მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მარტი » 24 » მაა...
4:03 PM
მაა...
Father...
ძალიან, ძალიან თბილი ჩანახატი. ყველამ ნახეთ! ))



12 წლის ვიყავი,როცა დედა დაბრუნდა და ალკოჰოლიკ მამაჩემს ჩემი თავი წაართვა.

– მა, იცი მე რა მახსოვს? ყოველ დილით ძალით რომ მაყენებდი საწოლიდან და ზღვაზე მიგყავდი,შენი დამტვრეული ველოსიპედით. თავზე თბილი ქუდი მეხურა, შენს წინ ვიჯექი და ვერ ვაცნობიერებდი,რომ ეს ემოცია ოდესმე დასრულდებოდა.

მა, დღეს მე არ მაქვს შენი ნახვის უფლება. მე ვერ გავიგებ რომელ საათზე მიხვალ სახლში, ფეხაკრეფით ვერ შემოვალ შენს საძინებელში და ჭიქა წყალს ვერ დაგიდგამ სკამზე,დილისთვის.ნაბახუსევზე რომ შედარებით უკეთესად იგრძნო თავი.

რომ შემეძლოს,კილომეტრებს გავარღვევდი ერთი შენი ჩახუტებისთვის.

მა,ყველა იმ ადამიანს მიუზღვავს ღმერთი,ვინც მე დამტოვა უღმერთოდ.

ყოველ დილით, სხვადასხვა საუზმე მოაქვთ ჩემს საძინებელში,რომელიც ვარდისფერი ფერის არის, შენ იცი,როგორ არ მიყვარს ვარდისფერი, არასდროს ვარ ამ ოთახში მშვიდად. საუზმე გემრიელად გამოიყურება,თუმცა უგემურია, გული მერევა ამ ყველაფერზე. მა, ამ ფუფუნებას, ჩვენი ძველი სახლი მირჩევნია. ჩემი პატარა ოთახში, ყოველ დღე რომ შემოგქონდა ქილით მინდვრის ყვავილები. შენი მოდუღებული ყავა მენატრება,მა, რაღაცნაირი სიმწარე რომ დაყვებოდა სულ, ჩვენი ცხოვრების მსგავსად.აქ კი, მეუბნებიან ბავშვებისთვის ყავა არ შეიძლებაო და მაიძულებენ დილაობით რძე დავლიო.

მა, გახსოვს ერთხელ მაღაზიაში პერანგი რომ მომეწონა, ჯიბისკენ რომ წაიღე ხელი და ობლად დარჩენილი ორლარიანი ამოიღე, მე თვალებში ცრემლები ჩამიდგა და ვიცი, გული სწორედ იმ დღეს მოგიკვდა. მეორე საღამოსვე მიყიდე და მომიტანე. ისიც მახსოვს, ამის გამო რომ გაგინებდა მეზობლის კაცი, ფულს რომ ისესხებ, დაბრუნებაო უნდა იცოდეო. ახლაც აქ მაქვს მა, ეგ პერანგი, ღამღამობით,როცა დედა ვარდისფერ საღამურს მაცმევს და საწოლში მაწვენს,მაშინვე ვიშორებ იმ სიყალბეს და ჩემ ლურჯ პერანგს ვიცმევ, რომელიც ერთადერთია,რაც შენგან შემომრჩა. მა, აქ რომ თოვს და ცივა, არავინ მიგორდება ფეხებში და გაყინულ ფეხისგულებს ცხელი,დიდი ხელებით არ მითბობს.

მა, ამ სახლში ცოდვასავითაა შენი სახელი.

მა, ჩემთვის ღმერთივით ხარ.

მა, მე ვიცი რომ გტკივა ახლა უჩემობა.

მა, ჩვენს მისაღებში დაკიდულ ღვითისმშობლის ხატს გეფიცები, ერთ მშვენიერ დილას, მზე რომ ცოტა სხვანაირად ამოვა, დაჟანგულ გასაღებს მოვარგებ ხის კარებს, ხელში დიდი ჭიქით სიბინძურისგან გაფირტრული წყალი მეჭირება და შენს ოთახში შემოვალ.

მა, ოღონდ შენ გაუძელი.

შენი ნი.

 ჩანახატი ჩემი არ არის, უბრალოდ მინდოდა რომ თქვენც წაგეკითხათ //.

დაამოწმა: Annie
კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 768 | დაამატა: ninoRa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2013-03-24 Spam
ehhhh sad