მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » აგვისტო » 8 » More than a kiss
1:14 PM
More than a kiss
-სიმართლე თუ მოქმედება?-მკითხა ეშლიმ, როცა ბოთლი ჩემსა და მას შორის გაჩერდა

-მმ.. მოქმედება-ამის გაგონებისას ანამ აქეთ-იქით მიმოიხედა და პარკის ერთერთ კუთხეს დაჟინებით დააცქერდა, შემდეგ კი სახეზე ღიმილი გამოეხატა და კმაყოფილმა მითხრა:

-ესე იგი მოქმედება აირჩიე ხო ლუსი? მაშინ აი იმ ბიჭს, მარტო რომ მოდის ტუჩებში უნდა აკოცო-ამის თქმა და ბავშვების ოვაციები ერთი იყო, ამან ცოტა არ იყოს გამაბრაზა, თან ბოლო დროს ეშლისთან არც ისე კარგი ურთიერთობა მქონდა და გაბრაზებულმა გამოვაცხადე, რომ უცნობს არავითარ შემთხვევაში არ ვაკოცებდი

-ეშლი შენ ვერ ხარ ხო? იმ ბიჭს არც კი ვიცნობ!!

-აუ ლუსი მიდი რა.. და დროზე გავაგრძელოთ თამაში, მოქმედება შენ თვითონ არ აირჩიე?-მითხრა სელენამ, რომლის ატანა სიმართლე რომ გითხრათ არ მქონდა მაგრამ რას ვიზამდი, თამაშში ხომ ბედი არ მწყალობს, მეც სიტყვაუთქმელად ავდექი და იმ ადგილისკენ წავედი საითაც ეშლიმ მიმითითა. უცნობი ბიჭი,რომლის საკოცნელადაც 'გამაგზავნეს' ჩემი ხნის ან ჩემზე ერთი-ორი წლით უფროსი იქნებოდა, ღია ფერის თმა თმა ჰქონდა, მაღალი იყო, სიმართლე გითხრათ ძალიან მესიმპატიურა და კარგად ჩაცმულიც იყო, ყურსასმენები ეკეთა და გზას თავისთვის მიუყვებოდა, ერთი მაგრად ამოვისუნთქე, თავი მაღლა ავწიე და თამამი ნაბიჯებით პირდაპირ იმ ბიჭისაკენ წავედი, ვცდილობდი გამეღიმა, მაგრამ ეს ღიმილი სრულიად უაზრო იყო, ბიჭისთვის აქამდე არასოდეს მეკოცნა და არ მინდოდა ეს ვიღაც უცნობთან მომხდარიყო, თუმცა ერთი კოცნის გამო რა დაშავდება,. როცა მე და უცნობი ბიჭი ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით არ ვიცოდი როგორ დამეწყო და უბრალოდ მივესალმე:

-hi!

-hi!-სახეზე სასიამოვნო გაკვირვება შეეტყო- გიცნობ?-ცოტა ხანი ხმა არ ამომიღია, უბრალოდ ვიდექი და ვფიქრობდი რა გამეკითებინა, მან კი თავი გვერდულად გადახარა,სახეზე საოცარი ღიმილი გადაეფინა და ჩემს თვალებს დაჟინებით დააცქერდა, მეც აღარ დავაყოვნე,რაც უფრო სწრაფად ვიმოქმედებდი და გავეცლებოდი იქაურობას მით უკეთესი იყო, ამიტომ მისი თავი ჩემს ხელებსშუა მოვაქციე და მთელი გრძნობით ვაკოცე,


ოღონდ ეს რა გრძნობა იყო თვითონაც არ ვიცი, ამის შესახებ მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ მინდოდა ეს წუთი სამუდამოდ გაგრძელებულიყო, კოცნაზე მანაც კოცნით მიპასუხა, მაგრამ პირველი თვითონვე მოეგო გონს, ჩემი თავი მის ხელებსშუა მოაქცია, და სახე ოდნავ უკან გასწია, დაახლოებით 3-4 სანტიმეტრი თუ გვაცილებდა ერთმანეთისაგან:

-და ამას რა დავარქვა?(უცნობი)

-არ ვიცი! უბრალოდ ბოდიში მოპარული კოცნისთვის-და უკან შევბრუნდი, რომ დანარჩენებთან დავბრუნებულიყავი, მაგრამ მან ხელი მაჯაზე მომკიდა, მისკენ მიმატრიალა და მითხრა:

-არ ვიცი ამას როგორ გამიგებ, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე მოხიბვლელ ქურდს ნაქურდალს ვერ გავატან

-რა?-მხოლოდ ამის კითხვაღა მოვასწარი,რომ მისი ტუჩები ჩემსას შეეხო, მეორე კოცნა ბევრად უფრო მომეწონა, ვიდრე პირველი და დიდად არც გავძალიანებივარ, მაგრამ გულში მაინც ვბრაზობდი,რომ რაც არ უნდა მეწოდებინა ამ კოცნისთვის გამოდიოდა, რომ მან ძალით მაკოცა, რის გამოც შევძელი, თავს მოვერიე და მოვიშორე,შემდეგ კი რაც ძალი და ღონე მქონდა სახეში გავარტყი და ჩქარი ნაბიჯებით უკან გამოვბრუნდი

-მწარე ხელი გქონია ქურდბაცაცავ :დ

-ჯანდაბაშიც წასულხარ-ის უკან მომყვებოდა და მალე ჩემს წინ მოჩვენებასავით გამომეცხადა

-კი მაგრამ პირველმა თვითონ არ მაკოცე, ეს სილა რაღას ნიშნავდა?

-ჩემი ნება რომ ყოფილიყო შენს კოცნას ძაღლისთვის კოცნას ვამჯობინებდი-უკვე ცოფებს ვყრიდი

-მემგონი შუბლზე იარაღი არავის მიუდია, მითუმეტეს მე:)

-და მაინც იდიოტი ხარ!!

-რატომ? იმიტომ ხომ არა რომ კოცნა იმაზე მეტად მოგეწონა, ვიდრე ელოდი-მისთვის არაფერი მითქვამს, რადგან ამ დროს უკვე ჩემს მეგობრებთან ვიყავი, ჩანთას ხელი დავავლე და იქიდან წასვლას ვაპირებდი, რომ ეშლიმ 'უცნობი' იცნო:

-კრის? აქ რა გინდა? როდის ჩამოხვედი?

-ერთი წუთი თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ?-შევაწყვეტინე ხვევნა-კოცნა

-კრისი ჩემი დეიდაშვილია, მემგონი ოდესღაც მასზე გიყვებოდი კიდეც(ელენა)

-მაშინ შენ ჩემი მეგობარი იყავი, მაგრამ ახლა აღარ ხარ და იცი რატომ? სწორედ ისეთი საქციელის გამო, რომელიც როგორც ჩანს ახლაც შემოგრჩა!

-ჰეი გოგონებო, მეც აქ ვარ-წამოიძახა კრისმა და ჩვენს შორის ჩადგა

-კრის გაიწიე! რაზე ლაპარაკობ ლუსი მართლა ვერ ვხვდები?-მიამიტის გამომეტყველებით იკითხა ეშლიმ, რამაც კიდევ უფრო გაღიზიანა

-კარგი რა, ვითომ ახლა შეამჩნიე შენი დეიდაშვილლი რომ იყო, იცი რას გეტყვი ჯანდაბაშიც წასულხართ შენც და შენი დეიდაშვილიც!-ისეთი გაბრაზებული ვიყავი,რომ არც ვიცოდი რას ვამბობდი და რას ვაკეთებდი, უბრალოდ გიჟივით გამოვვარდი იქიდან და სახლისკენ გავიქეცი, როცა მივედი არავინ დამხვდა, როგორც ჩანს დედა სამსახურში იყო, ან სტეფანს ხვდებოდა, არც ჟასმინი, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო ჩემს გვერდით, ბებიასთან ისვენებს ორლანდოში და ლოს ანჯელესში 3 დღეში, მეორე სემესტრის დასაწყისისათვის ჩამოვა.

მარტოობამ უფრო გამაგიჟა, ტირილს არ ვაპირებდი, უბრალოდ გაცოფებული ვიყავი და ოთახში იქით-აქეთ ბოლთას ვცემდი, ყველაფერი ეშლის ბრალი იყო, არადა ლამის მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული, საუკეთესო მეგობრებიც კი ვიყაით, მასთან ურთიერთობა რომ არ დაეწყო.. თუმცა ახლა რაღა აზრი აქვს ამაზე ლაპარაკს, ყველაფერი მორჩა დეივიდთანაც და ეშლისთანაც, მაგრამ გული ძალიან მწყდება, თითქოს შიგნიდან რაღაც მწვავს, რაღაც მღრღნის და იმავდროულად ნაბიჯის გადადგმის საშუალებასაც არ მაძლევს- ამაზე ვფიქრობდი, რომ საწოლზე დავეხეთქე და დღევანდელი დღით დაღლილ დაქანცულს ადგილზევე ჩამეძინა.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 793 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 121 2 »
2012-12-22 Spam
axla daviwye kitxva kargia,magram imedia shemdeg tavebshi meti suratebia...