მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 7 » მოკლული სიყვარული
1:37 PM
მოკლული სიყვარული
Justin's Book 
გონს რომ მოვედი საავადმყოფოს პალატაში ვიყავი. თავზე დედა მადგა.
-დეე რა მოხდა?-ვკითხე და შევხედე.
-მერე აგიხსნი ეხლა კი დაიძინე-დედა ნაწყენი ჩანდა.
-რამე დავაშავე?
-ჰო ჯასტინ ძალიან მატკინე გული. მეტი რა უნდა დაგეშავებინა? ნარკომანი ხარ და ალკოჰოლიკი. თუმცა ეგ არაფერი გუშინ შენს გამო კინაღამ პატარა ბავშვი მოკვდა.-დედას ცრემლები წამოუვიდა.
მე ყველაფერი გამახსენდა. ეს რატომ ჩავიდინე? რა მინდოდა? გულში მწვავე ტკივილი ვიგრძენი. ასეთი შეგრძნება არასოდეს მქონია. როგორც დედამ მითხრა გუშინ მანქანით ვიღაც ბავშს დავეჯახე. გული მართლაც საშინლად მტკიოდა. მერე დედა შემეცოდა. მე მას იმედი გავუცრუე.
-დედა მაპატიე რაა. გპირდები აღარ განმეორდება.
მან გამიღიმა და შუბლზე მაკოცა.
-კარგია რომ ნანობ, ეს იმას ნიშნავს რომ მეტჯერ ამას აღარ გააკეთებ. თუმცა ვერ გაპატიებ სანამ ის ბავშვი არ გამოჯანმრთელდება.
-ჩემი ფანები! რას იტყვიან!
-ჯასტინ ახლა ეგ ყველაზე ნაკლებად უნდა გაინტერესებდეს!
-ჰო მაგრამ, გაიხსენე რამდენ ადამიანს დაუკარგავს ფანები ნარკოტიკის გამო....
-გასაგგებია ჯასტინ მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ახლა სამართალ დამცავებთან უნდა მოაგვარო პრობლემები. მერე ნარკოტიკებს უნდა დაანებო თავი, ამისთვის მკურნალობა მოგიწევს, ასევე ფსიქოლოგთან უნდა დაიწყო სიარული. ნარკოტიკებს ბევრი სინჯავს მაგრამ მასზე დამოკიდებულები მხოლოდ დეპრესიული ადამიანები ხდებიან. გამოდის რომ შენ დეპრესიაში ხარ.
-კარგი რა დე! ნარკოტიკი სულ სამჯერ მივიღე და იცი რა? მე მასზე დამოკიდებული არ ვარ. მე არავიზე არ ვარ დამოკიდებული! გაიხსენე 13 წლიდან ოჯახში შემომტანი მე ვარ!
-ჩემი დიდი კაცი! ეს მართალია მაგრამ ნარკოტიკებს თავი უნდა დაანებო!
-კარგი რა დე! ხომ შეგპირდი თავს დავანებებ. მაგრამ, მაგრამ....
-რა მაგრამ?
-პოლიციასთან რა პრობლემები მაქვს?
-რა პრობლემები? რა და ნარკოტიკი მომხმარებელი ხარ; დაბოლილი და მთვრალი დაჯექი საჭესთან და ავარიაც შენს გამო მოხდა; ჯასტინ ბოლოსდაბოლოს ბავშვი დაშავდა...
-შენ იმის თქმა გინდა რომ პოლიცია დამაკავებს?
-ცოტა ხნით...
-არა ეს დაუშვებელია! რას იტყვიან ჩემი ფანები! მათ დაკარგვას ვერ გადავიტან! და სელენა! ის დამშორდება?
-ჯას დაწყნარდი. შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. ახლა მე გავალ და დაიძინე.
-კარგი დეე.
მართალია მაშინ ძალიან აფორიაქებულიი ვიყავი. თუმცა წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა ჩემს გვერდით დედა რომ არ ყოფილიყო. ალბად თავს ყველაზე დიდ დამნაშავედ გამოვაცხადებდი...
 დედა მართლაც ძალიან მიყვარდა. ჩემთვის ის დედაც იყო და მამაც. ყოველთვის ჩემს გვერდით იყო მამხნევებდა. მისთვის ხომ ერთადერთი შვილი ვიყავი რომელსაც მარტო ზრდიდა. არასოდეს დამავიწყდება დედაჩემის ცრემლები როცა მამამ მიგვატოვ მას ჩემი რჩენა უჭირდა. ცდილობდა ჩემთვის არ დაენახვებინა როგორ ტიროდა... ამ ყველაფრის შემდეგ ის ჩემს განუყოფელ ნაწილად იქცა... მას ძალიან უხარია როცა რაიმე ჯილდოს ვიღებ. ჩემი წარმატებები მართლაც ძალიან ახარებს.........
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 598 | დაამატა: belieberi | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 5
2012-01-08 Spam
male dadeeeeeeeeeeee <333333333333