მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 11 » Miley Cyrus News
2:47 PM
Miley Cyrus News
Miley Cyrus News
მაილი საუბრობს ახალ ალბომზე CNN-თან ინტერვიუში
მაილი საუბრობს მუსიკასა და ქორწილზე Pollstar-თან ინტერვიუში
მაილის გამოჩენამ 'Two And A Half Men'-ში ფურორი მოახდინა
მაილი შოპინგზე დენიკასთან ერთად
ახალ ალბომში იქნება დუეტი ჯონზო ვესტთან
 


მაილი საუბრობს ახალ ალბომზე CNN-თან ინტერვიუში

როცა მაილი საირუსი არ არის დაკავებული სერიალ 'Two And A Half Men'-ში გადაღებით და ლიამ ჰემსვორტთან თავისი ქორწილის დაგეგმვით, იგი თავის მეოთხე სტუდიურ ალბომზე მუშაობს. 
''ეს სრულიად ახალი ხმაა''_უთხრა მან CNN-ს, თავისი ახალი ფილმის, So Undercover-ის რეკლამის დროს. ''არა მარტო ჩემთვის. ვფიქრობ, რომ ეს ის არის, რაც ამ მომენტში სჭირდება რადიოს.
მომღერალს ჯერ კიდევ არ განუცხადებია ფანებისთვის ალბომის გამოსვლის თარიღი, მაგრამ გააგებინა, რა შეიძლება მოვისმინოთ მასში: ''ბინძური სამხრეთული ჰიპ-ჰოპ მუსიკა''.
საირუსი მუშაობს ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიც აიან ფარელი, ტაილერი(შემქმნელი) და მაკ მილერი, რათა გამოვიდეს ჰიპ ჰოპისა და ქანთრის ნაზავი, რომლებსაც მაილი ეძახის ''ჩემი საყვარელი ორი მუსიკალური სტილი''.
''ხალხი არ ფიქრობს, რომ ჰიპ ჰოპისა და ქანთრის კარგად შეზავება შეიძლება, მაგრამ სინამდვილეში, მაგრამ ბევრი ჰიპ ჰოპის შემსრულებელი ქანთრის მომღერლებით არიან შთაგონებულები_განსაკუთრებით ბევრ ასეთთან ვთანამშრომლობდი ატლანტაში.''
კიდევ ერთი მომღერალი, რომლითაც მაილი შთაგონებულია, ადელია. 

მაილი საუბრობს მუსიკასა და ქორწილზე Pollstar-თან ინტერვიუში

19 წლის მაილი საირუსი გეგმავს ფილმ ''შიმშილის თამაშების'' მსახიობზე, ლიამ ჰემსვორტზე დაქორწინებას. მათ ნიშნობა ივნისში გამოაცხადეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ დაუთქვამთ ქორწილის თარიღი. 
''მე უკვე დაქორწინებული ვარ ჩემს გულსა და გონებაში. ვაკეთებ ყველაფერს, რასაც იმ დოკუმენტის[ქორწინების მოწმობა] ქონის შემთხვევაში გავაკეთებდი, მაგრამ მინდა კიდევ ცოტა მოვიცადო, რათა სრულად დავტკბე ამით.''
''ამ წუთას ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია...მინდა, რომ ხალხმა მოისმინოს რისი თქმაც მინდა და გამოვუშვა ახალი ალბომი. ასე რომ, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ყველაფერს ვაკეთებ, რაც მინდა. მაშინ შემიძლია ავიღო შესვენება და უბრალოდ დავტკბე იმით, რომ პატარძალი ვარ.''
მაგრამ ჯერ-ჯერობით საირუსი დაკავებულია_არეკლამებს ფილმ 'So Undercover'-ს, რომელიც დეკემბერში უნდა გამოვიდეს და მუშაობს ახალ ალბომზე, თუმცა არც თარიღები და არც სახელწოდება ჯერ ცნობილი არ არის. 
საირუსმა თქვა, რომ ალბომში ქანთრისგან არ დაუსვენია, მაგრამ სიმღერების უმეტესობა მაინც ჰიპ ჰოპის სტილშია.
იმის მიუხედავად, რომ მას უყვარს კამერებთან დგომა, მუსიკა მაინც უმნიშვნელოვანესია მისთვის.
''მინდა ხალხმა იმით დამიმახსოვროს, რაც ნამდვილად ღირებულია. იმ კომედიებზე დიდით, რომელშიც ვმონაწილეობ, მაგრამ არა იმ მუსიკაზე, რომელსაც ვწერ.''

მაილის გამოჩენამ 'Two And A Half Men'-ში ფურორი მოახდინა

13, 6 მლნ_ეს იყო მაილის მონაწილეობით პირველ სერიაში ''Two And A Half Men''-ში. ახალმა სერიამ, რომელიც  8 ნოემბერს გამოვიდა, კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა და მაყურებელთა რაოდენობამ 14, 1 მლნ-ს მიაღწია. 

მაილი შოპინგზე დენიკასთან ერთად
  
მაილი დენიკასთან ერთად დააფიქსირეს, როცა ის შოპინგზე იყო მაღაზია 'Reformation'-ში.
 
 
   

ახალ ალბომში იქნება დუეტი ჯონზო ვესტთან

როგორც იცით, ჯონზო ვესტი არის მომღერალი, რომელთან ერთადაც მაილიმ ჩაწერა სიმღერა ''You're Gonna Make Me Lonesome When You Go''-ს ქავერი. მაილისთან ერთად მან შეასრულა რამდენიმე შოუსა და ღონისძიებაზე. @TeamMileyNy-ს თქმით, ჯონზომ და მაილიმ ახალი ალბომისთვის დუეტი ჩაწერეს. იმედია, ეს სიმართლეა. 

 
♡ იმედია, მოგეწონათ სიახლე 
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 633 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2012-11-12 Spam
kargi siaxlea ))