მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 27 » მაილი საირუსი
3:15 PM
მაილი საირუსი
( ♥ მაილი ერთერთ ჟურნალში♥ )

მაილი ერთერთ ჟურნალში. ფოტოებზე გამოსახულია მაილი, სადაცის იმყოფება ჰავაის სანაპიროზე და ვარჯიშობს (იოგას)


( ♥ მაილის სრული ინტერვიუ  კოსმოსთან♥ )

შესავალი:
ოთახი, რომელშიც მაილისთან ერთად ვარ ტოლუკას ტბაზე, ლოს ანჯელესში, გამოიყენებოდა მამამისის გიტარებისთვის.ეს ოთახი აჩვენებს, თუ ვინ იყო ვარსკვლავი ბავშვობაში, და ვინ არის ახლა - 20 წლის ასაკში.
აქ არის 5 წლის მაილის სურათი, რომელიც მამამისის, ბილი რეის კალთაში ზის, აქვეა ლიამისა და მაილის სურათი, ნიშნობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ გადაღებული.ტიმ ბარტონის წიგნს ხელოვნებაზე, თითქმის მთელი მაგიდა უჭირავს.მაილის პირველი ფილმი "დიდი თევზი" სწორედ ტიმ ბარტონს ეკუთვნოდა.მისი წიგნისგან ცოტა მოშორებით თაროზე დევს სურათი მაილის ახალი ფილმის So Undercover ის გადასაღები მოედნიდან. ფოტოს ქვეშ დევს ხის ტოტისგან გამოყვანილი გიტარის ფორმის ნაკეთობა, რომელიც მაილის პირადმა დაცვამ დაამზადა.ასეთია ოთახი ენერგიული ვარსკვლავისა, რომელიც ცდილობს მოთავსდეს სკამზე, მაგრამ შემდეგ სავარძლის სახელურს ამჯობინებს , რომლის აიფონი სავსეა ლიამის,მისი ძაღლებისა და სატელევიზიო შოუ Liz & Dick -ის სურათებით. მაილის თმა ქერადაა შეღებილი, კარგად შეჭრილი გვერდითა მხარეებში, ასეთი ლუქი მხოლოდ ისეთ ქალს შეიძლება ეკუთვნოდეს რომელიც დარწმუნებულია საკუთარ თავში და ასეთი მხოლოდ მაილია.

კოსმოოლიენისა დ ამაილის დიალოგი:
კოსმო : თუ შეგეკითხებოდი , გამოგერჩია შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები - სიყვარულში, ოჯახში, მუსიკაში, თამაშის დროს... რა იქნებოდა პირველ ადგილზე?
მაილი:პირველ ადგილზე დგას ურთიერთობა ლიამთან.ეს ის გრძნობაა, რაშიც დარწმუნებლი ვარ, რადგანაც შენ არასდროს იცი... ჩემი ალბომი მალე გამოვა და ჩემს ახალ ჩანაწერებში ბევრი Hype-ა, ამიტომ ბევრს შეიძლება არ მოეწონოს, შეიძლება თქვან რომ ყველაზე ცუდი სცენარია... ყველას ეზიზღება ეს.
კოსმო: მაგრამ შენ ამით ამაყი ჩანდი
მაილი: ნუ, ეს მეორე რამაა რითაც მე ძალიან კმაყოფილი ვარ.მე არასდროს მქონია შესაძლებლობა ჩამეწერა სიმღერა ამის მსგავსად, რადგანაც დისნეი, რომელიც ჩემს უკან იდგა ყოველთვის ამბობდა : "შენ უნდა ჩაწერო სატელევიზიო შოუ ორ თვეში, ამიტომაც დაასრულე შენი ჩანაწერები... და როცა შენ ჩაწერ სიმღერებს, შეძლებ ჩაწერო კინო, შოუ და სიმღერა ჰანა მონტანასათვის?" მე ვატარებდი ორი ადამიანის კარიერას და ვცდილობდი, ჩემი უფრო პრიორიტეტული გამეხადა. ახლა მე ახალბედა არტისტს ვგავარ,რომელიც ცდილობს დატოვოს პირველი შთაბეჭდილება.ყველაზე კარგი, რაც მე გავაკეთე, ესაა ორწლიანი შესვენება, რომ რეალურად მეცხოვრა, რადგანაც მე ხალხი ისეთად აღარ აღმიქვამს, როგორიც სატელევიიო შოუში ვიყავი.
კოსმო: მართლა გგონია რომ ისინი ასე ფიქრობენ? როცა შენი ცხოვრებიდან სურათები ვრცელდება , ისინი ძალიან განსხვავებულ სურათს წარმოიდგენენ, ვიდრე ჰანა მონტანაა.
მაილი: ერთერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც ჩემს კარიერაში მომხდარა, ეს არის ისეთი რაღაცეების გამჟღავნება, რაც საუკეთესო ყოფილა ჩემთვის, იმიტომ, რომ ხალხმა იცოდა, როცა ამშოუში ვიყავი, მე მართლა ვიზრდებოდი. მე არასოდეს ვყოფილვარ ყალბი, არ მითამაშია დისნეის თამაში, რომელიც მოითხოვდა : გამეღიმა, ვყოფილიყავი პრინცესა, რომელსაც ცხოვრებაში ცუდი მომენტები ქონდა და უნდა ეთქვა :" მე სინამდვილეში ასეთი არ ვარ"
კოსმო: შენ მუშაობდი ბევრ მოულოდნელ სახეებთან. შეიძლება ითქვას , რომ შენ ახალი ხმა გაქვს?
მაილი:მე დავწერე ეს სიმღერა Mary J. Blige -სთან ერთად. როცა ეს ტაილერმა მოისმინა, მან თქვა : "მე შემიპყრო ამ სიმღერამ, და მე მას დავამუშავებ, თუ შემპირდები, რომ ამას ალბომში შეიტან."მე მართლა არ მინდოდა, რომ ჩამეწერა ჰიპ-ჰოპი და მართლა არ ვცდილობ ვიყო რიანა ან ნიკი მინაჟი... ეს ჩემი სტილი არაა. როცა ვიზრდებოდი, ჩემს უფროს ძმას [ტრეისს] ჩემთვის Nelly -ს ჩანაწერები მოჰქონდა,მამა დოლისა [პარტონს] და ჯონის [კეში] მასმენინებდა, დედაჩემი კი თავიდან ბოლომდე მეტალისკენაა მიდრეკილი. ამიტომაც ეს ახალი სიმღერა ამ ყველაფრის ნაზავია.
კოსმო:შენ სხვა სელებრითებს არ ბაძავ, მათ არ ეჯიბრები
მაილი:კეიტი პერი 5 წელია ჩემი მეგობარია და სამუშაოს არასოდეს მივცემ უდლებას ჩადგეს ამ ურთიერთობის შუაში.თუკი კეიტი დარჩება კეიტად, კეშა კეშად, რიანა რიანად და მე საკუთარ თავად , მაშინ ოთახი ყველას გვეყოფა.პრობლემა ისაა, რომ , როცა ხალხი შეხედავს გაგას და იტყვის "ეს მუშაობს, მეც ასე გავაკეთებ".
კოსმო: რას უსმენ ახლა?
მაილი: Frank Ocean-ის ჩანაწერი ძალიან კარგია.მე მომწონს ის, რომ ის გამოვიდა და თქვა რომ გეი იყო, ეს დღემდე ბევრის კარიერას აფექტის ქვეშ აგდებს.მას არ ანაღვკებს როგორ მოქმედებს ეს ხალხზე და ეს მას ჩემს თვალში უფრო ამაღლებს.
კოსმო:მართლა?
მაილი:დიახ! ახლა მას უფრო მეტი ლოიალური ფანი ჰყავს. თუკი გინდა იცოდე ვინ მოუსმენს შენს ჩანაწერებს მუდმივად, დაიყენე გეები და ბრაზილიელები შენს გვერდზე.
კოსმო:რატომ ბრაზილიელები?
მაილი: არ ვიცი,ამას მამა მეუბნებოდა ხოლმე როცა პატარა ვიყავი. და ჩემი ბოლო ტურის დროს ბრაზილიაში, ერთ ღამეში 20 000 ადამიანი შეიკრიბა. ეს რაღაც არანორმალური იყო.
კოსმო:მომიყევი შენს ახალ ფილმ So Undercover- ზე
მაილი:ეს მე ჩავწერე მალევე, იმის შემდეგ რაც ჰანა დამთავრდა, ამიტომაც ის იყო სრულიად განსხვავებული პიროვნება იმისგან, ვინც ახლა აქ ზის.მე არ მინდა ხალხმა უყუროს გილმს, შემდეგ მოუსმინოს ალბომს და თქვას : ვინ არის ის? და როგორად ყოფნას ცდილობს?არ მინდა ასე მოხდეს ჩემს ალბომთან დაკავშირებით.
კოსმო:ამან შენი თამაშის ენთუზიაზმზე რამე გავლენა მოახდინა?
მაილი:მე თამაშს უფრო მეორე მხარეს ვაყენებ, თუმცა მე ძალიან მომწონდა 2.5 კაცის გადაღებები. სულ სხვაა ფილმის გადაღება : შენ მას სამი კბირის განმავლობაში აკეთებ და ემოციურად დაკავშირებული ხარ მასთან, შეიძლება გძულდეს კიდეც ის და მერე ნამდვილი წამებაა ხალხს უთხრა რომ უყურონ მას, როცა თვითონაც ძლივს უყურებ.მუსიკაში კი, შენ კონტროლი გაქვს, მაგრამ თამაშის დროს შენ ხანდახან ცუდ სიტუაციაში ვარდები.
კოსმო:მოდი ვისაუბროთ ლიამზე.გქონია ისეთი მომენტები, როცა მართლა დაფიქრებულხარ, როგორი "ცხელია" ის?
მაილი:დიახ! ყოველთვის! მე უბრალოდ ვუყურებ მას და ვამბობ : " ღმერთო ჩემო, შენ ისეთი "ცხელი" ხარ " . მეორე დღეს კი, მე მოვბრუნდი აუზისკენ, მან გაიხადა ტანსაცმელი და შიგნით ჩახტა. ჩემი რეაქცია ამ დროს ასეთი იყო " მე ალბათ გუკი წამივა, რადგანაც ვხედავ, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე სექსუალური კაცი აუზშია" ეს რაღაც გასროლას გავს.მე მას გადავუღე ფოტო და ჩემი ტელეფონის ფონად დავაყენე. ჩემ,ა საუკეთესო მეგობარმა აიღო ტელეფონი და თქვა : " ვინ არის ის? ის ისეთი სექსუალურია" . ეს ჩემი ქმარია !

მეტი ინფორმაციისთვის დაელოდეთ კოსმოპოლიტენის 5 თებერვლის ნომერს, თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ სწორედ 5 თებერვალს So Undercover -ის დივიდი დისკები გაყიდვაში გამოვა!!!

 ( ♥ მაილი საუბრობს გაგაზე კოსმოსთან ♥ )


კოსმო:შენ სხვა სელებრითებს არ ბაძავ, მათ არ ეჯიბრები
მაილი:კეიტი პერი 5 წელია ჩემი მეგობარია და სამუშაოს არასოდეს მივცემ უდლებას ჩადგეს ამ ურთიერთობის შუაში.თუკი კეიტი დარჩება კეიტად, კეშა კეშად, რიანა რიანად და მე საკუთარ თავად , მაშინ ოთახი ყველას გვეყოფა.პრობლემა ისაა, რომ , როცა ხალხი შეხედავს გაგას და იტყვის "ეს მუშაობს, მეც ასე გავაკეთებ".


კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 682 | დაამატა: ohsnapitznini♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9
2013-01-28 Spam
kargi siaxlea <3