მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 3 » მე ღმერთი !
6:40 PM
მე ღმერთი !
მე თითქმის ყოველთვის ვიყავი თქვენთან.

ოთახის კუთხეში დასჯილი ბავშვივით მიყუჟული გიყურებდით, როგორ ხარობდა თქვენი გული უსამართლობისას

მე საკუთარ სისხლს ბარძიმის შეუვალობით მოგართმევდით, გეუბნებოდით "ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა"

თქვენ მსვავდით, თუმცა ვხედავდი, როგორ შორს იყო თქვენი გულები ჩემგან.

მე თქვენთან მოვდიოდი ადამიანის სახით, წელში მოხრილი, მშიერი, თქვენ კი კარს მიკეტავდით და ძილის წინ ამბობდით: "პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს"

მე მიტევებას გასწავლიდით სხვისგან ჩადენილ შეცდომებზე, თუმცა უშედეგოდ. სამაგიეროდ მესმოდა "მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა"

მე, აგერ უკვე მერამდენედ შეურაცხყოფილი ისევ ვდგავარ ამბიონზე და ვისმენ "რატომ უფალო" თუმცა მე თქვენში იმდენი ძალა ჩავდე ამ კითხვას არც დამისვამდით.

მე ჩემი თვალით ვნახე, როგორ მაჭედებდით საკუთარი შვილები ლურსმანს ხელებზე, რომელმაც თქვენ გამოგძერწათ. შეურაცხყავით ჩემი სული, რომელიც თქვენშია.

მე, უკვე აღდგომილს, ახლად შეხორცებული ჭრილობებით, ისევ თავიდან მტკივა თქვენი ცოდვები, თავიდან ვათრევ თქვენი შეცდომების ჯვარს.

და უკვე მერამდენე დაყივლებაზე მამლის, უარმყოფს ჩემი შვილი.

მე, თქვენი სიყვარულით უკიდეგანოდ აღსავსე, ვგრძნობ ტკივილს, რასაც ერთის მეორისადმი უარყოფა ჰქვია.

და თქვენ, ჩემი სამყაროს პატარ-პატარა ნაწილები დაუფიქრებლად დადიხართ ჩემს სხეულზე, მეტიც, საკუთარი ნებით გამოგაქვთ განაჩენი, ვითარცა იუდას.

მე ღმერთი, თქვენი გულგრილობით თვალცრემლიანი, ისევ ავდივარ გოლგოთაზე და მიუხედავად ამისა, ყველაფერს გპატიობთ "უკუნითი უკუნისამდე"

ამინ !
[ამ სიახლეს მემგონი გაფორმება არ უნდა ]
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 641 | დაამატა: Sali_leto♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 5
2012-06-06 Spam
vaime...ai ar vic ra vtqva...amas sityvebi ar schirdeba...:XX