მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » აგვისტო » 3 » Miley <3
1:15 PM
Miley <3
მაილი საირუსის
ბიოგრაფია/სურათები
ანიმაციები/და ბევრი სხვა რამე
  

ბიოგრაფია/ცხოვრების ადრეული წლები
კარიერა/მედია
ფილმოგრაფია/ტურები
მუსიკალური ვიდეოები/სასიყვარულო ურთიერთობები

ნამდვილი სახელი: დესტინი ჰოუფ საირუსი (Destiny Hope Cyrus) 
დაბადების თარიღი: ნოემბერი 23, 1992
დაბადების ადგილი: ნეშვილი, ტენესი
პროფესია: მომღერალი,მსახიობი,ავტორი,დიზაინერი,კომპოზიტორი,მოცეკვავე
მეწარმე,მუსიკოსი
სიმაღლე: 1.64

ცხოვრების ადრეული წლები


მაილი საირუსი დაიბადა 1992 წლის 23 ნოემბერს ნეშვილში.მისი მშობლები არიან ლეტიცია ტიშ საირუსი და ბილი რეი საირუსი - ამერიკელი როკ მომღერალი.მიუხედავად ბილი რეის ხმის ჩამწერი სტუდიის წინააღმდეგობისა, საირუსის მშობლები საიდუმლოდ დაქორწინდნენ 1992 წლის 28 დეკემბერს. მშობლებმა მაილის Destiny Hope (ბედის იმედი) დაარქვეს, რადგან მათ სწამდათ, რომ ის ბევრს მიაღწევდა. მას ჰქონდა ზედმეტსახელი "Smiley",რადგან ის ხშირად იღიმებოდა. მოგვიანებით ზედმეტსახელი შემოკლდა და მიიღო კარგად ნაცნობი სახე - Miley (მაილი),რომელიც სინამდვილეში სახელი სულაც არ არის.მაილი გაიზარდა 500 აკრი ფართობის მქონე ფერმაში, რომელიც მდებარეობდა ფრანკლინში, ტენესის შტატში, ნეშვილიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე. აქ ის სწავლობდა "Heritage Elementary" სკოლაში.ის მონათლულია, როგორც ქრისტიანი (ბაპტისტი),მაილი ესწრება ეკლესიას რეგულარულად და ატარებს სიწმინდის ბეჭედს.მაილის ჰყავს ორი ნახევარ ძმა და ერთი ნახევარ და -ტრეისი და ბრენდი (ლეტიცია ტიშ საირუსის შვილები წინა ქორწინებიდან), კრისტოფერ კოუდი (ბილი რეის ვაჟი წინა ურთიერთობიდან),როდესაც ბილი რეიმ ტრეისი და ბრენდი შვილად აიყვანა, ისინი ჩვილები იყვენენ. ის ასევე ალიმენტს უხდიდა კოუდის, რომელიც მაილის მსგავსად 1992 წელს დაიბადა და იზრდებოდა სამხრეთ კაროლინაში დედასთან ერთად. მაილის მშობლებს მის შემდეგ კიდევ ორი შვილი შეეძინათ ბრაისონი და ნოე.ტრეისი,ბრენდი და ნოეც ასევე შემოქმედების სამყაროს მიეკუთვნებიან.ტრეისი არის ვოკალისტი და გიტარისტი და ელექტრონულ პოპ ჯგუფ Metro Station13-ის წევრი.ნოე გახდა მსახიობი,ხოლო ბრენდი-გიტარისტი.
თავის დროზე მსახიობმა და მომღერალმა დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი მეცადინეობდა კერძო მასწავლებელთან სცენიურ ხელოვნებას.2001 წელს საირუსი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ტორონტოში გადავიდა, სადაც მამამისს იღებდნენ სერიალში - "Doc",თეატრით მაილი დაინტერესდა ცხრა წლისას როდესაც ოჯახი სწორედ იქ ცხოვრობდა,როდესაც ბილი რეიმ ის წაიყვანა ფილმ "მამა მია"-ს სანახავად, მაილიმ მას განუცხადა, რომ მსახიობობა სურდა. ამის შემდეგ მან სწავლა განაგრძო არმსტრონგის სამსახიობო სტუდიაში.


კარიერა

მაილიმ პირველად "Doc"-ში შეასრულა კაილის როლი.2003 წელს კი ითამაშა ტიმ ბარტონის ფილმში-"Big fish/დიდი თევზი". ის თორმეტი წლის იყო, როდესაც პირველად მიიწვიეს დისნეის კინოსტუდიაში.კასტინგის შემდეგ კი საბოლოო ჯამში დაამტკიცეს სერიალ ჰანა მონტანაში მთავარ ჰანას იგივე მაილი სტიუარტის როლზე.მან თავის სამსახიობო კარიერის პიკს წორედ ამ სარიალში მიაღწია,ის ძალიან მალე გახდა საოცრად პოპულარული .მომღერლის კარიერაზე მსახიობი ჩაფიქრდა, როდესაც შეასრულა სიმღერები სერიალში. ამ მუსიკას დიდი პოპულარობა ჰქონდა.რვა სიმღერა ნამდვილი ჰიტი გახდა.2009 წელს ასევე გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.
მოგვიანებით მაილიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს ერთ-ერთ ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიასთან – ოთხი ალბომის ჩაწერაზე. მისი პირველი ალბომი გამოვიდა 2006 წლის 24 ოქტომბერს (ჰანა მონტანას საუნდტრეკი),საუნდტრეკი პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200-ში. 2007 წლის 26 ივნისს კი თავისი პირველი სტუდიური ალბომი ’’შეხვდით მაილი საირუსს/Meet Miley Cyrus’’ გამოუშვა,ოღონდ მასში შედიოდა ასევე მხოლოდ ჰანა მონტანას სიმღერები,ეს ალბომი მოხვდა ასევე პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში,გაიყიდა 326 ათასი კოპია პირველ კვირაში,სულ გაყიდულია 3,226,000. .ამ უკანასკნელმა დიდი პოპულარობა მოუტანა.იგი მუსიკალურ კარიერას დღესაც დიდი წარმატებით აგრძელებს და მსოფლიო ტოპ 10-ეულებშიც მისი სიმღერები წინა ადგილებს იკავებს.
2008 წლის 5 აპრილს კი მან ჯილდო მიიღო ბავშვთა არჩევნების კომიტეტისაგან, როგორც საუკეთესო გოგონა მომღერალმა. მაილიმ 2008 წლის 22 ივლისს გამოუშვა ალბომი-"Breakout ასევე ეს ალბომიც მოხვდა ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე",აღსანიშნავია რომ 2010 წლის ივლისში გაიყიდა ამ ალბომის 1.5 მილიონი ასლი აშშ-ში .2009 წლის 31 აგვისტოს- "The Time Of Our Lives",ეს ალბომი კი მოხვდა მე-2 ადგილზე ბილბორდში,ასევე ბილბორდში ოღონდ პირველ ადგილზე მოხვდა ფილმ ჰანა მონტანას საუნდტრეკი 2009 წელს და სერიალის ჰანა მონტანა 3-ის მე-2-ეზე.2010 წლის 18 ივნისს-"Can't Be Tamed",ასევე ესეც მოხვდა ბილბორდ 200-ში,მაგრამ მე-3 ადგილზე,ალბომმა გაამართლა და მას უკვე აქვს "ოქროს ალბომის" წოდება,ამ ალბომმა გაყიდვების რაოდენობით მაილის ალბომების ისტორიაში რეკორდი მოხსნა.
აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მან მიიღო ჯილდო წლის საუკეთესო სიმღერისათვის "The Climb", ეს სიმღერა არის ამერიკული კონკურსების ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა."American Idol"-ის ისტორიაში ამ სიმღერამ რეკორდი მოხსნა,შესარჩევ ტურებზე ძალიან ბევრი მღეროდა.ასევე დასახელებული იყო გრემზეც 2010 წელს. მისმა გამოსვლამ "Teen Choice Awards 2009"-ზე წლის საუკეთესო გამოსვლებში მე-3 ადგილი დაიკავა სადაც მან შეასრულა სიმღერა "Party in the U.S.A.".
მაილის ჰქონდა ტური, რომელიც იმ წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით პირველი იყო თავის კომერციული მოგებით - "Wonder World" (2009, 14 სექტემბრიდან - 29 დეკემბრამდე), ტურის მთლიანი მოგება $67,159,793 იყო.მაილის კი აქედან მხოლოდ 21 მილიონი ერგო. აღსანიშნავია რომ,ამ ტურის დროს,როცა მაილი იმყოფებოდა ლონდონში,მან რეკორდი მოხსნა, London 02 არენა ხალხლმრავლობას არ უჩივის,მაგრამ მაილის კონცერტის დროს დაფიქსირდა ყველაზე მეტი მაყურებელი ამ დარბაზში,ასევე ლონდონში მაილის კონცერტისთვის ყველა ბილეთი გაიყიდა ზუსტად 10 წთ-ში შემოტანისთანავე.
ხოლო ტურმა "Best of Both Worlds" (2007/2008, 18 ოქტომბრიდან - 31 იანვრამდე, ),რომელიც დისნეის მიერ იყო ორგანიზებული რეკორდი მოხსნა ბილეთების გაყიდვის ტემპების მხრივ. მან ასევე გაიმარჯვა "ბილბორდის საკონცერტო ტურების დაჯილდოებაზე"..ტურის დროს სულ 71 შოუ ჩატარდა და დისნეიმ $54 მილიონი მოგება ნახა.კონცერტები ტარდებოდა მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე და ამიტომ ფანების მცირე რაოდენობამ შეძლო კონცერტებზე დასწრება, ამიტომ დისნეიმ გადაიღო ფილმი, რომელიც ამ ტურზე იყო დაფუძვნებული.ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ 7 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ საბოლოოდ მან $70,642,036 მილიონი გამოიმუშავა.
2010 წელს გამოვიდა ფილმი "უკანასკნელი სიმღერა" ,რომელიც გადაღებულია ნიკოლას სპარკსის ნოველის მიხედვით. 2011 წელს ფილმი Lol:Laughing Out Load, ეს არის რიმეიქი 2008 წლის ფრანგული ფილმისა სადაც მაილი არის მთავარ როლში,ასევე ამ ფილმში მონაწილეობენ მსახიობები დემი მური და ეშლი გრინი.
მაილიმ ასევე 2009 წლის მარტში გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი Miles to Go.ასევე ამავე წლის 3 აგვისტოს ამოუშვა ტანსაცმლის ხაზი, ცნობილ დიზაინერ Max Azria-სთან ერთად. 2010 წლის პირველ იანვარს კი დაარსა მოშიმშილე ბავშვების დახმარების ფონდი Get Ur Good On.


მედია

ფორბსმა მაილი დაასახელა მე-13 ადგილას მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ცნობილ ფიგურებში 2010 წელს,შემოსავალი 48 მილიონი, 2009 წელს 29-ე ადგილზე,შემოსავალი 25 მილიონი , ხოლო 2008 წელს 35-ე ,შემოსავალი ისევ 25 მილიონი. 2010 წელს კი გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სელებრითების სია 30 წელს ქვემოთ და ამ სიაში მაილიმ მე-4 ადგილს დაიკავა.,ხოლო ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალბატონებში მე–8 ადგილი,მდიდარ ქალ მომღერლებში კი მე-19.
Billboard Magazine/ჯურნალმა ბილბორდმა 2009 წელს დაასახელა მე-4 ადგილას ყველაზე გაყიდვად მომღერლად.
2008 წლის აპრილში ფორბსმა დაასახელა ათ უმდიდრეს ბავშვებში და მოზარდებში 8 დან 16 წლამდე პირველ ადგილზე. 
ჯურნალმა Coed–მა შეადგინა 2011 წელს სია 50 ყველაზე მოთხოვნადი სელებრითი ქალბატონი ინტერნეტში და ამ სიაში მაილიმ მე–8 ადგილი დაიკავა.

ფილმოგრაფია

Doc (3 episodes, 2001-2003)
Big Fish (2003) - Ruthie
The Suite Life of Zack and Cody ( season 2,20 episodes, 2006)- Miley Stewart/Hannah Montana
The Replacements ((2 episodes, 2007)- Celebrity star
High School Musical 2(2007) Girl at pool
The Emperor's New School (2 episodes, 2007) -Yata
Hannah Montana & Miley Cyrus: Best of Both Worlds Concert (2008)-Herself
Bolt (2008)- Penny
Super Rhino (2009) -Penny
The Suite Life on Deck (Season 1, Episode 21,2009)
Hannah Montana: The Movie (2009) - Hannah Montanna / Miley Stewart
The Last Song (2010) - Veronica "Ronnie" Miller
Hannah Montana (2006-2010,90 episodes) - Hannah montana/Miley Stewart
Sex and City 2 (2010) - herself - Miley Cyrus
LOL: Laughing Out Loud (2011) - Lola
Justin Bieber: Never Say Never (2011)–Herself
So Undercover (2011)–Molly
Saturday Night Live(2011)-Herself


ტურები

Best of Both Worlds Tour (2007–08)
Wonder World Tour (2009)
Gypsy Heart Tour (2011)

მუსიკალური ვიდეოები

2007
"Start All Over"
"7 Things"

2008
"Fly on the Wall"
"I Thought I Lost You" (ჯონ ტრავოლტა ,მაილი საირუსი)

2009
"The Climb"
"Send It On"(სელენა გომეზი,მაილი საირუსი, დემი ლოვატო , ძმები ჯონასები)
"Party in the U.S.A"

2010
"When I Look at You"
"We Are the World 25 for Haiti"
"Everybody Hurts" 
"Can't Be Tamed" 
"Who Owns My Heart" 

სასიყვარულო ურთიერთობები

NICK JONAS 2006-2008
JUSTIN GASTON 2008-2009
ისევ NICK JONAS -2009
LIAM HEMSWORTH 2009-2012




მაილი საირუსის მძიმე ბავშვობა
მაილი იხსენებს სკოლის ამბებს : 
''ჩერლიდერების სტუდია, ჩემი ბავშვობის სამოთხე იყოს. მე იქ მყავდა მეგობრები, რომლებიც ყველაფერში დამეხმარებოდნენ. მაგრამ სკოლაში სულ სხვა იყო. მე არ ვიცი როდის ჩამოყალიბდა ''ანტი-მაილი'' კლუბი! მაგრამ ფატია, რომ ისინი მამწარებდენ. ერთხელაც როდესაც ბილოგიის კლაში მივდიოდი, წინ გადამიდგნენ, ტვალეტში შემათრიეს და იქ ჩამკეტეს! ხაფანგში გავე
ბი! მთელი ძალით ვაბრახუნებდი კარებზე, მაგრამ არავის ესმოდა. შემდეგ ფანჯრიდსან გაძრომა ვცადე, მაგრამ ვერც ეს შევძელი! ყველანი უკვე კლასში იქნებოდნენ, ასერომ 40 წუთიი მაინც არავინ მომაკითხავდა. ძირს დავჯექი, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. 

მაგრამ რატომ მიკეთებდნენ ბავშვები ამას? მე მარტოსულად ვგრძნობდი თავს და ვერ ვიტანდი სკოლას!''


მესამე თავს მაილიმ ''პირველი სიზმარი'' დაარქვა, გთავაზობთ ნაწყვეტებს : 
''საბედნიეროდ ჩემი ცხოვრება სკოლის გარეთ ძალიან ბედნიერი იყო. ჩერლიდერი 6 წლიდან ვიყავი, სტუდიაში დედაჩემმა მიმიყვანა. იმ დროისთვის ჩვენ ქალაქგარეთ, ვცხოვრობდით და ჩვენი ფერმა გვქნდა, რომელიც არაჩვეულებრივი იყო, მყავდა ძალიან კარგი მეზობლები. მყავდა შინაური ცხოველები. მე ჩემ უფროს ძმასთან-ტრევისთან ერთად ვიზრდებოდი. შემდეგ ოჯახს ახალი წევრებიც შემოემატა. ნოა-ჩემი პატარა და, რომელიც ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ის არის ჩემი სიხარულის მიზეზი! 
მამა სახლში იშვიათად იყო, მხოლოდ რამე ბრუნდებოდა . მე მასთან მაინც ვახერხებდი ურთიერთობას! 
მახსოვს ერთხელ მძიმედ გავხდი ავად. იმ დღეს შეჯიბრი გვქონდა, მაგრამ მე ვერ ვახერხებდი წასვლას. თავბრუ მეხვეოდა და საშინლად ვგრძნობდი თავს. მე მინდოდა მონაწილეობის მიღება ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდი გამოსაჯანმრთელებლად, 4 საათი საწოლში ვიწექი კონკურსის წინ. დედას ხელს არ ვუშვებდი, და ძალიან ვნერვიულობდი. შემდეგ წასვლა გადავწყვიტე, იმისდა მიუხედავათ, რომ ჯერ კიდევ საშინლად ვიყავი. ჩემი კაპიტანი წინააღმდეგი იყო ჩემი მონაწილეობის მაგრამ მე დავიჟინე და ყველაფერმა კარგად ჩაიარა! ყოველი შეჯიბრის შემდეგ დედას ჩვევა ჰქონდა ჩემთვის რაიმე მოეცა, ჯილდოს სახით, მაშინაც კი როდესაც ვმარცხდებოდით. წლების განმავლობაში ჩემი ოთახი ამ ჯილდოებით აივსო. მე მათში განსაკუთრებით ერთი მიყვარდა-ნივთი როდესაც დედამ იმ დღეს მაჩუქა, როდესაც ავადმყოფმა და დასუსტებულმა შეჯიბრის მოგება შევძელი !!! 
 
 
 
 

50 რამ რისი გაკეთებაც უნდა მაილის სიკვდილამდე

1. ვერტმფრენით მოგზაურობა (წიგნის წერის დამთავრებისას უკვე ასრულებულია) 
2.ოკიანის ფსკერზე ჩაყვინთვა 
3.ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენა 
4.ჩინეთის დიდ კედელზე დადგომა 
5.წყლის თხილაურებით სრიალი 
6.საჰაერო ბუშტით მოგზაურობა 
7.მთელ ევროპაში მოგზაურობა 
8.გრემის მოგება 
9.დავეხმაროთ მშიერ ხალხს 
10.შევხვდე იცაკ პაბლოს 
11.გავხსნა საზაფხულო ბანაკი ბავშვებისთვის 
12.გავხსა ცენტრი, რომელიც ახალგაზრდა ორსულებს გააცნობირებინებს მათ მოვალეობებს 
13.მშვიდეობიანი მისით აფრიკაში მოგზაურობა 
14.წითელ ზღვაში ბანაობა
15.დედის მოვალეობები კარგად შევასრულო
16.დავწერო ჩემი ცხოვრება (უკვე შევასრულე)
17.სერფინგის სწავლა 
18.ბავშვებისთვის, რომლებსაც სახლი არ გააჩნიათ ოჯახის მოძებნა
19.ჩემს დაბადების დღეზე ჰავაიზე ყოფნა
20.სკოლის აშენება 
21. ზღვისპირა კოტეჯის ქირაობა 
22.მთელი ბიბლიის წაკითხვა (პროცესში ვარ!) 
23.შევქმნა, დიზაინი გავუკეთო ტყავის ფეხსაცმელებს 
24.ჩრდ. პოლუსზე მოხვედრა
25.შოპინგი მილანში 
26.ეგვიპტეში მოგზაურობა 
27.იერუსალიმის დათვალიერება
28. მარათონში სირბილი
29.ველოსიპედის მართვის მოწმობის აღება
30.თვითმფრინავის მართვა
31.ხმელეთით ვიმოგზაურო მთელი ევროპის გარშემო
32.ვიცხოვრო TX-ში
33.ავიდე ევერესტის თავზე
34.ვიცხოვრრო ცოტა ხნით სოფელში 
35.ვეწვიო 50-ივე შტატის სავადმყოფოში ბავშვებს
36.ცხენზე ამხედრებულმა, ხალხით სავსე სანაპიროზე ვიარო
37.ჩემს დას ლეკვი ვუყიდო 
38.გამოვუშვა ქანთრი ალბომი 
39.ჩავწერო მეტალიკა 
40.გავაცნო ამ თაობას BUDDY HOLLY 
41.BUDDY HOLLY სიმღერა მსოფლიოს ტოპ 10 მოხვდეს 
42.წავიდე სათევზაოდ, ოღონდ შინ თევზით დავბრუნდე 
43.ჩემს ლეკვებს ვუყიდო სახლი 
44.ვესტუმრო ფიჯის კუნძულებს 
45.ჩავაწერინო ჩემს დას სიმღერები 
46.ავაშენო ჩემი მშობლების სახლი სანაპიროზე 
47.ვიცხოვრო ტაილანდურ ოჯახში,და გავიგო როგორია იყო ტაილანდელი ერთი დღით.
48.დავეხმარო ინდონეზიას 
49.გამოვიგონო რამე (ჰაჰაჰა)
50.დავამთავრო ეს სია(უკვე ასრულებულია) 


მაილი საირუსის სტატუსები.

#1 .როცა გყავს, გულში უნდა ჩაიკრა... დაკარგულს ხომ ვეღარ მოეფერები.

#2.მოგონებები ძალიან ძვირფასია. რატომ? მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იცვლება, ისინი
მაინც უცვლელნი რჩებიან.მენატრება ძველი ცხოვრება.

#3.გჯეროდეს შენი და ყველაფერი შესაძლებელია.

#4.შენ არ შეგიძლია შეაჩერო ხალხი რომლებიც შენზე ლაპარაკობენ,მაგრამ შენ შეგიძლია არ მისცე მათ სალაპარაკო

#5.ცხოვრება აუღწერელია არაფერია დაწერილი ქვაში.

#6.თუ ჩვენ ყველა ვიქნებოდით უშეცდომოდ,მაშინ სამყარო სულ სხვა ადგილად იქნებოდა.

#7.პოზიტიური აზრებისგან ჩნდება პოზიტიური ნივთები.

#8.ხალხი რომელიც შენ რეალურად გყავს,მე გამოვარჩიე,ეს არის ოჯახი.იმიტომ,რომ მათ ეყვარები რაც არ უნდა მოხდეს.

#9.ჩემზე მილიონჯერ უთქვამთ რა როგორ უნდა გავაკთო.ვეუბნები ჩემს ფანებს,თუ შენ ხარ დაბადებული ხელოვნებისთვის,უნდა წახვიდე ამ რისკზე.

#10 იმ წუთასვე როდესაც არ უშვებთ შეცდომებს,თქვენ წყვეტთ სწავლას.

საჭმელი- თევზის სალათი
სასმელი- კოკა-კოლა
სასუსნავი- კიტკეტი 


20 ფაქტი მაილი საირუსზე

1. მისი ნამდვილი სახელი დესთინ ჰოუპ საირუსია, მაილი კი მამამისმა სიტყვა Smiley-ს გამო დაარქვა რადგან მაილი სულ იღიმება 

2. მაილიმ ცხენის ტარება 2 წლის ასაკში ისწავლა 

3. პატარაობაში მას ჰყავდა 2 თევზი Lyrics და Melody 

4. მაილიმ სიმღერა i Miss You გარდაცვლილ ბაბუას მიუძღვნა

5. ტრეისის ბრენდის ნოას და ბრეისონის გარდა მას კიდევ ერთი ნახევარ-ძმა კრისტოფერ კოდი ჰყავს
6. როდესაც მაილი 6 კლასში იყო ის ტუალეტში ჩაკეტეს 

7. მას ჰყავს თხა 

8. მაილი არ ჭამს მწვანე რაღაცეებს 

9. მაილის ჰყავდა მეგობარი ვანესა რომელიც დაიღუპა 

10. დესთინის მას მარტო ბებია ეძახის 

11. სერიალ ჰანა მონტანაში მისი სახელი ზოი სტიუარტი უნდა ყოფილიყო მაგრამ მაილიმ სახელის შეცვლა მოინდომა

12. თავიდან მაილი ცაცია იყო მაგრამ პატარაობაში მამამისმა მას მარჯვენით წერა მიაჩვია 

13. Dolly Parton არის მაილის ნათლია 
14. როდესაც ის 8 წლის იყო უყურა ფილმ "Mamma Mia!”-ს და ძალიან მოუნდა რომ მსახიობი ყოფილიყო

15. ის ბრეკეტებს ატარებდა მაგრამ შიგნიდან ემაგრა ამიტომ მათი დანახვა არავის შეეძლო 

16. მას ერთერთი ტატუ აქვს მკერდის ქვეშ რომელზეც წერია "Just Breath" მაილიმ ეს ტატუ თავის გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნა 

17. ტატუ რომელიც მაილის თითზე აქვს "გეი" ხალხის მხარდაჭერას აღნიშნავს 

18. მაილიმ ემილი ოსმენტს გიტარაზე დაკვრა ასწავლა

19. მას ეშინია ობობების 

20. მას აქვს გულის პრობლემა


ვარსკვლავები ახასიათებენ მაილის 

ქეითი პერი : "თუ გსურთ მისაბაძი მაგალითი აიღეთ მაილი საირუსი"

ადელი : "ის არის ძალიან საყვარელი . და მე მიყვარს მისი ხმის ტემბრი"

პოლ მაკარტნი : "ის მაგონებს ახალგაზრდობას . მაილის დიდი მომავალი აქვს"

ოპრა ვინფრი : "მაილი საუკეთესოა რაც დედამიწას თავს დაატყდა ბითლზების შემდეგ"

დოლი პარტონი : "ის მახსენებს პატარა ელვისს"
ნირვანას გიტარისტი : "მე ვარ შეყვარებული მის ქოვერზე"

მე : "მაილი საირუსი არის ის რაც ჰაერზე მნიშვნელოვანი და საჭიროა"


7 რამ რაც ცუდ ხასიათზე აყენებს მაილი საირუსს :

1. ბაბუის სიკვდილის გახსენება
2.ის რომ ჩემი მშობლები ვერასდროს

გაიგებენ თუ როგორ მიყვარს ისინი
3.ჩემი ცხენები ნეშვილში უჩემოდ რომ არიან
4.რომ არსებობენ ადამიანები რომელსაც

ღმერთი არ სწამთ
5.რომ არსებობენ ბავშვები რომელთაც
მშობლები არ ყავთ
6.ჩემი ძმა ტურნეში უჩემოდ რომ წავიდა

7.შიმშილობა მსოფლიოში

Animation





















 
 




 
 



Photos
 


 
 



 
























Icons
  
  
  
  
  
  
    

თქვენი  Anii_Cyrus♥♥♥

ძალიან ბევრი ვიწვალე 
და გთხოვთ დამიკომენტარეთ რა 
მიიიყვარხართ
კატეგორია: ♥ ბიოგრაფიები ☆ | ნანახია: 872 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
2012-08-22 Spam
kargi siaxlea, magram es kvelaferi inglisuridan rogor targmne ?