მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 15 » Miley You Are My Soul ♥
10:39 PM
Miley You Are My Soul ♥


ი , ზუსტად ეს ფოტო ეხატა ჩემი 4წლისწინანდელი რვეულის ყდას .. ყიდვისთანავე გავიფიქრე : " რა ლამაზი თვალები აქვს " , შემდეგ ღიმილსაც მივაქციე ყურადღება და .. მე ის შემიყვარდა .. 8 წლის ქეთას შეუყვარდა ჰანა მონტანა , მხოლოდ მისი გარეგნობის წყალობით .. ერთხელაც შემთხვევით ერთ-ერთ არხზე გადავაწყდო ნაცნობ ფიზიონომიას .. იმ წუთას ძალიან ხმამაღლა ვიკივლე და იმ წამიდან იციან ჩემმა მშობლებმა რომ ჰანა/მაილის გარეშე ცხოვრება აღარ შემიძლია .. სულ ცოტა ხანში მიყიდეს კომპიუტერი , ეხლა სრულფასოვანი ფანი გავხდი .. რამდენიმე კვირის შემდეგ ფილმის ტიტრებს მივაქციე ყურადღება იქ ეწერა Miley Cyrus , სერიის დასრულებისთანავე ლეპტოპს ვეცი .. მთელი ინტერნეტი გადავაქოთე :D ამ ამბების შემდეგ ბევრი დრო გავიდა , მე კი დღესაც მთელი ხმითა & გრძნობით ვმღერი სიმღერას Best Of Both Worlds . ჰანამ ბავშვობა გამიფერადა ! < 33




ჰანაზე მგონი დავასრულე :D ეხლა მინდა მაილიზე გესაუბროთ )) გარეგნობაზე & ტალანტზე წინ მე ადამიანობას ვანიჭებ უპირატესობას ამიტო აქედან დავიწყებ . მაილი საირუსი არის ადამიანი , რომელმაც ჯერ კიდევ 3წლის ასაკიდან მიჰყო ქველმოქმედებას ხელი .. ის მამამისის - ბილი რეის კონცერტებზე ყვავილებს , საჩუქრებს აგროვებდა და საავადმყოფოში უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებთან მიჰქონდა .. მალე თვითონ ის გახდა მეგა-ვარსკვლავი , მისი შემოსავლის დიდი ნაწილი იგივე მიზნით იხარჯებოდა .. ასევე მაილი მართავდა N რაოდენობით საქვემლოქმედო კონცერტებს . დაახლოებით 2წლის წინ  კი შექმნა ორგანიზაცია Get Ur Good On . ეს ორგანიზაცია ახალგაზრდებს კომპიუტერული თამაშების მაგივრად , მათ ოფიციალურ საიტზე საკითხებს განხილვას ურჩევს . ახალგაზრდები შემდეგ იკრიბებიან ასუფთავებენ გარემოს , მართავენ მშვიდობიან საპროტესტო აქციეს ჯანმრთელობისათვის მავნებელი ბუნებრივი აირის წინააღმდეგ და ა.შ .. ასევე მაილი მისიით ესტუმრა ჰაიტს და თავისი საკუთარი შემოსავლიდან იქ სმენადაქვეითებულ ბავშებს ყუთებით ჩაუტანა სპეც . სასმენი აპატარატი , თითო ცალი საშუალოდ 10 , 000 $ ღირს .. ასევე მან 5მლნ . გადაურიცხა იაპონიაში მიწისძვრით დაზარელებულ ოჯახებს ..





ხლა რაც შეეხება ტალანტს )) იმ დღიდან რაც მაილი სცენაზე დგას კრიტიკოსები მის ვოკალს ძალიან დადებითად აფასებენ .. ასევე საოცარია ის , რომ მაილზს თავისუფლად შეუძლია მაღალი ნოტებიდან პირდაპირ "დაეცეს" ..მაილი შედის მსოფლიოს საუკეთესო ხმებში ..6წლიდან უკრავს გიტარაზე , ხოლო ჰანა მონტანა კინოს გადაღებებზე კი ფორტეპიანოზე დაკვრაც ისწავლა  .. 2 წლის ასაკში ის მამისის კონცერტებს აფორმებდა მისი კრიალა ხმით :D შემდეგ რა შოუებს დგამს ? როგორ დაჰქრის სცენაზე , ხტუნავს , დარბის და კივის ?! :D მითუმეტეს რომ მას ტახიკარდია აქვს და ზედმეტად გულის გადაღლა არ შეიძლევა .. ყველას აინტერესებს საიდან ამ ციცქნა გოგოს ამხელა ხმა ?? გენები , გენებიი !!! :D 



დამრჩა გარეგნობა .. გარეგნობაზე რაღა ვთქვა ?? ყველას გაქვთ თვალები და ყველას შეგიმჩნევიათ რა ღიმილი აქვს , რა თვალები , რა გამოხედვა , რა ტანი და რა სწორი ფეხები ..  უბრალოდ შეხედავ და გაგეღიმება ისეთი ლამაზია .. მის თვალებში ჩაიძირები , დაიკარგები , უცხოპლანეტაზე გადახვალ :D უმაკიაჟოდ კიდე მე ანგელოზი მგონია ისეთი სახის კანის ფერი და მოყვანილობა აქვს < 33







პრივიჩკები .. ჰოო :D მაილი ყველგან აბსოლიტურად ყველგან აჩვენებს Peace-ს , ასევე მისი განცხადებების დასასრულს ამბობს : Xoxo ; Radiate Love ; I Love My Fans . ასევე თუ შეიძლება პრივიჩკად ჩაითვალოს საშინლად უყვარს ღიმილი და სულ იღიმება Smiley - Miley < 33 მაგრამ მე მის სიცილზე ჭკუა მეკეტება ! :D ძალიან უყვარს ცეკვა და ნებისმიერ ადგილზე პაპარაცების წინ , ოფიციალურ შეხვედრებზე , წითელ ხალიჩაზე თუ პესონალ ფოტოებში სულ ბოლო დებილივით ცეკვავს :D:D






მე კი ბოლოს რა ვთქვა ?! უბრალოდ ბედნიერი ვარ , რომ ღმერთმა ამ დედამიწას ეს საჩუქარი სახელად სმაილი - მაილი უბოძა .. ადამიანი , რომელიც მილიონობით ჩემნაირ გადარეულს სიცოცხლეს ჩუქნის < 33


კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 619 | დაამატა: annnii | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2012-02-16 Spam
dzalian magari newsiaa! yvelafershi getanxmebii!! nu me sxvanairad gavicaniiii!!!! Miley love