მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 6 » მეგობრობა-ის,რაც ყველას გვჭირდება
9:08 AM
მეგობრობა-ის,რაც ყველას გვჭირდება

ახლა ხვალიდნელზე უფრო ბევრს ვფიქრობ,ვიდრე აწმყოზე.. მას შემდეგ,რაც რამდენიმე ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი დავკარგე,სხვანაირად ვუყურებ ცხოვრებას.. პრინციპში,მე არც დამიკარგავს ისინი,უბრალოდ,სბედმა წაშალა ზედმეტი ხალხი ჩემი ცხოვრებიდან. მე არ შემეშინდა მათთვის მეთქვა ,,ნახვამდის”,ამიტომაც ცხოვრებამ ახალი ,,გამარჯობა”-თი დამაჯილდოვა. რომ არა ის დანაკარგი,ახლა მე არ მეყოლებოდა ჩემი ორი საუკეთესო დაქალი,რომელიც ჩემი ცხოვრების ისეთივე განუყრელი ნაწილები არიან,როგორც სინათლისთვის სიბნელე.



 რა არის მეგობრობა?-ბედის ირონია..

თუ მეგობარი გყავს-ბედნიერი ხარ! იცით, ბოლომდე ახლაც ვერ ვხსნი რა არის მეგობრობა. მე ვფიქრობ,რომ მეგობრობა სიყვარულზე უფრო ძლიერია.. თავად სიყვარულიცაა.. როდესაც სიყვარული ტკივილს გვაყენებს,იმ დროს მეგობრობას შეუძლია ნებისმიერი იარა მოგვიშუშოს და მეორე,ახალ დღეს,გაღმებულები შეგვახვედროს. სწორედ მეგობარია ის ადამიანი,რომელიც საჭირო დროს გყავს გვერდით..რომელიც არასდროს იღლება იმის მოსმენით,თუ როგორ გიჟდები იმ იდიოტზე,რომელსაც შეუძლია ნებისმიერ იდიოტობაზე შენთან ერთად გულიანად იხარხაროს,რომელიც მუდამ განუგეშებს და გეხმარება,რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს..



კარგია,როცა ზემოთ აღწერილი მეგობარი გყავს..

ალბათ,გაგიკვირდათ,მეგობრობას ,,ბედის ირონია” რატომ ვუწოდე.. ბევრი მეგობარი გღალატობს..ზურგს უკან გძირავს.. და ალბათ ყველას მოგეხსენებათ რას აღარ აკეთებს..დარწმუნებული ვარ,თითოეული თქვენგანისთვის მაინც უღალატია მეგობარს.. მაგრამ,ალბათ,ასეთებს მეგობრები არც ქვიათ..


რაც არ უნდა ბევრი მეგობარი გყავდეს,მაინც მარტო იქნები,სანამ არ შეუშვებ შენს გონებაში,სულში იმ აზრს,რომ მარტო არ ხარ.. რაც არ უნდა კარგი მეგობარი გყავდეს,ის ბოლომდე შენთან ვერ იქნება..რომ წახვალ ,,იქ”,ის არ გამოგყვება,გიგლოვებს რამდენიმე დღე,შეიძლება თვეებიც კი,შემდეგ,მობეზრდება ტყუილი ცრემლების ღვრა და ისევ აყვება ცხოვრების რიტმს..მაგრამ შენ ხომ კარგი მეგობარი ხარ? ამიტომაც,მისცემ მას ძალას,ცხოვრება უშენოდ გალიოს,თანაც ბედნიერად..შენ არ იეჭვიანებ მის ახალ მეგობრებზე,რადგან ხედავ,რა ბედნიერიცაა ის,შენც ხომ ამის გარდა არაფერი გინდა?


მაგრამ,მე მაინც მიმაჩნია,რომ როცა გყავს მეგობრები,რომლებიც გიყვარს და უყვარხარ,იცხოვრე აწმყოთი,არ იფიქრო მომავალზე,დატკბი ამ წუთებით,საათებით,დღეებით,თვეებით,წლებით.. გიყვარდეს და ბედნიერი იქნები. არასდროს აგრძნობინო მეგობარს,რომ ცუდად ხარ. ამით მას გულს ატკენ,მაგრამ თუ მისი გვერდში დგომა გჭირდება,დაძლიე სიამაყე და უთხარი მას,რომ შენ ის ძალიან გჭირდება. ან,თუ იჩხუბეთ და პატიებას არ თხოვ. თუ გიყვარს,შენ დამნაშავე რომც არ იყო,პატიება თხოვე,და ყველაფერი კარგად იქნება.


დამიჯერეთ,არაფერია იმაზე უკეთესი,როცა იცი,რომ ცხოვრების ეკლიან გზაზე,შენს გვერდით არის ადამიანი,რომელიც სულ დაგეხმარება,რომელიც ყოველთვის,როცა დაეცემი,ასადგომად ხელს გამოგიწვდის..


P.S. და ბოლოს, ,,ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა”-გოეთე.

                                                                                    daamowma:anukaankam<3

კატეგორია: ♥ ჩემი შემოქმედება | ნანახია: 689 | დაამატა: smiler-belieber | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-07-06 Spam
kargi sialxea:) momewona:*