მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 30 » მითი თუ რეალობა?რა
7:30 PM
მითი თუ რეალობა?რა


ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც თვლიდნენ, რომ სამყარო იმართება ელფების, ფერიების, ჯუჯების, გობლინების, სახლის ანგელოზების, აჩრდილების და სხვა სახის მონსტრებისა თუ კეთილი სულების მეშვეობით. ამ აზრს ზოგი დღესაც ეთანხმება, ბევრ მეცნიერს კი სჯერა უჩინარი ძალების არსებობა.


თუ კარგად დავუკვირდებით თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ხდება ამოუცნობი მოვლენები, რომელთა გამხელა არამარტო სხვებთან, ჩვენს თავთანაც საკმაოდ გვეუხერხულება… სიტყვა "ფერია” ლათინური სიტყვა "ფურუინიდან” წარმოიშვა, რაც ადამიანის ბედის ღვთიურ მფარველს ნიშნავს. ჯერ კიდევ 1500 წლის წინ აფრიკისა და აზიის ტერიტორიებზე აკეთებდნენ ჩანაწერებს უხილავი ძალების შესახებ. VIII-IX საუკუნეებში ასეთი ცნობები აქტიურად ფიგურირებდა, ხოლო XIX საუკუნეში ბევრჯერ მოხდა ზღაპრული არსებების რეალურ სამყაროში დაფიქსირება.
1920 წელს დიდი ბრიტანეთი სენსაციურმა ამბავმა მოიცვა. არტურ კონან დოილის სტატია ერთ დღეში გაიყიდა. ფოტოფირზე აღბეჭდილ იქნა ნამდვილი . 10 და 13 წლის გოგონებმა – ფრენსის გრიფიტსმა და ელზი რაიტმა – რეალური ფაქტების მოპოვება შეძლეს. მეცნიერი მკვლევარი და ისტორიკოსი ევანს ვენსი
 თავის სახელგანთქმულ ნაშრომში "მისტიკური რწმენები” დაუფარაად საუბრობს ზებუნებრივი ძალების არსებობაზე. ევანსმა ამ საკითხს თავისი ცხოვრების და მოღვაწეობის 40 წელიწადი შესწირა. საბოლოოდ მივიდა დასკვნამდე, რომ თუნდაც უძველესი ცივილიზაციების შესწავლისას სადმე აუცილებლად წავაწყდებით ცნობას იმის შესახებ, რომ ამ ხალხს რაღაც არარეალურის, ზებუნებრივის, არნახულის სჯეროდა. ამიტომაც იყო ცეცხლთაყვანისმცემლობა ასე გავრცელებული. უძველესი ადამიანის აზრით, ბუნებრივი მოვლენა, მაგალითად წვიმა ან თოვლი, არნახული სულების მიერ გამოწვეული პროცესი იყო. ნებისმიერი უძველესი ერი მოიხსენიებს თავის ისტორიაში სხვადასხვა ზებუნებრივ ძალას.


შოტლანდიაში მათ "დაცემული ანგელოზების” სახელით იცნობენ, ანუ ანგელოზები, რომლებიც ეშმაკმა აცდუნა, სამოთხიდან გამოდევნეს და ახლა უკვდავი ცხოვრებით ტკბებიან ცასა და დედამიწას შორის. პარალელურად კი კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაში "იჭრებიან” ხოლმე. მიუხედავად ამისა, არსებობს სტერეოტიპი რომ ფერიები კეთილი და მოსიყვარულე არსებები არიან, რომლებიც ამოჩემებულ ადამიანებზე ზრუნავენ. თუმცა ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ რამდენი სიკეთის გაღებაც შეუძლიათ ფერიებს, იმდეენივე ბოროტების ჩადენის შესაძლებლობაც აქვთ. ფერია – მითოლოგიური არსება, რომელიც სულის ტიპისაა ანუ არა ხორციელი. ხშირად ის აღწერილია, როგორც ზებუნებრივი ქმნილება.


1917 წელს 10 წლის ფრენსის გრიფიტსი იორკშირში სოფელ კოთინგეილში ჩავიდა, თავისი ბიძაშვილის 13 წლის ელზი რაიტის მოსანახულებლად. რაიტების ოჯახი დიდი სასახლეში ცხოვრობდა, რომლის უკან ლამაზი ტყე იყო. გოგონებმა საყვარელ სათამაში ადგილად სწორედ ეს ტყე ამოირჩიეს და ყოველგღე იქ სეირნობდნენ. სახლში დაბრუნებულები კი უფროსებს აღთტაცებით უყვებოდნენ, თუ როგორ ითამაშეს ელგფებთან, ჯუჯებთან და ფერიებთან. ელზის მამა, ბატრონი რაიტი, გოგონების მონაყოლს მათ ფანტაზიას აბრალებდა და სერიოზულად არც უსმენდა, თუმცა როდესაც ელზი ლამის მუხლებში ცაუვარდა ხვეწნით რომ მისთვის დაეჯერებინა, მამამ მას ფოტოაპარატი მისცა, გამოყენება ასწავლა და უთხრა თავისი ჯადოსნური მეგობრებისთვის ფოტო გადაეღო და მაშინ ნამდვილად დაიჯერებდა მათ არსებობას. იმავე დღეს გოგონებმა სახლში ორი ფოტოსურათი მოიტანეს მალე ეს ამბავი მთელმა ევროპამ გაიგო. მწერალი არტურ კოკან დოილი პირადად შეხვდა გოგონებს, ფოტოებზე ექსკლუზივი მოიპოვა და 1920 წელს ცნობის ინგლისურ ჟურნალში "ნიუ დეიში” დიდი სტატია გამოაქვეყნა. გოგონების დასაკითხავად ნათელმხილველი ჯეფრი ჰადსონიც მიიწვიეს. მისი განცხადებით გოგონები საოცარი ბიოენერგიის მატარებლები იყვნენ, ამიტომაც ისინი საინტერესო ობიექტებად იქცნენ უხილავი არსებებისთვის.




ამ ისტორიის შემდეგ უამრავი წელი გავიდა. XX საუკუნის 90იან წლებში კი ერთ-ერთმა სახელგანთქმულმა ინგლისელმა მეცნიერმა,დევიდ ბრიკეტმა კვლავ დაიწყო ამ საქმიის გამოძიება. ფოტოექსპერტიზით დადგინდა, რომ 19217 წელს გადაღებული ფოტო ნამდვილად ბუნების წიაღში, ჰაერზე იქნა გადაღებული და ფერიები რეალური არსებები არიან. XX საუკუნის შეუძლებებლი იქნებოდა ამ სახის სტუდიური გადაღების მოწყობა, ფოტომონტაჟი კი საერთოდ გამორიცხული იყო. კაცობრიობის იტორიაში პირველი რეალური ფატქი გაჩნდა ფერიების, გობლინებისა და საოცარი ელფების არსებობის შესახებ. კოთინგეილში დღემდე არსებობს ქუჩა, რომელიც რაიტის სახელს ატარებს და ამ ისტორიას ასაბუთებს.

თქვენ გჯერათ მათი?
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 937 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
2011-12-30 Spam
ravici tan mjera da tan araaa ise ki minda rom mjerodees:D:D