვეყნად, აღარ ვჩანდი ადამიანად, ვჩანდი უხილავ წერტილად რომელსაც ვერ ხედავენ, მაგრამ გრძნობენ. სული გამეყინა, თითები გამეთოშა .. დღეიდან ვტოვებ მიწას.
და …
გულიც ….

მოიცა, აქ ხარ?
გხედავ?
მოიცა ტირი ?
შენ ტირი .. ?
მოხვედი ?
მართლა?
ვაიმე, გავოცდი.
აუ, მე რომ წავედი ? არ გეწყინოს რა…
მოდი რა მალე.
გელოდები აქ, მიყვარხარ.


დაამოწმა და გააფორმა:Ani-Lile
  
კატეგორია: ♥ ჩემი შემოქმედება | ნანახია: 808 | დაამატა: StillBelieber | ტეგები: #2 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
2012-07-06 Spam
vaime <# es shenit dawere/? :O <3 vaimee <33 ra kaia <3