მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2013 » მარტი » 30 » Lovely Poetry
11:29 AM
Lovely Poetry
Lovely Poetry
ჩემი საყვარელი ლექსები
იმედი მაქვს მოგეწონებათ

F689b9e6a4e0aeb68539d211eb9633ef_large
კალმის უაზროდ ჭერა მომბეზრდა,
მელნის სიმუქეც,უკვე მაგიჟებს ...
გაკვეთილებიც,მასწავლებლების
ძალით ნაცნობის სახეც მაცინებს ...

მუზა წავიდა, ვეღარ ვწერ ვეღარ ..
რვეულის ყდაზე ვერ ნახავთ ფრაზებს,
ვერც ბოლო გვერდზე იხილავთ ,,ნაჯღაბნს"
ვერც სიყვარული გამხდის შემოქმედს...

მზე ჩადის თუმცა ვეღარ ვწერ მასზე..
მშვენიერ ღამეს, ბინდში გახვეულს
ზღვის ელვარებას,მკრთალი დღის შუქზე
ლამაზ აკორდებს,ბგერებს არეულს ..

ვეღარ ვწერ ფიქრებს,
ვეღარ ვწერ გრძნობებს,
თვით ,,სიყვარულზე" სიტყვები გაქრა ...
სად გაქრა მუზა,

სად ,,გავქრი" მუზით,
ნუთუ ოცნება,ამით დამთავრდა ...
Tumblr_m1v4bmdagr1rpt2juo1_500_large
გაივლის დრო და გაივლის ხანი,
ერთ წუთში გავა, ლამაზი წამი,
წამი ტკბობის და სიყვარულისა,
წამი სიცოცხლის, სიხარულისა.


უეცრად მოვა, ჩვენთან სიბერე,
მოგვეპარება ვით შემოდგომა,
ისე დააჭკნობს ჩვენს სილამაზეს,
ვით ლამაზ ყვავილს ყინვა და თოვა.


სახეზე ჩნდება ცხოვრების კვალნი,
კვალნი ხაზებად იკვეთებიან,
ნეტავ სად გაქრა ეს სილამაზე,
ახალგაზრდები რად ბერდებიან.


დაბოლოს უკან მოვიხედებით,
დაგვწყდება გული ჩვენს განვლილ დღეზე,
რა უცებ განვლო ჩვენმა ცხოვრებამ,
გავქრებით როგორც ფოთოლი ხეზე.


ამ ქვეყნათ ვიყოთ და არცა,
მივავიწყდებით იმ წამსვე ხალხსაც,
თითქოს ამ ქვეყნის მხოლოდ მთვერი ვართ,
რომელიც გააქვს ნელ-ნელა ქარსა.
Tumblr_mkfyf5los71rj0ih7o1_1280_large
რა საოცარი იყო ის ღამე,
ცა ვარსკვლავებმა როგორ შემოსა.
არ გვადარდებდა ამ ქვეყნად რამე,
და ჩვენს სიყვარულს, მთვარეც ემოწმა.

მახსოვს, შენ ტანზედ კაბა გემოსა.
ზედ გვირილების ეხატა კონა.
შენსა მბზინვარე თვალებს ვუცქერდი,
და სულ მინდოდა მათთვის მეკოცნა.

და არ ვიცოდი, დრო გავიდოდა,
იმ ღამეს ნათვრით გავიხსენებდი.
ჩამოვჯდებოდი ისევ იმ სკამზედ,
და ჯოხით ხელში დავისვენებდი.

გავიხსენებდი პირველ სიყვარულს,
იმ ლამაზ დღეებს გავიხსენებდი.
ჩაგიხუტებდი ლამაზო გულში,
და შენი კოცნოთ დავიღლებოდი.

მაგრამ რა უცებ განვლო დღეებმა,
ვხედავ დავბერდი დავდივარ ჯოხით.
რომ მოვკვდე, მაინც დაგელოდები,
იმ სკამთან კარგო მე მოვალ ფორთხვით.
და თუ არ დაგხვდი მაშინ იცოდე,
მიხილავ კარგო სამარის კარზედ.
მადლობელი ვარ არ დავივიწყებ,
რომ მე არასდროს გამცვალე სხვაზედ.

მოხვალ და ცრემლებს დამაყრი წრფელსა,
შენც გაიხსენებ იმ ლამაზ წლებსა.
მე საფლავიდან გეტყვი მიყვარხარ,
და თუ ეს მოხდა მაშ შენც გიყვარვარ.
Raj_large
 


კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 789 | დაამატა: katherine007 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2013-03-30 Spam
dzaan momewona 3-ve leqsi <3