მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 35

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1552

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1058

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 2 » მოხუცი
11:02 AM
მოხუცი
მოხუცი
კიდევ ერთი ჩანახატი



-რომ შეგეძლოს რას შეცვლიდით?დაბალი ხმით კითხა ახალგაზრდა გოგომ გვერდზე მჯდომს,რომელსაც სახე დანაოჭებული ქონდა. ბეჭებში მოხრილი იჯდა. ხელები მუხლებზე ქონდა დალაგებული. ღრმად სუნთქავდა. ცისფერი თვალები ქონდა მოხუცს. ზღვის მსგავსი თვალები. თვალები ოდნავ მოჭუტა,მარცხენა წარბი ზევით აწია. მარჯვენა ხელი ნიკაპზე მოისვა. ერთი ამოიოხრა და დაბალ ხმაზე თქვა.-არაფერს. მერე ცისფერი თვალები დაბლა დაწია. თითქოს ცდილობსო თვალებზე მომდგარი ცრემლები დაუმალოსო ახალგაზრდა თანამოსაუბრეს. მეერე ისევ გაუსწორა თვალები უსასრულობას და ოდნავ ჩახრეწილი ხმით თქვა :-შეცდომებზე სწავლობენ ბაბუ. ეს შეცდომები რომ არა მე დღეს ასეთიც ვერ ვიქნებოდი.ახალგაზრდა გოგოს სახეზე სიამოვნება დაეტყო, შემდეგ ტუჩები დაისველა. ხელში პატარა რვეული ეჭირა კალამით რაღაც ჩაიწერა. ისევ გაუწორა თვალები მოხუცს :-სიკვდილის გეშინიათ ? ჩურჩულით უთხრა . თითქოს პირველი სიტყვის წარმოთქმა შერცხვაო.-სიკვდილის არასდროს არ მეშინოდა. დაბერების კი. მაგრამ ადამიანი ყველაფერს ეგუება. დამიჯერე სიკვდილსაც შევეგუებით და ძაღლურ ცხოვრებასაც.-ყველაზე ძნელად რას შეეგუეთ? ჩაეძია ახალგაზრდა გოგო.-ცოლის სიკვდილს. ისევ დახარა მოხუცმა თვალები.-დიდიხანია რაც გვერდით აღარ გყავთ?-ორი წელია.-რომ შეგეძლოთ ცხოვრების რომელ პერიოდში დაბრუნდებოდით?-ჩემი დრო გასულია ბაბუ. არ დავბრუნდებოდი. იმიტომ რომ ეხლა თქვენი ჯერია, რომ იცოცხლოთ.-ყველაზე დასამახსოვრეებელი მომენტი მომიყევით თქვენი ცხოვრებიდან. ღიმილით კითხა ახალგაზრდამ.-1949 წელი იყო. მეორე მსოფილიო ომი ახალი დამთავრებული და ფაქტიურად ყველაფერი განადგურებული იყო . ჰაერშიც კი ომის საშინელი და სიხლის სუნი იყო.ბუნებაც კი გრძნობდა იმ საშინელ ტკივილს რაც ფაშიზმის განადგურებას მოჰყვა.მე 25 წლისვიყავი. დილით ადრე გამოვედი სახლიდან… ნელა მივაბიჯებდი ქუჩაში და იმ საზარელ სურათს ვუყურებდი რაც ირგვლივ იყო. ყველგან ერთიდაიგივეს გამეორება ხხდებოდა. თითქმის ყველა ერდიდაიმავეზე ლაპარაკობდა… საშინელ მტვრის და სისხლის სუნში საოცარი სუნი ვიგრძენი.. შორიდან ახალგაზრდა გოგო მოდიოდა. 19 წლის იყო. წითელი , სისხლის ფერი კაბა ეცვა. შავი ფეხსაცმელი. გრძელი თმები ქონდა დაწნილი… შორიდანვე ეტყობოდა ის სილამაზე რამაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. იმ დღეს გავიცანი ჩემი ცოლი. იმ დღის მერე დაიწყო ჩემი ნამდვილი სიცოცხლე. იმ დღის მერე გავიგე ყველაფრის ფასი. მანამდე კი ყველაფერი ძალიან უბრალო , ძალიან ერთფეროვანი მეჩვენებოდა. მან მასწავლა ყველაფერი. და მისი დამსახურებით მოვაღწიე დღემდე. ისევ აუცრემლიანდა თვალები. ისევ აღელვდა მისი ცისფერი თვალები. ისევ აუთამაშდა ნიკაპი. ისევ დაეჭიმა დანაოჭებული შუბლი. ისევ დახარა თვალები და ისევ გაექცა ცნობისმოყვარე ჟურნალისტის ყურებას.- თქვენი მეუღლე როგორ გარდაიცვალა? ვიცი ძნელია ამაზე საუბარი მაგრამ.-ჩემი მეუღლე არ გარდაცვლილა. ის მუდამ ჩემთან იყო და მუდმივად ჩემთან იქნება. ადრე თუ გვიან , მეც წავალ მასთან და მეც გავულამაზებ სიცოცხლეს როგორც მან გამილამაზა მაშინ. ყველაფერი მარტივად მოხდა. მისთვის მარტივად. დაიძინა და უბრალოდ აღარ გაიღვიძა. უბრალოდ…. - აქვითინდა,,, უკვე აღარ დაუხრია თვალები. იმის გამო რომ არ შეეძლო. იმის გამო რომ აზრი აღარ ქონდა. იყურებოდა უსასრულობაში და მისი დანაოჭებული თვალებიდან ცრემლები მოდიოდა. მოხუცმა აკანკალებ-დანაოჭებული ხელი თვალებზე მოისვა , ისევ ამოიოხრა და ისევ დაბალი,ჩახრეწილი ხმით უთხრა გვერდზე მჯდომს :-ბაბუ გამოიყენე ის დრო რაც ეხლა გაქვს, გიყვარდეს ეხლა, გამოხატე ყველაფერი რასაც გრძნობ , ეცადე ყოველ დღე შემოიტანო შენ ცხოვრებაში სიახლე. ეცადე მუდამ ბედნიერი იყო, ეცადე დღევანდელი დღით იცხოვრო. იმის გამო რომ ჩემ ასაკში რომ მოხვალ, სუნთქვის თავიც რომ არ გექნება არ თქვა "მეტის გაკეთება შემეძლოო” . ღმერთმა მოგცა ბაბუ შანსი და გამოიყენე. აუცილებლად გამოიყენე.ერთი ამოიოხრა. მერე თვალებზე ხელი ისევ მოისვა. გვერდზე ჯოხი ედო. ჯოხი ახლოს მოწია. ნელ-ნელა დაეყრდნო ჯოხს. სკამიდან წამოდგა. მერე შემოიხედა ახალგაზრდა გოგოსკენ - კარგად ბრძანდებოდეთ , დაბალი ხმით უთხრა.. ახლოს მივიდა . ხელი გაუწოდა. გოგომ თავისი წვრილი ხელი მოხუცის აკანკალებულ ხელს დაადო. მოხუცმა ხელზე აკოცა. მერე შემობრუნდა და ნელ-ნელა , კოჭლობით უსასრულობას მიეფარა.
კატეგორია: ♥ ჩემი შემოქმედება | ნანახია: 192 | დაამატა: katherine007 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2013-06-02 Spam
Team ♡ Stelena, The GMG, madloba "D



2013-06-02 Spam
kargi iyoo dzalian momewona <33



2013-06-02 Spam
auu ramxela asoebia :((
ise kargia ♥



კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ორშაბათი
2017-12-18
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2017
Free web hosting - uCoz