მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 7 » LoVe...!
8:53 PM
LoVe...!

***
....როდესაც დარდი დაგიმარტოხელებს,ძნელია თითქოს,
ძნელია როცა, გაყინულ ხელებს არავინ გითბობს,
ძნელია როცა, მარტო დააბიჯებ მზესა და ქარში,
ძნელია როცა, აღარ იყურები ოცნებით ცაში,
როდესაც ძვირფასო ხელების მაგივრად ქარი გეფერება,
გული ვეღარ იტევს ამდენ დარდს და დრო კი გებევრება,
ძნელია ლოდინი,უაზრო ლოდინი ძნელია თითქოს,
შენ უნდა ელოდო,შენზე კი თურმე არავინ ფიქრობს...


*** 
მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება ,
მე დავამთავრე სიყვარულის გადრაცვალება ..
ის სიყვარული დავამთავრე მერომ მიყვარდა,
და ისიც თითქოს ყველაფერი გულს რომ მიკლავდა.
არ მემეტები მაგრამ რა ვქნა არც შენ დამინდე
არც ერთი სიტყვა სიყვარულის მე არ გამინდე.
მე ქარავნებით მოგიზიდე ლამაზი ბედი,
შენკი შავთეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი..
მე ვოცნებობდი დაეხატე უფუნჯოდ მხატვარს,
რომელიც ჩემში იმალება და სულ შენ გხატავს.
სულ ის მინდოდა მოსულიყო შენთვის ზამთარი,
რომ ჩემს სხეულში მომეძებნე სადღაც გამთბარი.
სულ ის მინდოდა მიყვარხარო ჩემთვის რომ გეთქვა,
და ამით ჩემი გრძნობა რომ დაგესეტყვა.
ბევრი მინდოდა, ალბათ ბევრი რაცარ მერგება,
რაცარ მეკუთვნის ის ხომ მაინც არ შემერგება..
რომ არ გიყვარდი ჩემთვის ხომ არ დაგიმალია,
მევარ ასეთი შენ რას გერჩი ყველას ხიდი ვარ ,
ყველა ზედ მივლის მაგრამ თავად საით მივდივარ ?!
ჩემთვისაც არის სადღაც გზები მაგრამ ვერ ვხედავ..
ან ბრმავარ ანდა კიდე წასვლას ვერ ვბედავ,
მერომ წავიდე მერე რა ვქნა ვის მიგაბარო ?
ნუთუ არჯობდა ერთხელ გეთქვა რომ მიყვარხარო .. ?
ალბათ არჯობდა რადგან ენა არ აგიმღერდა,
ალბათ სხეულში შენი გული ვერ მიმიღებდა,
ალბათ დაგღალე და ამიტომ აღარ გინდივარ
სწორედ ამიტომ სიყვარულო შენგან მივდივარ .. !!




*** 
თუ ძალგიძს, დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე
და არ დაიბნე, როცა თავგზა ებნევა ყველას,
თუ ძალგიძს სიმხნედ, შემართებად და რწმენად იქცე,
როცა შენს ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა;
თუ ძალგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს,
ცრუს, გაუტანელს არ მიაგო სიცრუე ავი,
მოძულეს შენსას მძულვარება შეუნდო მალე
და თან არც ქრისტედ არ აჩვენო არავის თავი,-
თუ შეგიძლია, სულში მარად ოცნება რეკდეს,
მაგრამ ოცნების არასოდეს არ გახდე მონად,
გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად შეხვდე
და ამ ორ თაღლითს მიეგებო ტოლად და სწორად;
თუ შეგიძლია აიტანო, სიმართლე შენი
ბრბომ სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად,
იხილო ერთ დღეს დანგრეული, სიცოცხლის დღენი
რასაც შესწირე, და შენებას შეუდგე ახლად,-
თუ შეგწევს ძალა, მაგიდაზე დაჰყარო ჩალად,
რაც გაგაჩნია, გიშოვნია ოფლით და სისხლით,
წააგო წყნარად, წაგებული ჩასთვალო არად,
იშოვნო კვალად და სასწორზე შეაგდო რისკით;
თუ შეგწევს ძალა, წარბი შეჰკრა, მოთოკო გული,
მოუხმო ნერვებს, გამაგრდე და ივარგო ასწილ-
ეს მაშინ, როცა სულიერად დაღლილს და დაცლილს
ნებისყოფაღა გეუბნება:"წინ-მეთქი, გასწი!"-
თუ შეგწევს ძალა, ბრბოში იყო და დარჩე კაცად,
მეფეებს ახლდე და გახსოვდეს ყოველთვის ხალხი,
შენი ღირსება არ დაკარგო აროდეს არსად,
მტერ-მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღი;
თუ შეგწევს ძალა, გაიაზრო ყოველი წუთი,
აზრით დატვირთო სამოცივე ფეხმარდი წამი,
მაშინ შენია, შვილო ჩემო, ეს მიწის ბურთი,
ადამიანიც მაშინ გქვია, და გერქვას - ამინ




*** 
მთელი ღამე ვეფერები კვირტებს
ღამეც ისევ უშენობით მიტევს...
ვხედავ,
როგორ აყვავილდა ნუში...
და კვირტები შემოასკდა ღამეს...
შენი სითბო მოენატრა გუშინ...
შენს ლოდინში გაშიშვლებულ წამებს
ვხედავ,
როგორ აყვავილდა ნუში...
დარდმა ისევ დაუბერა ქარებს...
მე უშენოდ დამაღამდა გუშინ...
მღელი ღამე ვესაუბრე მთვარეს...
ვხედავ,
როგორ აყვავილდა ნუში...
გაშიშვლებულ სულს ფოთლებით ვავსებ...
უშენობამ გამაგიჟა გუშინ...
მთვარე იყო საოცარი, სავსე...
ვხედავ,
როგორ აყვავილდა ნუში...
და ფოთლებიც როგორ გაირინდა...
ვერ გიპოვე, დავიღალე გუშინ
დილაა და ისევ შენთან მინდა...
ვხედავ,
როგორ აყვავილდა ნუში...
მთელი ღამე გავატარე მარტომ
შენ ქარი ხარ, მოფრიალე სულში...
ჰოდა, ისევ შენი ქროლვა მათბობს...
მთელი ღამე ვეფერები კვირტებს
ღამეც ისევ უშენობით მიტევს...


*** 
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ…
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს…
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს…
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!



*** 
ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.


*** 
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმება მონატრების ვინც იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრების ცრემლით ალიონს,
და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი,
მე მონატრების სადღEგრძელო მინდა დავლიო,
და მათი ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლიათ,
ჩემი სიცოცხლე სიყვარულში მინდა გავლიო,
რამე თუ თავად მონატრებაც სიყვარულია!!!


*** 
ნეტავ რამ შობა ჩემში ეს გრძნობა, ასეთი ნაზი, ასე ლამაზი
ნეტავ რა არის ის ჟრუანტელი, შენს დანახვაზე რომ მივლის ტანში
იმ იდუმალი გრძნობით გამთბარი, გული დამიწყებს სხვაგვარად ძგერას,
მხოლოდ შენს ნახვას, მხოლოდ შენს ამბორს, სხვას ვერ ვინატრებ ვერაფერს ვერა.
და როცა გხედავ ვეგარ ვივიწყებ, ბედნიერების იმ ლამაზ წუთებს,
როს შენი ნახვით მე მომანიჭე და ეს ცხოვრება შემიმსუბუქე
მაშინღა ვხვდები, რომ ეს ნიჭია, ღვთითბოძებული სიყვარულისა,
დაუდგომელი ვით ქარიშხალი, მაღალ ღმერთისგან მე რომ მეღირსა
ისე მძაფრია ეს სიყვარული, როგორც გიჟური ტალღები ზღვისა,
აბობოქრებულ-აქაფებული, ნაპირისაკენ რომ იქცევს პირსა
აცხრება ნაპირს, ვით ტყვია ნადირს და როგორც მეფე ისე იმონებს,
ადამიანის იმ გულის ნაწილს რაშიც ეს გრძნობა გამოიგონეს
ნეტავ რამ შობა ჩემში ეს გრძნობა, ასეთი ნაზი, ასე ლამაზი
ნეტავ რა არის ის ჟრუანტელი შენს დანახვაზე რომ მივლის ტანში.



*** 
ძნელია, როცა ტირილი გინდა,
ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ.
ძნელია, როცა სიცილი გინდა
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია, როცა შენ გული გტკივა,
რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს.
ძნელია, როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს.
ძნელია, როცა თვალები სველი
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა.
ძნელია, როცა ვიღაცას ელი
და თან იცი, რომ ის აღარ მოვა...




*** 
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.
შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა,
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა,
ვტიროდი ხარბად _ მარტოობით ნაალერსალი,
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი...



*** 
შენი მონატრება მტანჯავს,
შენი სიყვარულით ცად ვარ...
შენთან მოსვლა მინდა მაგრამ...
ოხ ეს დაბრკოლება მტანჯავს,
მე შენს ჩახუტებას ვნატრობ,
შენთან ახლოს მოსვლას ვლამობ...
იმ ცრემლიან წუთებს ვნატრობ,
მე და შენ რომ ტკბილად გვახსოვს...
ოხ ეს მელოდია მახრჩობს...
გულის ტკივილამდე გნატრობ..



*** 
მიზეზად ნუ იტყვი იმას რომ "მის" გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია. გახსოვდეს ერთ დროს იმ ადამიანის გარეშე ცხოვრობდი, მაგრამ თუ შენი მიზეზი ის არის რომ შენ "მისით " დაიწყე ცხოვრება, მაშ ბოლომდე იბრძოლე მისთვის

***
ბედნიერების ტაძრის მშენებლობაში კედლები მეგობარს აჰყავს და გუმბათს კი სიყვარული ჰქმნის

***
მიყვარხარ ისე როგორც არავის არასდროს არავინ არ ყვარებია, მიყვარხარ გაგიჟებით არაადამიანური გრძნობით და არასდროს შენს თავს არავის არ დავუთმობ და ნურც ნურავინ შემეცილება

***
გაეკიდე რა..! არ გაუშვა.. შენ ხომ ის გიყვარს ნუ დაუთმობ მას სხვას..ნუდგახარ მასე უმოქმედოდ ცხოვრება ხანმოკლეა გთხოვ გაეკიდე დაიჭირე არგაუშვა ჩაკიდე ხელი ის ხომ შენია მას ხომ უყვარხარ!ის ხომ შენ გეკუთვნის ნუ დაუთმობ მის სიყვარულს სხვას.


***
არასოდეს დანებდე იმიტომ რომ ცხოვრება ბრძოლა და თუ არ იბრზოლებ გადაგთელავენ გიყვარდეს იმიტომ რომ თავად ღმერთია სიყვარული..გჯეროდეს იმიტომ რომ მთვარია რწმენა შეუნდე იმიტომ რომ შენდობა ყველაზე დიდი ნიჭია.



სასიყვარულო ვიდეო,სიმღერები:

7Link
 

პ.ს. შეიძლება ძალაინ მოგაბეზრეთ თავი პესიმიზმით,მაგარმ თვითონ ასეთი ადამიანი ვარ :)) ცხოვრებამ პესიმისტი გამხადა


დაამოწმა და გაალამაზა:-თათამ
კატეგორია: ♥ ლექსები | ნანახია: 969 | დაამატა: UnKnow | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2012-10-10 Spam
me momewona<3