მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 6 » Mini-Konkursi
12:25 PM
Mini-Konkursi
ბავშვებო მე ვიწყებ მინი კონკურს
უფრო მეტი გაიგეთ სრულადში

ახლა რა ხდება, მე დავწერ დამაბნეველ შეკითხვებს ))
თქვენ უნდა გამოიცნოთ ყველა და მომწეროთ პმ-ში
ხოლო გამარჯვებული, ვისაც ყველაზე მეტი სწორი პასუხი ექნება,
მიიღებს საყვარელი სთარის 50 სურათს და 10 ანიმაციას**
ასევე რეპუტაციას
აბა თქვენ იცით, იაქტიურეთ*

1) რა არის ქვეყნად ისეთი, რაც ყველაფერს სჭირდება?

2) წვიმიან ამინდში ქალების უმრავლესობამ ზევით რომ აიხედოს, რას დაინახავს? 

3)
ზღვა უფრო მეტ ცხოველებს კვებავს, თუ დედამიწა? 

4)
რა ეხმარება ადამიანს, რომ კედლის მეორე მხარეს აღმოჩნდეს? 

5
შავი ფერის ქუდი რძით სავსე ბიდონში ჩაუვარდათ. რა მოუვა მას?

6) 
რისი ნახვა შეიძლება დახუჭული თვალებით? 

7) 
რომელ თვეში ლაპარაკობენ ადამიანები ყველაზე ცოტას? 

8) 
რომელ ჯარისკაცს ეხურა ყველაზე დიდი ქუდი მე-20 საუკუნეში? 

9) 
კლასში 35 მოსწავლეა. შეიძლება თუ არა, რომ თითოეული მათგანის გვარი

განსხვავებული ქართული ასოებით დაიწყოს?
 

10) 
როდის არის ადამიანი თავის ოთახში უთავოდ? 

11) 
შეიძლება თუ არა ღვინის მსმელი კაცის დათრობა ერთი ჭიქით? 

  •      12) ორ მხედველს ერთი უსინათლო ძმა ჰყავს. ამ უსინათლო ძმას კი მხედველი ძმები                                                    

                                    არა ჰყავს. შეიძლება რომ ეს მართალი იყოს?


    13) გზაზე მიდის ორი ადამიანი: დიდი და პატარა. პატარა დიდის შვილია, დიდი კი პატარის დედა არ არის. მაშინ ვინ არის დიდი?

    14) 
    გაქვთ ორი ვაშლი. შეგიძლიათ თუ არა ორივეს შეჭმა დილით უზმოზე?

    15) 
    მარტოხელა ღამის დარაჯი დღისით გარდაიცვალა, დაენიშნება თუ არა მის ცოლს პენსია?

    16) 
    ყველა თვე, გარდა თებერვლისა, მთავრდება 30 ან 31 რიცხვით. რომელ თვეშია 28 რიცხვი?

    17) 
    ირაკლის გზაზე შეხვდა ორი მამა და ორი შვილი. ის კი ამბობს, რომ მას მხოლოდ სამი ადამიანი შეხვდა. მართალია თუ არა ირაკლი?

    18) რომელი გამონათქვამი უფრო სწორია: თოთხმეტს მივუმატოთ ცხრა იქნება ოცდაორი, არის ოცდაორი, თუ უდრის ოცდაორს?

    19) 
    სოფელში ერთ დიასახლისს ათი ინდაური ჰყავდა. ექვსის გარდა ყველა გაყიდა. რამდენი ინდაური დარჩა დიასახლისს?

    20) 
    ეტლმა, რომელშიც შებმული იყო ორი ცხენი გაიარა 10 კმ. რამდენი კილომეტრი გაიარა თითოეულმა ცხენმა?

    21) 
    ბავშვმა აიღო 2 ცალი 50 თეთრიანი მონეტა, მიაკრა ისინი ერთ მანეთს და ჩაუშვა ცარიელ ყულაბაში. რა თანხა იქნება ახლა ყულაბაში?

    22) 
    ხეზე იჯდა 12 მწყერი. 5 მათგანი გაფრინდა. რამდენი მწყერი დარჩა ხეზე?

    23) 
    ენთო 12 სანთელი. მათგან 5 ჩააქრეს. რამდენი სანთელი დარჩებოდა?

    24) 
    საქართველოში დიდი ზეიმით აღინიშნება დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე – 26 მაისი. არის თუ არა ინდოეთში 26 მაისი?

    25) 
    დილით გრძელია, შუადღისას მოკლე, საღამოს ისევ გრძელდება. რა არის?

  • გამარჯვებული გახდა Sopiko_99
  • მას მხოლოდ 3 არასწორი პასუხი ჰქონდა))
  • სოფო გილოცავ ))





კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 657 | დაამატა: -Marye♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-01-06 Spam
me 19 gamovicani meti vera sad