მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » More than a kiss. part 3
11:10 PM
More than a kiss. part 3
MoRe ThAkIsS
PaR3
Feith is taking the first step, 
even when you don't see the whole staircase..

პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ კითხულობთ ჩემს მოთხრობას, განსაკუთრებული მადლობა კომენტარების ავტორებს, შევეცადე თქვენი შენიშვნები გამეთვალისწინებინა, იმედია გამომივიდა.. რაც შეეხება პერსონაჟებს, იცით რომ მთავარ როლში ლუსი ჰეილია, რაც შეეხება მის მეწყვილეს გადავწყვიტე მისი რეალური პარტნიორის, კრისის ნაცვლად ზაკ ეფრონი ყოფილიო, იმედია მოგეწონებათ :*

დედას დაველაპარაკე და შეთანხმების მიუხედავად გადაწყდა, რომ სანამ ნინა ლოს ანჯელესში დარჩებოდა, მანამ მეც მამასთან ვიცხოვრებდი..
ორმა დღემ ისე სწრაფად გაიარა, რომ ვერც კი შევამჩნიე..
-ნინა ადექი!-თავზე დავადექი ნინას მაღვიძარას ხმის გაგონებისთანავე, ის კი მეორე მხარეს გადაბრუნდა-ნინა!-დავუძახე კიდევ ერთხელ, მაგრამ ყურადღება, რომ არ მომაქციე ლარნაკს ვწვდი და წყალი თავზე დავასხი
-ლუსი!!-წამოხტა გაცოფებული ნინა-იცოდე ამას ასე არ დავტოვებ-წამოდგა და გამომეკიდა, მე კიდე ქვემო სართულზე ჩავირბინე, თან მეცინებოდა და მიხაროდა, რომ მშობლების გაყრის შემდეგ ჩემს სახლში მხიარულება კვლავ დაბრუნდა, სამზარეულოში შევირბინე და მე და ნინამ მაგიდის ირგვლივ დავიწყეთ კატა-თაგვობანას თამაში..
-რა ხდება გოგონებო?-გაოგნებული მამა შემოვიდა ოთახში, მე და ნინა კი ერთმანეთს გადავეხვიეთ და სულელი ბავშვის სახეებით დავუწყეთ ყურება
-რა უნდა მომხდარიყო მა?)) შენთან მოსასალმებლად ჩამოვედით-მივედი, ლოყაზე ვაკოცე და ზემო სართულზე ავირბინე, ნინამაც აკოცა და მალე ისიც უკან გამომყვა
-ამჯერად გადამირჩი-სააბაზანოში მომღიმარი ნინა შემოვიდა.
-მაგიტომ მიყვარხარ-ვაკოცე ნინას და დაბანე განვაგრძე.
დავიბანეთ, ჩავიცვით, ვისაუზმეთ და სახლიდან სასწრაფოდ გამოვვარდით, სკოლაში მამამ მიგვიყანა, მაგრამ ჩვენნაირი ზოზინა ხალხის წყალობით სკოლის პირველივე დღეს დაგვაგვიანდა, ერთადერთი, რის გამოც სკოლაში შესვლა არ მიხაროდა ჟასმინის არყოფნა იყო, საბრალოს ბებია გაუხდა ავად და კიდევ რამდენიმე დღე მოუწევდა სოფელში დარჩენა..:(
მე და ნინა სააქტო დარბაზისაკენ გავეშურეთ, დირექტორს თავისი სიტყვა დასრულებული ჰქონდა, მის გვერდით კი..
-ლუსი ის ხომ..
-ამ ტიპს აქ რა უნდა?-სიტყვის დასრულება არ ვაცადე ნინას
-არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს დირექტორის სიმპატია დამსახურებული აქვს-თვალს არ ვაცილებდი და მართლაც, დირექტორი ისეთი კმაყოფილი სახით ესაუბრებოდა რაღაც თემაზე, რომ ასეთ კარგ ხასიათზე ჯერ არ მინახავს
 სააქტო დარბაზი თანდათან  მოსწავლეებისაგან იცლებოდა, ამასობაში ზარიც დაირეკა, მე და ნინამაც კლასში შესვლა გადავწყვიტეთ, რომ დირექტორმა შეგვამჩნია და თავისთან გვიხმო:
-ლუსი! გაიცანი ეს ზაკია, ჩვენი ახალი მოსწავლე, ზაკ! ეს ლუსია სკოლის თვითმმართველობის წლევანდელი პრეზიდენტი, იმედია ერთმანეთს კარგად გაუგებთ, რადგან ერთად მუშაობა მოგიწევთ
-ძალიან სასიამოვნოა-ხელი გამომიწოდა ზაკმა, ისე თითქოს ერთმანეთს არც ვიცნობდით, გაბრაზებულმა  მისი მხრიდან თავაზიანობის ეს ჟესტი არაფრად ჩავაგდე და დირექტორს მივუბრუნდი:
-კი, მაგრამ რას ნიშნავს ''ერთად მუშაობა მოგიწევთ’’?
-ადრე, რომ მოსულიყავი ყველაფერს გაიგებდი-თავი დავხარე, არადა, ჩვეულებრივ დაგვიანება არ მჩვევია-მაგრამ არაუშავს-განაგრძო დირექტორმა-საქმე ისაა, რომ ეს სკოლა ზაკის მამამ შეარჩია, ის კი ჩემი საუკეთესო მეგობარია, თანაც უარი ვერ ვთქვი ისეთი პერსპექტიული მოსწავლის ჩვენს სკოლაში გადმოსვლაზე, როგორიც ზაკია: მალე მისი სადებიუტო ფილმი გამოვა, რომელიც საკმაოდ ფართო მასაზეა გათვლილი.. რადგან მას უკვე აქვს ცნობილ და გამოცდილ მსახიობებსა და რეჟისორებთან მუშაობის გამოცდილება, გადავწყვიტე ჩვენს სკოლაში ახლადგახსნილ თეატრალურ კურსს ის ჩაუდგეს სათავეში, ამიტომ გადაწყვეტილებების მიღება ერთად მოგიწევთ
-ძალიან საინტერესოა-ცინიკურად გავიღიმე და ზაკს გაბრაზებული თვალები მივაპყარი, ჩემი სახის დანახვაზე გაეცინა, მაგრამ ხმა არ ამოუღია
-ახლა კი ზარი დაირეკა და შეგიძლიათ კლასებში შეხვიდეთ
-ზუსტად ვიცი, რომ შენი და ეშლის მოფიქრებულია, მაგრამ არაფერი გამოგივათ-გამოსვლისთანავე პირში მივახალე, რასაც ზაკზე ვიქრობდი
-და იქნებ მითხრა მე და ეშლიმ რა მოვიფიქრეთ?
-კარგი რა, არ გიხდება ეს ირონია, ვიცი, რომ ეშლი ვერ მიტანს და ჩვენი უკანასკნელი შეხვდერის შემდეგ არამგონია შენც გულზე გეხატებოდე
-ეგ შეგიძლია ჩემს სასქესო ორგანოს უთხრა, მე რაც შემეხება შენთან არანაირი პრობლემა არ მაქვს-მის სიტყვებზე ნინა ლამის სიცილით გაიგუდა, 
გაბრაზებულმა ახლა მასზე გადავიტანე ყურადღება, ნინამ ხელები მაღლა ასწია, იმის ნიშნად გნებდებიო
-მისმინე-მივუბრუნდი ზაკს-მე სკოლის პრეზიდენტი ვარ, შენ კი თეატრალურის ლიდერი, ასე რომ ვერაფერს შევცვლით, მაგრამ გიკრძალავ საჭიროების გარეშე ჩემთან 10 მეტრის მანძილზე მოახლოებას, სასურველი იქნება თუ მხოლოდ საქმეზე მოვითათბირებთ გასაგებია?!
-დაამთავრე?
-როგორ?!
-ანუ კი! ეხა მე მომისმინე, თავში ნუ აგივარდა ერთი-ორჯერ, რომ გაკოცე-სიმართლე გითხრათ მისგან ამ სიტყვების მოსმენამ ძალიან გამაოცა- ცენტრალური ფიგურა ნამდვილად არ ხარ, არც ამ სკოლაში და მითუმეტეს ჩემს ცხოვრებაში- შებრუნდა და წასვლა დააპირა, მალე ისევ მომიბრუნდა და მითხრა:-ნურავისში შეგეშლები, იმ კატეგორიის ბიჭებს არ ვეკუთნი, ალბათ ფეხებს, რომ გიკოცნიან, მაგრამ რადგან ჩვენი ურთიერთობა შენი დაწყებულია, ალბათ ინიციატორიც თვითონა ხარ, აბა შენნაირ უჟმურს ვინ შეგიყვარებს?-მისი სიტყვები გულზე ძალიან მომხვდა, ჯერ ერთი გამოვიდა, რომ ბუზი სპილოდ ვაქციე და კიდევ ერთი მტერი შევიძინე, მეორე: ზაკი ჩემზე ალბათ ყველაფერ საშინელებას ფიქრობდა და მესამე, რაც ყველაზე მეტად მტკენდა გულს ის იყო, რომ ზაკი მართალია, ჩემი ძლიერი და აქტიური სახის მიღმა მარტოსული ადამიანი იმალება, პირველ რიგში ეს მშობლების დაშორების გამო იყო, მეორე: დავკარგე ჩემი უსაყვარლესი მეგობარი ეშლი, რომელიც  ლამის უდიდეს მოწინააღმდეგედ იქცა, რადგან წამართვა დეივიდი, ბიჭი, რომელიც ცხოვრებაში პირველად მთელი გულით შემიყვარდა, ახლა კი, როცა ზაკისაგან მოვისმინე თუ რას ფიქრობდა ჩემზე, თავი საშინელ ადამიანად წარმომიდგა, ადამიანად, რომლის მიზეზიც იყო საკუთარი მარტოობა, ეს ყველაფერი ჩემთვის მართლა მძიმე გადასატანი იყო და მიუხედავად დიდი მცდელობისა ტირილის შეკავება მაინც ვერ შევძელი, საბედნიეროდ ნინა კლასში იყო შესული, დერეფანი კი ცარიელი, არ მინდოდა ვინმეს ასეთ დღეში ვენახე, ამიტომ სკოლიდან პირდაპირ სახლში წამოვედი და ოთახში ჩავიკეტე, 
ნინას მივწერე, რომ თავი ამტკივდა და სკოლაში ვეღარ გავჩერდი, ჩემზე ძალიან ნერვიულობდა და ამიტომ სკოლის დამთავრების შემდეგ პირდაპირ სახლში დაბრუნდა, მიყვებოდა როგორი აღფრთოვანებული იყო ახალი სკოლით, როგორი ბედნიერია, რომ აქ ჩამოსვლა გადაწყვიტა, ჩემის მხრივ მეც ვიზიარებდი მის სიხარულს, მაგრამ ჩემს ყურს ისევ ზაკის სიტყვები ესმოდა, გული კი იმავე ტკივილს გრძნობდა.. არ მინდოდა ზაკის სიტყვებისთვის ამდენი ყურადღება მიმექცია, მაგრამ არ გამომდიოდა, ასეა თუ ისე მე დანებებას არ ვაპირებდი, არც ნინასთვის და მითუმეტეს არც სხვებისთვის არ მითქვამს ჩემი და ზაკის საუბრის შესახებ.
  ძლივსძლივობით ეს გაწელილი დღე 'გადავაგორე', თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ სკოლის დაწყების მეორე დღე რამით სჯობდა პირველს, უპირატესად იმის გამო, რომ მივხვდი: ''ჩემსა და ზაკს შორის შეუპოვარი ბრძოლა დაიწყო!!...''
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 661 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9
2012-12-02 Spam
Umagresia ))