მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 2 » Miley Cyrus News
12:47 PM
Miley Cyrus News
Miley Cyrus News
*ინფორმაცია ახალ სიმღერაზე
*მაილიმ ერთ-ერთი ტატუ მოიშორა?
*Party In The U.S.A. ოფიციალური ჰიმნი გახდა?
*ლიამის უფროსი ძმა საუბრობს მაილიზე
*ლიამ ჰემსვორტს შვილი უნდა
*ლიამს წამოცდა, რომ ის და მაილი დაქორწინდნენ
*მაილი დაესწრება TCA-ს


*ინფორმაცია ახალ სიმღერაზე


ფანების აზრით, მაილიმ თვითერზე თავისი ახალი სიმღერის ტექსტი დაწერა:
,,Those that search 4 luv only manifest their own lovelessness & the loveless never find luv only the loving find luv & they never have 2 seek "
I have found the perfect paradox, that if you love until it hurts there can be no more hurt only MORE LOVE.” 
when you say you love me know I love you more.''

*მაილიმ ერთ-ერთი ტატუ მოიშორა?

საიტ Sun-ის ინფორმაციით პარასკევს მაილი შეამჩნიეს ტატუს მოსაშორებელ კლინიკაში. საიტმა ისიც დაამატა, რომ ის იქ ორი საათის განმავლობაში იყო. იხილეთ სტატია:
,,მომღერალი ჩაჯდა თავის მანქანაში ტატუს ლაზერით მოსაშორებელ ცენტრში ორი საათის გატარების შემდეგ, სადაც, როგორც ჩანს, ის მრავალთაგან ერთ-ერთი ტატუსგან გათავისუფლდა.''
ამ დროისთვის მაილის 14 ტატუ აქვს. არ დაგავიწყდეთ, რომ ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ ჭორია და მაილის ინფორმაცია არ დაუდასტურებია. 


*Party In The U.S.A. ოფიციალური ჰიმნი გახდა?
 
4 ივლისი_ეს არის ამერიკის დამოუკიდებლობის დღე და ყველამ ვიცით, რომ მაილის აქვს სიმღერა Party In The U.S.A. 
თუ თვითერის მომხმარებელ @WeAdoreMiley-ს დავუჯერებთ, სიმღერა შტატების ოფიციალურ ჰიმნად დასახელდა. 
გჯერათ ამის? შანსები, რა თქმა უნდა, მინიმალურია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სიმღერას ხშირად უწოდებდნენ ამერიკის მეორე ჰიმნს. იგი 2009 წლიდან ძალიან პოპულარულია და დღემდეა აიტუნების 300 ყველაზე გადმოტვირთვად სიმღერას შორის. 
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ახლანდელი ჰიმნი 1931 წლიდან არის 
"The Star-Spangled Banner".
 
 

*ლიამის უფროსი ძმა საუბრობს მაილიზე

ლიამს ორი ძმა ჰყავს_კრის და ლუკ ჰემსვორტები(ორივე მსახიობია). არც თუ ისე დიდი ხნის წინ ლუკმა მისცა ინტერვიუ, რომლის ბოლოს კითხვა მაილიზე დაუსვეს.
_იცნობ ლიამის საცოლეს, მაილის?
_რა თქმა უნდა, ის არაჩვეულებრივია. მას უყვარს ჩვენი შვილები და ჩვენს შვილებსაც უყვართ ის. მან დაიპყრო ჩვენი გულები. ვფიქრობ, რომ ის ძალიან საინტერესო პიროვნებაა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თავის ასაკთან შედარებით ზედმეტად ჭკვიანია. ამავვდროულად ძალიან ჰგავს ლიამს. ვფიქრობ, რომ ბევრი ვერ იგებს, როგორ უყვართ ლიამს და მაილის ერთმანეთი. ისინი იდეალური წყვილია და მათ გამო ძალიან ბედნიერი ვარ. 
 
 



*ლიამ ჰემსვორტს შვილი უნდა

,,შიმშილის თამაშების'' მსახიობი 22 წლის ასაკში მზადაა მამობისთვის? თუ ჰოლივუდის უკანასკნელ ჭორებს დავუჯერებთ, როგორც ჩანს, ასეა. ჭორების თანახმად, ლიამს უნდა შვილი ჰყავდეს 19 წლის საცოლისგან. 
მათ ჯერ ქორწინების თარიღიც არ დაუნიშნავთ, მაგრამ ჭორები იმის შესახებ, რომ ლიამს შვილი უნდა, უკვე გავრცელდა. დისნეის ყოფილ ვარსკვლავთან დაახლოებული წყარო ამბობს:
,,მაილიმ უკვე უთხრა ლიამს, რომ მას არ უნდა შვილი მინიმუმ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, რადგან ის ბევრს მუშაობს და გაუჭირდება.''
ლიამმა საქმე უფრო გაართულა, როცა წყვილთან მისი ძმისშვილი მივიდა ერთი კვირის წინ. მან უთხრა მაილის:
,,მე მინდა ახლა გვყავდეს შვილი.'' მაილიმ კი უპასუხა: ,,ახლა არა. ჩვენ ეს უკვე განვიხილეთ. მე ჯერ-ჯერობით არ მინდა შვილი.'' 


*ლიამს წამოცდა, რომ ის და მაილი დაქორწინდნენ
 
როგორც ჩანს, შეყვარებული მსახიობი ქორწინებამდე ვეღარ ითმენს. 
Australians in Film Awards-ზე ლიამს წამოცდა:
,,ახლა კი ცოლ-ქმარი ვართ.'' მაგრამ მალევე შეასწორა:
,,არა, არ ვართ, მაგრამ ვიქნებით. 

*მაილი დაესწრება TCA-ს

დადასტურდა, რომ მაილი დაესწრება 2012 წლის Teen Choice Awards-ს. მომღერალი დაჯილდოვებაზე 2009 წლის შემდგომ არ გამოჩენილა. 
შეგახსენებთ, რომ ის ოთხ ნომინაციაშია წარდგენილი. 

 
თუ მოგეწონათ, დააკომენტარეთ;)
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 952 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 111 2 »
2012-07-03 Spam
magari siaxlea yochag! <3