მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 11 » მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარადიული სიყვარული არსებობს
12:16 PM
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარადიული სიყვარული არსებობს

 ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მარადიული სიყვარული არსებობს. ამ ოპტიმისტურ დასკვნამდე მკვლევარები ცდების ჩატრების შედეგად მივიდნენ, რომლებშიც შეყვარებული წყვილები და ის ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ მეუღლის მიმართ ლტოლვა წლების შემდეგაც არ განელებიათ. 

მეცნიერები შეყვარებულთა ტვინის ნეიროქიმიურ აქტივობას აკვირდებოდნენ, როდესაც მათ საყვარელი ადამიანის ფოტოს უჩვენებდნენ. როგორც აღმოჩნდა, საყვარელი ადამიანის ფოტოს დანახვისას მოხალისეებს სიამოვნების ნეირომედიატორის - დოფამინის გამომუშავების პროცესი უაქტიურდებოდათ.

17-მა მოხალისემ, რომლებიც უკვე 10-29 წელია დაქორწინებულნი არიან და ირწმუნებიან, რომ მეუღლის მიმართ დღემდე ძლიერ სიყვარულს განიცდიან, თავდაპირველად თავიანთი გრძნობები 7 ბალიანი შკალით შეაფასა. ამის შემდეგ მათ ანალოგიური ტესტი გაიარეს. როგორც აღმოჩნდა, "სტაჟიან" შეყვარებულებს საყვარელი ადამიანის ფოტოს დანახვისას ტვინის იგივე მონაკვეთი უაქტიურდებოდათ, რომელიც ექსპერიმენტის მონაწილე პირველი ჯგუფის წევრებს.

 რაც შეეხება მოხალისეთა ამ ორ ჯგუფს შორის სხვაობას, თუ პირველი ჯგუფის წევრების ლტოლვას თან ახლდა ნერვული დაძაბულობა და იმპულსურობა, მეორე ჯგუფის წევრებს ურთიერთგაგება და შეჩვევის მომენტი ახასიათებდათ.
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 558 | დაამატა: belieberi | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 1
2012-01-11 Spam
vicodi...vicodi.....vicodiiiiii:*:*:*:*:*:D:D:D:D