მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მარტი » 24 » მელანქოლია..ჩემი სამყარო
3:34 PM
მელანქოლია..ჩემი სამყარო
, 



სამყარო..უსასრულობა..შეუცნობელი..ამოუხსნელი..ფარული..მიუწვდომელი.. 

ვინ ვარ.რა მინდა.რატომ ვარ..რისთვის..როგორ..მიფიქრია ბევრი. 

დავიბადე.ბუნებრივი.უდარდელი.უფიქრო.უპრობლემო.ბედნიერი. 

გავიზარდე.დავფიქრდი.დავინახე.დარდი.ფიქრი.პრობლემები.სიყალბე.სურვილი. 

ამბიცია.სიყვარული.იმედგაცრუება.მეგობრები.ღალატი.შური.უბედურება.მარტოობა. 

ისევ სიყალბე. 



რატომ იცვლება ყველაფერი.ღმერთი?თუ უღმერთობა? არსებობს? არის? 

მაშინ..მაშინ რატომ იცვლება.იცვლება უარესობისკენ..ვიბადებით წმინდანი და ვკვდებით ბილწნი. 

განა გვინდა? ეს ხომ თავისთავად ხდება.. 

არ მჯერა..არ ვიცი..დიდია, ძალიან დიდი და შეუცნობელია სამყარო.მინდა გავფრინდე.კოსმოსში.დავნახო.შევიგრძნო.ღმერთი შევიგრძნო,ან უღმერთობა.ის ..ის ამოუცნობი.ის უსასრულო შევიგრძნო..მინდა რომ უბრალოდ ჩემში იყოს..არ მინდა ვიცოდე..მინდა რომ უბრალოდ ვგრძნობდე…მინდა რომ ჰაერში ვიტივტივო..მინდა სიჩუმე იყოს.მინდა ყველაფერი დავინახო..ვარსკვლავები,პლანეტები..სიშავე..სილურჯე..სითეთრე..ფერები..აზელილი,არეული.  

ჩემსავით გაურკვეველი.მინდა ვიფრინო.ოცნებებში? – არა..მე ისედაც დავფრინავ ოცნებებში..მე მინდა რომ მართლა ვიფრინო..აი იქ,სადაც მარტო ვიქნები.შორს დარდისგან,ფიქრისგან,პრობლემებისგან,სურვილისგან,ამბიციისგან,სიყალბისგან. 

მინდა ზემოდან გადმოვხედო ხალხს.მინდა ღმერთის თვალით დავინახო..მინდა ყველაფერს ფარდა აეხადოს. 

მაშინ ვიცხოვრებ სწორად…ანუ ისე,როგორც მსურს..ახლა.ახლა არ ვიცი რა მსურს.ძალიან ცოტა ვიცი.. 

უნდა შევიმეცნო…რა არისშემეცნება?-სწავლა? არა არა..შემეცნება არ არის სწავლა. 



შემეცნება არის საკუთარ თავში გარკვევა. სულის აღმოჩენა…მე შევიმეცნებ..სიწრფელეს შევიმეცნებ…სიწრფელე -ხელოვნება,არტი -სამყაროს სარკე..მუსიკა..ფერწერა – ფერები..აზელილი ფერები…გაურკვევლობა..აი..აი ,ისევ სამყარო..ყველაფერშია უსასრულობა. 

მე..მე პატარა ვარ..ყველანი პატარები ვართ…დიდი..დიდი მხოლოდ ის არის.. 

ჩვენ რომ ვერ ვხედავთ და ვერ ვხვდებით ის.. 

 

დაამოწმა: Princess
 
კატეგორია: ♥ ჩემი შემოქმედება | ნანახია: 818 | დაამატა: anagogava | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2013-03-24 Spam
momewona