მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » აგვისტო » 2 » Miley Cyrus News
5:05 PM
Miley Cyrus News

*მაილის ლიამი ჭკუიდან გადაყავს?
*ნინა დობრევი საუბრობს მაილიზე
*მაილი Marie Claire-ს გარეკანზე
*მაილის რვა ,,სიგიჟე''
*LOL-ის დივიდი გაყიდვაშია+ფილმის მიმოხილვა და დისკის ბონუსები

*მაილის ლიამი ჭკუიდან გადაყავს?

როგორც იცით, ლიამი ახლა ფილადელფიაშია ფილმ ,,პარანოიას'' გადაღებებზე და ამბობენ, რომ მას უნდა მისი საცოლე ლოს ანჯელესში დაბრუნდეს.
აი რა უთხრა ერთმა ,,წყარომ'' საიტ RadarOnline-ს: ,,მაილის ლიამი ჭკუიდან გადაყავს. როცა ლიამი ფილმის გადაღებებზეა ის დადის საყიდლებზე, სილამაზის სალონში და ერთ ადგილას ვერ ისვენებს. შემდეგ, როცა გადასაღებ მოედანზე მიაკითხავს, უყვება თავის ,,თავგადასავლებს''. ლიამი დილიდან დაღამებამდე მუშაობს და უნდა, ცოტათი დაისვენოს, წაიკითხოს სცენარი და იკვებოს, მაგრამ მაილის უნდა იაროს თავის მეგობარ ვიჯატთან(გეისთან) და ლიამთან ერთად კლუბში. ლიამი არაა მიჩვეული ასეთებს. არც მათი ბულდოგის_ზიგის წაყვანა ფილადელფიაში იყო კარგი იდეა. ლიამს დაძინება უნდა, მაგრამ ის ყეფს. ამის გამო ლიამს უნდა, რომ იგი სახლში დაბრუნდეს.''
ეს ინფრომაცია დაუდასტურებელია და არც მგონია, რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს. მე პირადად ბევრი ვიცინე ეს რომ წავიკითხე.))

*ნინა დობრევი საუბრობს მაილიზე

მაილის ფანებმა სერიოზულად მიიღეს ნინა დობრევის ფრაზა ქორწინებაზე, რომელიც მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: ,,ბოლოს და ბოლოს მე დავქორწინდები და შევქმნი ოჯახს, მაგრამ არა ასე ადრე. მე მაილი საირუსი არ ვარ.''
ამის გამო გუშინ თავის თვითერზე ნინამ დაწერა:
,,ბარათი საკუთარი თავისთვის: ხუმრობით ნათქვამი ფრაზები ყოველთვის სწორად არ ჩანან ჟურნალების სტატიაში. მაილის დიდი ფანი ვარ_გჭირდება გოგონა, რომელიც ყვავილებს დაიჭერს ქორწილზე? :)''


*მაილი Marie Claire-ს გარეკანზე
 
გამოჩნდა ჟურნალ Marie Claire-ს პირველი გარეკანი მაილისთან ერთად. ის არაჩვეულებრივად გამოიყურება! მოუთმენლად ველოდებით სრულ ფოტოსესიას<3
  
  

*მაილის რვა ,,სიგიჟე''

როგორც იცით, მაილი ხშირად იქცევა გაუფრთხილებლად და შესაძლოა შემთხვევით უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეს. ამის გამო საიტმა Estrelando დაწერა სტატია: ,,მაილი საირუსის რვა სიგიჟე''.

მაილის არ უყვარს პაპარაცები და ვერ იტანს, როცა მას დაყვებიან. და ზოგჯერ, როცა მათგან გარბის, ის თავის ინტიმურ ადგილებს ყველას აჩვენებს. მაგალითად, ერთხელ როცა მაისური ეცვა, ის ცოტათი ,,გამრუდდა'' და მაილის მკერდი გამოუჩნდა. 

მაილი დააფიქსირეს მაშინ, როცა ფოტოგრაფს ეჩხუბებოდა, რადგან ის დედამისს შეეხო. 

მომღერალი ერთხელ დააფიქსირეს სახეზე სისხლნაჟღენთებითაც კი, როცა საჭესთან იჯდა. 

მას შემდეგ, რაც მაილიმ თავის ძაღლს აკოცა, აივანთან მივიდა და გადმოაფურთხა. 

ასევე რამდენჯერმა გამოაჩინა ბიუსტჰალტერი.

ის თავის მეგობარ ტომასთან ერთად ბასეინში შეამჩნიეს. მოგვიანებით მომღერალმა თვითერზე დაწერა: ,,ახლა, როცა დანიშნული ვარ, დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ არ შეიძლება მეგობართან ერთად დავისვენო?'' ,,შესაძლოა თქვენც გაიჩინოთ მეგობრები, თუ ჟურნალებს გვერდზე გადადებთ და საკუთარ ცხოვრებას მიხედავთ.''

მაილის ძალიან უყვარს ტატუების კეთება და უკვე 16 აქვს. მაგრამ უფრო საყურადღებო მის ხელზე ნაკაწრებია. 

თუმცა, ყველაზე პირველი ფოტო, რომელმაც მართლა ბევრი კითხვა გააჩინა, ეს იყო მომღერლის ფოტოსესიიდან ჟურნალ ,,Vanity Fair''-ისთვის, სადაც ის იყო მოშიშვლებული ზურგით სულ რაღაც 15 წლის ასაკში.''

რას ფიქრობთ ამ ,,სიგიჟეებზე''? ჩემთვის ესენი არაფერს ცვლის, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მათი უმეტესობა შემთხვევითია(პაპარაცებს ვგულისხმობ), ისიც ხომ ადამიანია, ნებისმიერს შეიძლება იგივე მოუვიდეს. 

*LOL-ის დივიდი გაყიდვაშია+ფილმის მიმოხილვა და დისკის ბონუსები
მას შემდეგ, რაც ფილმი შეზღუდულად აჩვენეს შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში და შემდგომ რამდენიმე ქვეყანაში, როგორც იქნა, LOL-ის DVD და Blue Ray დისკიც გამოვიდა(31 ივლისს). ჯერ-ჯერობით ის მხოლოდ ამერიკელი ფანებისთვისაა ხელმისაწვდომი, 15 ოქტომბრიდან კი ინგლისშიც იქნება. 
ფილმის მიმოხილვა: 
,,ლოლა(როგორც მეგობრები უწოდებენ_LOL) ჩიკაგოელი თინეიჯერია, რომელიც თავისი თანატოლებისგან არაფრით გამოირჩევა. პირველი სიყვარულისგან იმედგაცრუებულს მალევე უყვარდება მისი საუკეთესო მეგობარი, მაგრამ ყველაფერი გაცილებით რთულადაა. იმის მიუხედავად, რომ დედამისს მისი დღიურის წაკითხვის შემდეგ მასზე წარმოდგენა სრულიად ეცვლება, ისინი მაინც მოახერხებენ ურთიერთობის აღდგენას და გაუმჯობესებას.''
DVD-ს ფოტოები
 
 

აბა ვის გინდათ? :D

*LOL აიტუნებში პირველ ადგილს იკავებს

თუ ფილმი არც ისე წარმატებული გამოდგა, ამას მის DVD-ზე ვერ ვიტყვით. იგი ჯერ კიდევ გუშინ ჩაეშვა გაყიდვაში და უკვე პირველ ადგილს იკავებს კანადის აიტუნებში, მეშვიდე ადგილს იტალიის აიტუნებში და შედის ,,ტოპ 10'' რომანტიულ ფილმებში. 




მაილიმ ფანებს თვითერზე მადლობა გადაუხადა. <3 


იმედია ერთი კომენტარის დაწერას შეძლებთ :D
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 795 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 9
2012-11-07 Spam
9. Sali --   ( sal922[??????]

sicilit movkvdi magari siaxlea <3