მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 24 » Midnight Sun 2
7:06 PM
Midnight Sun 2
ბავშვებო წერა დავამთავრე... გადავწყვიტე დღეს სრულიად დავდო ორ თავშ გავაერთიანებ :)) ცოტა დიდი იქნება მარა არაუშავს :)

მე და ედვარდს ერთი სული გვქონდა თუ როდის გათენდებოდა....ღამე ძალიან გაიწელა ძლივს დავინახე რომ უკვე დღე იყო. რენესმესაც ეღვიძა, ვაჭამე და ოჯახთან წავედით უკვე ყველა ბიბლიოთეკაში იყო ასევე ჯეიკობიც, როდესაც რენესმემ ჯეიკობი დაინახა მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. კარლაილი ძალიან ნერვიულობდა ოთახში ბოლთას სცემდა, ემეტი როგორც ყოველთვის როხროხებდა გვერძე როუზი ეჯდა და ისიც იცინოდა, ელისი ჩუმათ იჯდა ჟასპერთანერთად, ესმე კი შექსპირს კითხულობდა...

–– იმედია ელეაზარი და კარმენი დახმარებაზე დაგვთანხმდებიან – თქვა ელისმა
–– რათქმაუნდა დაგვეხმარებიან, მათ ჩვენ ოჯახისწევრებად მივიჩნევთ ამიტომ არამგონია უარი გვითხრან – უპასუხა კარლაილმა
მე ჩუმად ვიჯექი და ვაკვირდებოდი რენესმეს რომელიც ჯეიკობს ეთამაშებოდა, ჯეიკობიც პატარა ბავშვის ტვინის გამხდარიყო რენესმესთანერთად იცინოდა და დაჭერობანას ეთამაშებოდა.... რენესმე ჩემკენ გამოიქცა და ჩამეხუტა შემდეგ თავისი პატარა თბილი ხელი ლოყაზე მომადო ა მაჩვენა თუ როგორ აჭმევდა ჯეიკობი მას...ედვარდი სამზარეულოში გავიდა და ორწუთში რენესმეს ბოთლი შემოიტანა, რენესმემ ბოთლი გამოართვა თბილი მზერით შეხედა ედვარდს და ჯეიკობთან გაიქცა.
–– აქ არიან – თქვა ედვარდმა. ეს დენალის კლანზე იგულისხმა
კარლაილი ბიბლიოთეკიდან გავიდა და ჩვენ სტუმრებს შეხვდა ცოტა ხნის მერე კარლაილი შემოვიდა დენალის კლანთანერთად... როდესაც რენესმემ კარმენი დაინახა გაუხარდა მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა
–– mi Hermosa, mi querido – ეუბნებოდა კარმენი რენესმეს და გულში იხუტებდა
ტანია და კეიტიც თავს დასტრიალებდნენ რენესმეს, ჩემ რენესმეს უხაროდა და ყველას თბილად უმზერდა.
–– ჩვენ სხვა კლანის ვამპირებსაც უნდა დავურეკოთ და დახმარება ვთხოვოთ, მე მხოლოდ ამაზონლებს და მომთაბარეებს დავურეკე ისინიც უმალ დაგვთანხმდნენ და ხვალ აქ ჩამოვლენ, მათ მითხრეს რომ სხვა კლანის ვამპირებსაც დაურეკავდნენ და ჩვენ დახმარებას სთხოვდნენ... – დაასრულა კარლაილმა
ჯეიკობი ჩემ გვერდით იჯდა და ყურში ჩამჩურჩულა
–– ბელა, ხვალ ისევ ვამპირებით სავსე იქნება ეს სახლი როგორც რენესმეს დროს მოხდა?
–– კი ჯეიკ – ვუპასუხე და მის კითხვაზე გამეცინა.
ფიქრებში წავედი... ვიხსენებდი ძველ დროს როდესაც პირველად ვიყავი ვოლტერაში, აროს ცარცივით თეთრი სახე, დინჯი მარკუსი და ბოროტად შემომყურე კაიუსი...ფიქრებიდან რენესმეს თბილმა ხელმა გამომარკვია.. თბილად მიმზერდა და მეხუტებოდა თავისი ხელი ლოყაზე მომადო და მაჩვენა როგორ აჭმევდა ჯეიკობი მას... როგორცყოველთვის ედვარდმა თავისი ბოთლი მოუტანა, მან გამოართვა და ჯეიკობს კალთაში ჩაუჯდა… ედვარდი რენესმეს გულჩვილი მზერით უყურებდა შემდეგ მე შემომხედა და გულში ჩამიკრა...
–– ედვარდ რა გჭირს? – ვკითხე გაოცებით როდესაც მისი დამწუხრებული სახე დავინახე
–– მეშინია, რომ დაგკარგ..შენ რომ რამე მოგივიდეს ალბათ მე მოვკვდები
–– ნუ სულელობ მე არაფერი მომივა – ვუთხარი და გულში ჩავიკარი..


მე და ედვარდი ტყეში ვიყავით და განთიადით ვტკბებოდით...ცოტახანში ჩვენ ძველ ნაცნობებს ვნახავდით რომელიც რენესმეს დაცვისთვის თავს გასწირავდნენ თუ ვოლტურებს ჩხუბს გადაწყვეტდნენ... ერთი სული მქონდა ზაფრინას როდის ვნახავდი, მე ის ძალიან მომწონდა და მასაც ძალიან მოვწონდი როგორც მე ასევე რენესმეც და მთელი ჩემი ოჯახი. ყელი ჩამეწვა,ძალიან მწყუროდა და ედვარდს ვუთხარი სანადიროდ წავსულიყავით ის დამთანხმდა და სანადიროდ წავედით... აღმოსავლეთით პუმას სუნი მეცა და იქით წავედი ედვარდიც წამომყვა, რომ მივედი პუმა დავინახე რომელიც ჩემგან 4 მეტრით მოშორებით იყო გონება მოვიკრიფე და მისკენ გავექანე, დავიჭრე და ყელი გამოვღადრე, სისხლი ბოლომდე გამოვწოვე და მისი სხეული იქით მოვისროლე, რომ გავიხედე ედვარდი ვერ დავინახე და მის საძებნელად წავედი, მისი სუნი ვიგრძენი დასავლეთით წასულიყო მის კვალს გავყევი და დავინახე როგორ სვავდა ხარირემის სისხლს ედვარდი... გამომხედა და თვალის მომჭრელი ღიმილით გამომხადა, გამიკვირდა პირი მოთხვრილი არ ჰქონდა ჩემგან განსხვავებით, თავიდან ბოლომდე სისხლით ვიყავი მოთხვრილი.... ედვარდი გვერდით ამომიდგა და ჩვენს კოდეჯში წავედით, მივედით თუ არა გარდირობი გამოვხსენი და ლამაზად გამოვეწყვე, (რამე არასწორად რომ ჩამეცვა ელისი იმწუთასვე ჩხუბს მიწყებდა და გამოსაცვლელად უკან მაგზავნიდა და თვითონაც მომყვებოდა რომ ისევ ცუდად რომ არ ჩამეცვა) უკან დავბრუნდით, სიჩუმე სუფევდა პირველ სართულზე არავინ იყო... უცბათ ნესის კისკისი მოგვესმა ორი წუთის შემდეგ კი ემეტმა გამაყრუებლად გადაიროხროხა... მეორე სართულზე ავედით სახლში მხოლოდ ემეტი და რენესმე დაგვხვდა..
–– ემეტ, დანარჩენები სად არიან? – ვკითხე მე
–– სანადიროდ წავიდნენ დენალიელებიც გაყვნენ თქვეს ჩვენც გვწყურიაო – თქვა ემეტმა და ბოლო ხმაზე გადაიხარხარა
გამიკვირდა უაზროდ რატომ ხარხარებდა ემეტი, ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი მაგრამ ემეტისგან ეს გასაკვირი არ იყო... ტყიდან ხმა მომესმა ეს ჯეიკობი იყო, შემოვიდა მოგვესალმა და ნესისთან მივიდა მოსაფერებლად... ამ დროს კარლაილი და სხვები სახლში დაბრუნდნენ და თქვეს რომ სტუმრები მალე მოვიდოდნენ, ჯეიკობმა ჩაიფხუკუნა მე კი მასზე გამეცინა, ჯეიკობს არ მოსწონდა ნესის ამდენი ვამპირი რომ დასტრიალებდა თავს და ყოველთვის ცდილობდა ნესი მასთან ყოფილიყო... ელისი ოთახში შემოვიდა და გვაცნობა რომ ხვალ ჩვენ ეგვიპტელები ამაზონლები ევროპელები ირლანდიელი ვამპირები შემოგვიერთდებოდნენ... მე გამიხარდა რომ ისინი თანახმანი იყვნენ ჩვენს დახმარებაზე და მხარში რომ ამოვიდგნენ. ნესის უხაროდა ზაფრინას რომ ნახავდა და სიხარულისგან აქეთ იქით დახტოდა ჯეიკობი კი მას დასდევდა...მე ჩემი პატარა გახარებული ნესის ყურებით ვტკბებოდი როდესაც ფიქრებიდან კეიტმა გამომაფხიზლა..
–– კეიტ, ძალიან მომენატრე.
–– ბელა, მეც ძალიან მომენატრე, შენც ნესიც ედვარდიც და მთელი შენი ოჯახი.... მე და კეიტი დიდხანს ვლაპარაკობდით, გავიხსენეთ ყველაფერი რაც ამ 3 წელში ერთად გადაგვხვდა ვერც კი შევამჩნიეთ ბიბლიოთეკაში მარტო ჩვენ რომ დავრჩით.

ღამით მე და ედვარდი ჩვენს კოტეჯში წავედით და მძინარე რენესმე წავიყვანეთ, კარები ფრთხილად გავაღეთ ნესის რომ არ გაღვიძებოდა და საწოლში ფრთხილად ჩავაწვინე...უცვათ წელზე ედვარდმა ხელები შემომხვია მისკენ შემატრიალა და ჩემს ტუჩბს დაეწაფა ხელები მძლავრად შემომხვია და ჰაერში ამიტაცა და ჩვენს საძინებელში შევედით... უხმოდ მეალერსებოდა და გულში მიკრავდა მე მისი ხელებიდან დახწევას ვცდილობდი ედვარდი ამას მიხვდა და ხელები გამიშვა
–– რა გჭირს? – მკითხა გაკვირვებული ხმით
–– მეშინია ედვარდ – ვუთხარი დანაღვლიანებული ხმით...
–– რისი გეშინია? – ჩემი თავი თავის ხელებში მოიქცია და თავისი ოქროსფერი თალები შემომანათა, ისეთი თვალის მომჭრელი იყო თვალს ვერ ვარიდებდი პასუხს ვერ ვცემდი რადგან მისმა სილამაზემ თავბრუ დამახვია, ბოლოს სული მოვითქვი და ვუთხარი
–– ვოლტურების, მეშინია რომ თქვენ ვეღარასდროს გნახავთ – ვუპასუხე და მის მზერას თვალი ავარიდე... ედვარდმა ჩუმად გაიცინა რენესმე რომ არ გაეღვიძებინა, შემდეგ კი ისევ ჩემ ალერსს დაუბრუნდა.... დილით სახლში დავბრუნდით, ემეტი სიცილს ძლივს იკავდება მისი სიცილის მიზეზი მივხვდი და თავი ძლივს შევიკავე მისთვის რამე რომ არ დამეშავებინა, ჩემი გაბრაზება დაინახა და იქით ოთახში გავიდა, ისე ხმამაღლა გადაიროხროხა რომ ექო მთელ სახლში გაისმა ედვარდს ყურადღება არ მიუქცევია და იქით გავედიტ სადაც ყველა შეკრებილები იყვნენ
–– გამარჯობათ – მივესალმე ყველას და ჩამოვჯექით გვერდით ედვარდი მომიჯდა და წელზე ხელი შემომხვია....
–– სტუმრები წითიწუთზე მოვლენ – წკრიალა ხმით თქვა ელისმა... მართლაც სტუმრები მალევე მოვიდნენ, ზაფრინას ნახვამ მე და რენესმე ძალიან გაგვახარა გადავკოცნე და ჩემი ამბები მოვუყევი დიდი ხანი ვლაპარაკობდით , შემდეგ ლაპარაკში კეიტიც და როუზიც შემოგვიერთდნენ.... რენესმე ჯეიკთან იყო მაგრამ ზაფრინასთან მივიდა და სთხოვა მისთვის რამე ეჩვენებინა ზაფრინაც უყოყმანეთ დათანხმდა, ორი წუთის შემდეგ ნესი უზომოდ გახარებული იყო, კაცები ცალკე ლაპარაკობდნენ ჩვენს თემაზე ჩვენ ცალკე, შემდეგ კი ერთად დავიწყეთ თათბირი... ყველა დაძაბულები ვიყავით ვნერვიულობდით არ ვიცოდით რა გვექნა როდესაც ვოლტურები ჩამოვიდოდნენ, დიდი ხანი ვლაპარაკობდით უკვე შუაღამე იყო რენესმეს და ჯეიკს ერთად ეძინათ მათ დანახვაზე ყელში ბურთი გამეჩხირა წარმოვიდგინე რომ მათ ვეღარასდროს ვერ ვნახავდი, ადამიანი რომ ვყოფილიყავი ალბათ ცრემლები წამომივიდოდა... დიდი ხანი ვთათბირობდით თითქმის შუაღამემდე და გადავწყვიტეთ დილიდანვე ბრძოლისთვის მომზადება დაგვეწყო თათბირის დროს კარებზე კაკუნის ხმა გაისმა, კარლაილი გასაღებად წავიდა, ედვარდს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, შეშინებულმა ვითხე თუ რა ხდებოდა მაგრამ პასუხის გაცემა არ დასჭირდა რადგან ორ წუთში ბიბლიოთეკაში ორი ვამპირი კაცი შემოვიდა ეს სტეფანი და ვლადიმირი იყვნენ, ყველა გაკვირვებულები ვუყურებდით მათ მანამ სანამ ვლადიმირმა ლაპარაკი არ დაიწყო
–– გამარჯობათ, ბოდიშით ისევ დაუკითხავად რომ გესტუმრეთ გავიგეთ რომ ვოლტურებთან ისევ პრობლემები გქონდათ და ჩხუბს აპირებდით მათთან – ვლადიმირმა ლაპარაკი შეწყვიტა და სტეფანმა გააგრძელა
–– ჩვენ დახმარება გვინდა, ჩვენ ვოლტურები გვძულს და მათი მოსპობა გვინდა იმედია უარს არ გვეტყვით – დაამთავრა სტეფანმა... მე გამიხარდა მათ დახმარება რომ შემოგვთავაზეს, ჯასპერი აღელვებით აკვირდებოდა მათ შემდეგ რაღაც გადაუჩურჩულა ემეტს....
–– კარგით – დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა კარლაილმა – ხვალ განთიადისას ვარჯიშს ვიწყებთ...
–– ძალიან კარგი – წარმოთქვა გახარებულმა სტეფანმა – ვარჯისში ჩვენც შემოგიერთდებით.....

განთიადისას ყველანი გარეთ გავედით ვარჯიში რომ დაგვეწყო, ემეტი სახეგაბრწყინებული გვერდით ამომიდგა და ხელი გადამხვია, მე კი ხელი მხარზე დავუტყაპუნე და გავუცინე. ყველანი გარეთ ვიყავით, ჯასპერი წინ გამოვიდა და თითით ედვარდს ანიშნა, ედვარდმაც წინ წაიწია ორივენი წელში მოიხარნენ და ერთმანეთს დაეძგერნენ ედვარდი ზურგით დაეცა ჯასპერი მალევე წამოხტა ფეხზე და თქვა – წესი პირველი არასოდეს მოადუნო გონება – ედვარდი ფეხზე წამოდგა და ჩემ გვერდით დადგა, შემდეგ ჯასპერმა სტეფანს ანიშნა და წინ გაიწვია სტეფანი თვალის დახამხამებაში მასთან გაჩნდა, ორივე წელში მოიხარნენ ერთმანეთს დაეძგერნენ ჯასპერი წაიქცა, სტეფანმა გულმკერდზე ფეხი დაადო და ჩვენკენ ამაყად შემობრუნდა უცბათ ჯასპერი წამოდგა და სტეფანი წააქცია და თქვა – წესი მეორე არასოდეს დაუდგე მტერს ზურგით – როდესაც ჯასპერი ამას ამბობდა გამახსენდა ის დრო როდესაც ჯასპერი ამავე წესებს მაშინ გვასწავლიდა როდესაც ვიქტორია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ჩემ მოკვლას ცდილობდა, მე ეს მოგონებები ბუნტად მახსოვდა, ჩემ წარსულში ვიქექებოდი რომ კიდე რამე გამეხსენებინა ამ ფიქრებიდან ედვარდის ჯანჯღარმა გამომავხიზლა, ჩემი გასვლის დრო იყო ჯასპერი მე მეძახდა.. დაძაბული გავედი მეშინოდა ნადირობა კარგად ვიცოდი მაგრამ ვამპირთან არასდროს მიჩხუბია… ჯასოერთან მივედი ვნეერვიულობდი ჯასპერი ეშმაკურად მიყურებდა
–– მზადხარ? – მკითხა კასპერმა და ეშმაკური ღიმილით გამომხედა
–– კი
წელში მოვიხარე და მისკენ გავექანე, ჯასპერიც გამოექანა დამიჭირა და ორ წამში წამაქცია, ედვარდი ჩემთან მოვიდა და წამომაყენა ემეტმა ჩაიხითხითა... ჯასპერმა ჩვენი ვარჯიში დაამთავრა ყველა სახლში შევიდა გარეთ მხოლოდ მე რენესმე და ჯეიკობი დავრჩით, მე ძალიან მწყუროდა ნესისაც შიოდა, სანადიროდ ჯეიკი წამოგვყვა. ტყეში შევედით, აღმოსავლეთით წავედით რადგან ირმების სუნი ვიგრძენი მალევე მივედით, ირმების ჯოგი მდინარესთან იყო , გადავიხარე და ხარირემს ყელი გამოვღადრე, ნესისთვის ირემს ჯეიკი იჭერდა.... უცბაათ უცხო სუნი ვიგრძენი და გავშეშდი, ჯეიკმა შეაჩნია ჩემი აღელვება ნესი აიყვანა და ჩემთან მოვიდა სუნი სამხრეთიდან მოდიოდა იქით გავიხედე ნისლიდან ოთხი ფიგურა მოკრთოდა, რომ დავინახე ადგილზე გავქვავდი ესენი ვოლტურები იყვნენ მაგრამ გამიკვირდა მხოლოდ ოთხნი რატომ იყვნენ.... ახლოს მივედით ისინიც მოგვიახლოვდნენ ჯეინი რენესმეს მიუახლოვდა ხელი გადაუსვა და ლაპარაკი დაიწყო
–– გამარჯობა ბელა, ალბათ გაგიკვირდა მარტო ჩვენ რატომ ვართ აქ – ეშმაკურად გამიღიმა
–– რა გინდა ჯეინ?
–– არომ გამოგვგზავნა რაღაც უნდა რომ გითხრათ მაგრამ შენ ოჯახთან უნდა მიგვიყვანო ბელა – ახლა ჯეინის მაგივრად დემეტრიმ წარმოთქვა სიტყა
–– ჯეიკ რენესმე სახლში წაიყვანე და ჩემი ოჯახი აქ მოიყვანე, შენ რენესმესთან დარჩი – ჯეიკმა დრუნჩი ხელზე მომადო დაბრუნდა და გაიქცა, მე ცოტათი მეშინოდა, მე ერთი ვიყავი ესენი კი ოთხნი რათქმაუნდა ხელის ერთი მოქნევით მომკლავდნენ. ჩემი ოჯახის წევრები მალევე მოვიდნენ ედვარდი გვერდით მომიდგა, კარლაილი ვოლტურების წინ დადგა და ლაპარაკი დაიწყო
–– გამარჯობათ, აქ რამ მოგიყვანათ?
კარლაილსაც ძალიან იკვირდა მხოლოდ ოთხნი რომ ჩამოვიდნენ ფორკსში, ჩვენ ვიცოდით რომ ვოლტურების მთლიანი ოჯახი უნდა ჩამოსულიყო
–– გამარჯობა კარლაილ შენი ნახვა მიხარია – უთხრა ჯეინმა კარლაილს და გაუღიმა – ჩვენ არომ გამოგვგზავნა უნდა შეგატყობინოთ რომ... – ჯეინს სიტყვა ედვარდმა გააწყვეტინა
–– არა! _ უღტიალა ედვარდმა შემზარავი ხმით
–– ედვარდ რა ხდება? _ შეშინებული ვკითხე მაგრამ ედვარდი ხმას არ მცემდა
–– დაწყნარდი ედვარდ – დაამშვიდა ჯეინმა – აროს ბელას ნახვა უნდა, მხოლოდ მისი – ჯეინმა სასტიკი ღიმილით გამომხედა ჯეინმა – თუ არ ჩავიყვანთ და ხელცარიელები დავბრუნდებით ვოლტერაში არო გაბრაზდებდა და უკვე თვოთონ ჩამოვა აქ, გადაწყვიტეთ რას იზავთ – დაასრულა ჯეინმა...

სიჩუმემ დაისადგურა, ხმას არავინ იღებდა კარლაილმა უკან დაიხია ჩვენკენ შემოტრიალდა წრეზე შეგვკრიბა და ჩურჩულით დავიწყეთ ლაპარაკი
–– არა კარლაილ! ამას არასოდეს ვიზავ – მკაცრად თქვა ედვარდმა
––მაგრამ ედვარდ, ისინი აქ ჩამოვლენ თუ ბელას არ გავუშვებთ ომს დაიწყებენ შეიძლება ბევრი ჩვენგანი მოკვდეს
–– კარლაილ, მე ვთქვი რომ ბელას მასთან არ გავუშვებ განსაკუთრებით თუ მარტო წავა
–– კარგი – ქვა ბოლოს კარლაილმა და ვოლტურებისკენ შეტრიალდა – გადაწყვეტილება მივიღეთ, ბელა აქ რჩება თქვენთან არ გამოვუშვებთ – გადაჭრით თქვა კარლაილმა
– ჰმ... არასწორი გადაწყვეტილება მიგიღიათ, კარგით მაშინ მომავალ შეხვედრამდე – ჯეინმა სიტყვა დაამთავრა შეტრიალდა და დანარჩენებთან ერთად გაუჩინარდა. ედვარდმა გულში ჩამიკრა და ყურში ჩამჩურჩულა
–– ბელა შენ სამუდამოდ ჩემთან დარჩები, არსად გაგიშვებ
მძლავრად ჩავიკარი გულში, სახლში წავედით უკვე შუაღამე იყო, ნესის და ჯეიკს ეძინათ... ჩვენ დაძაბულები ვიყავით, ბიბლიოთეკაში ვისხედით სიჩუმე მეფობდა ხმას არავინ იღებდა.... ელისი გაქვავდა, ყველამ შევამჩნიეთ მისი აღელვებული სახე
––ელის რა ხდება?
–– მათ გადაწყვეტილება მიიღეს – აღელვებული ხმით თქვა ელისმა
–– რა გადაწყვეტეს ვოლტურებმა?
–– ისინი აქ ჩამოვლენ, სასტიკი ომი იქნება უკან აღარ დაიხევენ მათ ყველა ჩვენგანის მოკვლა უნდათ
–– მაგრამ რისთვის მოდიან? რა უნდათ ჩვენგან? ჩვენ ხომ არაფერი დაგვიშავებია?! – თქვა ჯეიკობმა, ვერ შევამჩნიეთ როდის გაიღვიძა ჯეიკმა და როდის შემოვიდა ბიბლიოთეკაში
–– ჯეიკ, მათ შურის ძიება უნდათ ჩვენი მოკვლა მათ ჯერ რენესმეს დროს უნდოდათ მაგრამ მათ მიზეზი ვერ ნახეს მიხვდნენ რომ ყველაფერს სამართლიანად ვაკეთებდით – დინჯად უპასუხა კარლაილმა
–– მე ვფიქრობ ახლა მათ შურის ძიება უნდათ – ვთქვი აღელვებულმა, ჯასპერი თვალს მადევნებდა ჩემი დაწყნარება სურდა მაგრამ ჩემი ფარის გამო არ გამოსდიოდა, მე დამშვიდება მჭირდებოდა ამიტომ ფარი განვდევნე, ჯასპერი მიხვდა და ჩემი დაწყნარება განაგრძო
–– ჩემი აზრით ბელა მართალია – თქვა ელისმა, ყველამ გაკვირვებული სახეებით შევხედეთ ელისს – ხო აბა სხვა მიზეზი რა უნდა ქონდეთ ვოლტურებს რომ ჩვენი მოკვლა სურდეთ?
–– ერთ მხრივ შეიძლება შურისძიება უნდოდეთ ან ბელას ნიჭი მოსწონს აროს და მისი წაყვანა უნდა – თქვა ედვარდმა და მე შემომხედა
–– მე რაში ვჭირდები მას ხომ რენატა ყავს
–– მართალი ხარ ბელა, მაგრამ არო ხვდება რომ შენ უფრო ძლიერი ფარის შექმნა შეგიძლია ვიდრე რენატას ამიტომ მას შენ ჭირდები, შენ თუ ხელში ჩაგიგდებს რენატას მოიშორებს შეიძლება არო ცოტათი გულკეთილი ჩანს სინამდვილეში კაიუსს სიძულვილით არ ჩამოუვარდება – თქვა კარლაილმა
ყველა გავჩუმდით, ყველანი ჩავფიქრდით
–– მაღაზიებში წავიდეთ, განტვირთვა გვჭირდება– თქვა ელისმა
–– დიახ, ელისი მართალია ცოტა განტვირთვა გვჭირდება – დაეთანხმა კეიტი
ელისისთვის უარი რომ მეთქვა აუცილებლად გაჯიუტდებოდა და მაინც დამითანხმებდა ამიტომ დავთანხმდი და მაღაზიებში წავედით, სახლში კაცები დარჩნენ რენესმე ედვარდთან დარჩა, ჯეიკი რეზერვაციაში იყო ახალი ამბები უნდა შეეტყობინებინა სემისთვის, რადგან სემი და მისი ხროვაც გვეხმარებოდა ვოლტურებ
თან ბრძოლ
აში

                                                                                  daamowma:anukaankam<3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 707 | დაამატა: SopoDirectioner♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6
2012-06-24 Spam
LiLeko.Love.TwIlIgHt.. ar vici me pirvelad vdeb smile